საზონოვის მამა: საბას საქართველოს ნაკრებში გამოძახება ჩვენთვის პოზიტიური სტრესია

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის მცველის, საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა, თავისი შვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე გააკეთა კომენტარი.

"გავიხარე თუ არ შვილის გამო? როგორც კი გავიგე, მაშინვე მივულოცე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო სიახლეა, დადებითი ემოციები განვიცადე. რუსეთის ეროვნული გუნდი? არჩევანი უკვე გაკეთებულია. შესაძლებლობებს შორის ნებისმიერი არჩევანი, თუნდაც პოზიტიური, ყოველთვის სტრესია. სტრესი, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა. ეს იმის გათვალისწინებით გვქონდა, რომ შეეცადნენ საბასთვის ცილი დაეწამებინათ და უარყოფითად წარმოეჩინათ.

მას ხომ ცუდი არაფერი გაუკეთებია. საბამ მხოლოდ არჩევანი გააკეთა, მორჩა. ყველაფერი წარსულშია, ყველა ფიქრი
უკვე მხოლოდ საქართველოს ნაკრებს უკავშირდება", - განუცხადა ანდრეი საზონოვმა "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
კარგი ხალხის მეტი რა არის რუსეთში, ამ პუტლერმა გადარია ეს ხალხი თორემ. ზუსტად ის სიტუაციაა, რაც გერმანიაში იყო გასულ საუკუნეში. საღოლ ანდრეი.
11 ნოემბერი 2022 12:50
7
ფეხბედნიერი ყოფილიყავი,საბა.გაიხარე!
მერაბი
11 ნოემბერი 2022 11:58
0
ჩემი პატივისცემა და მადლობა ჩვენს სასარგებლოდ გაკეთებული არჩევისთვის. ყოჩაღ იმ ქართველ დედას ვინც საქართველოს სიყვარული ჩაგინერგა. წარმატებას გისურვებ და საუკეთესო დებიუტს ნაკრებში.
G.LA
11 ნოემბერი 2022 11:33
1
ანდრეი კარგი კაცი ხარ ასეთი პასუხი უნდა გაეცა საბას წარმატებები ეროვნულ ნაკრებში!!!
ზაზა
11 ნოემბერი 2022 09:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული