საზონოვის მამა: საბას საქართველოს ნაკრებში გამოძახება ჩვენთვის პოზიტიური სტრესია

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის მცველის, საბა საზონოვის მამამ, ანდრეი საზონოვმა, თავისი შვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე გააკეთა კომენტარი.

"გავიხარე თუ არ შვილის გამო? როგორც კი გავიგე, მაშინვე მივულოცე. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო სიახლეა, დადებითი ემოციები განვიცადე. რუსეთის ეროვნული გუნდი? არჩევანი უკვე გაკეთებულია. შესაძლებლობებს შორის ნებისმიერი არჩევანი, თუნდაც პოზიტიური, ყოველთვის სტრესია. სტრესი, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა. ეს იმის გათვალისწინებით გვქონდა, რომ შეეცადნენ საბასთვის ცილი დაეწამებინათ და უარყოფითად წარმოეჩინათ.

მას ხომ ცუდი არაფერი გაუკეთებია. საბამ მხოლოდ არჩევანი გააკეთა, მორჩა. ყველაფერი წარსულშია, ყველა ფიქრი
უკვე მხოლოდ საქართველოს ნაკრებს უკავშირდება", - განუცხადა ანდრეი საზონოვმა "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ანდრეი კარგი კაცი ხარ ასეთი პასუხი უნდა გაეცა საბას წარმატებები ეროვნულ ნაკრებში!!!
ზაზა
11 ნოემბერი 2022 09:06
0
ჩემი პატივისცემა და მადლობა ჩვენს სასარგებლოდ გაკეთებული არჩევისთვის. ყოჩაღ იმ ქართველ დედას ვინც საქართველოს სიყვარული ჩაგინერგა. წარმატებას გისურვებ და საუკეთესო დებიუტს ნაკრებში.
G.LA
11 ნოემბერი 2022 11:33
1
ფეხბედნიერი ყოფილიყავი,საბა.გაიხარე!
მერაბი
11 ნოემბერი 2022 11:58
0
მადლობა საბას მშობლებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში...განსაკუთრებით დიდი პატივისცემა საბას დედას (თუარვცდები, ნონა ნიშნიანიძეს,სამტრედიელი ფრენბურთელი ყოფილა წლების წინ) რომ საქართველო და ქურთული ენა ასე შეაყვარა...აი მაგალითი ემიგრაციაში მცხოვრებ (ზოგიერთ) ქართველებს...
romandro
11 ნოემბერი 2022 12:52
1
შარშან და შარშანწინ არ უყვარდა საქართველო? :დ რა მიამიტები ხართ . რუსეთის ნაკრების წევრობა ეხლა ჩრდილოეთ კორეისას უდრის. კიდევ ბევრს მოუნდება ჩვენი ნაკრები , ორჯონიკიძის შვილიშვილებიც დგანან ალბათ რიგში, თავიანთი ქართული გვარებით
romandro-ს
11 ნოემბერი 2022 14:34
15
ყოჩაღ დედაშენს!!!მიბაძეთ მამით ქართველებმა და დედით სლავებმა ერთი სიტყვა რომ არ იცით ქართული და არც ქართველობთ!!!!!!
გიორგი
11 ნოემბერი 2022 13:10
1
1000% მართალი ხარ
გიორგი კაჭკაჭიშვილი
16 ნოემბერი 2022 03:24
0
ივარგებდეს დაა. რა არის მაგაში ცუდი , დედის წილი საქართველოც ხომ მისია? ზოგი სად წაიყვანა ბედმა და ზოგი სად. ეგ რა საუბარია. ნეტა გაამართლებდეს, თორე. კარგია რა თქმა უნდა. ეგ ბიჭი ჩაჯდება სასტავში.
ლევან მაღლაკელიძე
11 ნოემბერი 2022 14:07
0
მაგარი მშობლები გყოლია საბა!!
ბექა
11 ნოემბერი 2022 14:35
1
კარგი ხალხის მეტი რა არის რუსეთში, ამ პუტლერმა გადარია ეს ხალხი თორემ. ზუსტად ის სიტუაციაა, რაც გერმანიაში იყო გასულ საუკუნეში. საღოლ ანდრეი.
11 ნოემბერი 2022 12:50
7
ჯერ ერთი, ადრე სად გვყავდა ნაკრები და მწვრთნელი, ან რა პერსპექტივა ქონდა ნაკრებს? არანაირი. ეხლა, უკვე როცა დამსახურებით იძახებენ ბიჭებს, ყველას მოუნდება ნაკრები. ვილიმ ბევრი რამე თავის ადგილზე დააყენა და სჩანს, რომ ბევრი ვინმეც მოსვა ერთ ადგილზე, რადგან წინ იხედება და კარიერას იკეთებს.საზონოვი კი მის ქვეყანაში თამაშობდა და რუსეთის ნაკრებს რომ ჩვენთან შედარებიტ მეტი პერსპექტივა ქონდა, ფაქტია. ეხლა კი რატომაც არა, მიეცა შანსი და გამოიყენებს კიდეც. რა, ჩვენ არ გვჭირდება ძლიერი დაცვა? იდეალურადა გვაქ საქმე მის პოზიციაზე? რა თქმა უნდა არა. ძლიერ გუნდებთან ამ დაცვით, რაც ეხლა გვყავს გაგვიჭირდება. ეს იცის ვილიმ და ამიტომაც გამოიძახა.მე მგონი, თავიდანვე სასტარტოში დააყენებს. და ნუ იბოღმებით რაა.
bijos
11 ნოემბერი 2022 21:49
4
დაბოღვმა რა შუაშია? იცი საერთოდ ეგ სიტყვა რას ნიშნავს?? კაშია-აზაროვ-დავითაშვილზე და სხვებზე რატო არ იბოღმებიან კითხე აბა შენს ლოგიკას?? ყველა რუსი, თავის ნაკრებში ვისაც არ მოუნდება, ქართველის ადგილს რატომ უნდა იკავებდეს საქართველოში? ან გამოადგება ეგ საზანოვი ნაკრებს ან არა. დაჭამთ ქართველებს ვიღაც რუსის გამო აი მალლადეეეც
Bijoს
12 ნოემბერი 2022 00:11
9
დავწერ შესაძლოა, ნაკლებად სავარაუდო აზრს - არაა გამორიცხული, საზონოვი, ჰალანდის წინააღმდეგ გამოიყენოს სანიოლმა.
გივი
11 ნოემბერი 2022 14:33
1

სიახლეები პოპულარული