სანტიაგო კანისარესის შვილი გიორგის: "მამაჩემს ისე უყვარხარ, ოჯახში სულ შენზე ლაპარაკობს"

AutoSharing Option
ყოფილი მეკარე და გიორგი მამარდაშვილის მამა, დავით მამარდაშვილი "სარბიელის პოდკასტს" ეწვია, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. მას ზუსტად ასეთი გუნდი სჭირდებოდა. ერთხელ სანტიაგო კანისარესის შვილი გიორგისთან მივიდა და უთხრა: "მამაჩემს ისე უყვარხარ, ოჯახში სულ შენზე ლაპარაკობსო", როდესაც გიორგის "დინამოდან" ესპანურ გუნდში გამოსყიდვის პროცესი გაჭიანურდა, თავად ლეგენდარულმა მეკარემ თქვა, თუ "ვალენსია" მასზე უარს იტყვის, ამ ბიჭს მე გამოვისყიდიო.

როდესაც "ღამურებთან" კონტრაქტს ვაფორმებდით, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე მალე ძირითადის მეკარე გახდებოდა. მხოლოდ ის
გვსურდა, რომ ისეთი მაღალი დონის გოლკიპერის გვერდით ევარჯიშა, როგორიც იასპერ სილესენია, მაგრამ მწვრთვნელებმა გიორგიში დიდი პოტენციალი დაინახეს.
იყო პერიოდი, როცა სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომა მოუწია, თუმცა ეს დრო გიორგიმ კარგად გამოიყენა, ფსიქოლოგიურად უკეთ მოემზადა, იყო ენის ბარიერიც... თუ იქ ესპანურად არ საუბრობ რთულია, რადგან ინგლისურად არავინ გელაპარაკება.

კარგია, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონს შეადგენს, რადგან ამხელა თანხას მხოლოდ გრანდები გადაიხდიან, მაგრამ თუ წინადადება "ბაიერნისგან" იქნება უარს ვიტყვით, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა "რეკორდმაისტერის" კარს ნოიერი იცავს. გიორგი კი არ წავა კლუბში, სადაც სათადარიგოთა სკამზე იჯდება" - განაცხადა დავით მამარდაშვილმა.

altმამარდაშვილის "მშრალი მატჩი" და "ვალენსიას" ნანატრი გამარჯვება [VIDEO]

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება


მკითხველის კომენტარები / 7 /
კანისარესი ძალიან მაგარი მეკარე იყო. ძალიან სასიამოვნოა როცა ამ დონის ფეხბურთელი ასე საუბრობს შენიანზე. ბაიერნთან ფინალში რომ პენალტებს იღებდა მაშინ მამარდა დაბადებული არ იყო. კარგია როცა ცხოვრება კარგად ცვლის დროს
აქაური
13:34 13-11-2022
0
უდიდესი წარმატებები ჩვენს ადამიან ობობას!
ვახო...
17:22 12-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული