დღეს საქართველოს ნაკრები ილია კოკაიას სახელობის სპორტულ ცენტრში პირველ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.
მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში 17 ნოემბერს, თბილისის
დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
Nakrebi.ge
ეგ სრულიად ნორმალურია თუმცა, გულშემატკივარს უნდა გვეყოს იმის შეგნება, რომ ყველგან შეთქმულების თეორიები არ ვეძიოთ და ნორმალურად მივიღოთ ტრავმის ფაქტორიც.
როცა დასჭირდა ნაკრებს, ყველა თამაშზე თავი არ დაუზოგავს ხვიჩას. ერთა ლიგის ჯგუფიდან ფაქტობრივად მარტომ გაგვიყვანა და რომელ ასპექტში არ დაუდგა ნაკრებს გვერდით?!
იქნებ ამხანაგურის გამოტოვება გადავიტანოთ როგორმე და რაღაც აბსურდები არ ვაბრალოთ ან მწვრთნელს და ან ფეხბურთელს.
მწვრთნელს რომ არ ნდომოდა არც წინა სანაკრებოებზე გამოუშვებდა.