ტრავმის გამო ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება - მორიგი შანსი ალთუნაშვილს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო "ნაპოლის" ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის "დინამოს" წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეურთდა.

დღეს საქართველოს ნაკრები ილია კოკაიას სახელობის სპორტულ ცენტრში პირველ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში 17 ნოემბერს, თბილისის
დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
კვარაცხელია ყველას ძალიან გვიყვარს და გვინდ არომ ზევით და ზევით წავიდეს.მაგრა დალოცვილებო ეს სტადია ისე რო დაგედოთ და მთავრ გვერდე საქართველო იტალიის მატჩი გამოგეტანათ არ შეიძლებოდა საქმე ნაკრებს ეხება რომელიც მსოფლი ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის.პატივი ეცით სხვებსაც.
მოსეხონელი
14 ნოემბერი 2022 14:10
1
ვიცოდი აქამდე მივიდოდა საქმე....იმედია ჩაკვეც არ გამოგვაკლდება.გამოცხადებული მარცხის ქრონიკას გავს.ჯერ მეტოქე ძლივს ვიპოვეთ,მერე მეორე მეტოქე ვერ შევარჩიეთ ამხელა მსოფლიოში,შემადგენლობა გვიან გამოქვეყნდა.ხოჭოლავა და მიქაუტაძე კლუბების გამო არ გამოვიძახეთ,რა თამაშები აქვს კოპენჰაგენს გაგანია სანკრებო სეზონზე საინტერესოა.არანაირ წინასამატჩო შეკრება თითქმის არაა,ახლ კიდე კვარას და ჩაკვეს ტრავმები.ერთი მხრივ არაა ცუდი კვარას გარეშე ვნახოთ რას წარმოადგენს ნაკრები,მაგრამ აშკარად ჩანს ფედერაციის ზერელე დამოკიდებულება ამ სანაკრებო პაუზაზე.არადა კარგი იქნება წლის წაუგებლად ჩამთავრება,ან მეორე თამაში რატომ ვერ უნდა დაგეგმო,ამდენი არაბული ქვეყანაა დუბაის გარშემო.ამხანაგური თამაში ზედმეტი არასდროსაა.
master
14 ნოემბერი 2022 12:21
6
გამორიცხულია რომ ნაპოლიმ ახლა ხვიჩა გაყიდოს.ტიფოზები სერიოზულ ბუნტს მოაწყობენ.ხვიჩა ნეაპოლის ახალი სიყვარულია.ვინც დათო ტურაშვილის გადაცემა ნახა ამაში დამეთანხმებით.მე მგონი მარადონას შემდეგ ასეთი პოპულარული არც არავინ ყოფილა.
ამაშია საქმე
14 ნოემბერი 2022 14:03
5
ვამბობდი არ იქნება მეთქი ამ თამაშზე. ეს ისტორიული სენია ჩვენი ნაკრების,როდესაც ნაკრების მატჩი მოახლოვდებოდა,ვინმე წამყვანი მოთამაშე რომ არ დაგვკლებოდა შანსი არ იყო.ხან კალაძე,ხან კობიაშვილი,ხან არცელაძე,იაშკა და სხვ,ხანაც ყველა ერთად.იგივეა ეხლაც და ასე იქნება მომავალშიც და იმედია ნაკრები ის გუნდი გახდება ვინც კვარაცხელიაზე ან 1 მოთამაშეზე არ იქნება დამოკიდებული,თორემ დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ დაგვაკლდება კვარა მომავალშიც და მის იმედზე ვერ ვიქნებით მხოლოდ.
qomagi
14 ნოემბერი 2022 13:06
5
მე როგორც გულშემატკივარი ეგოისტი ვარ სულ მინდა ხვიჩამ ითამაშოს, ვინც კარგად თამაშობს იმისი ნახვა მინდა აბა ვინც ფაფხურობს იმას კი არ დავეძებ. ამ დროს საკუთარ თავზე ვფიქრობ რადგან შოუს ნახვა მინდა :)
ეგ სრულიად ნორმალურია თუმცა, გულშემატკივარს უნდა გვეყოს იმის შეგნება, რომ ყველგან შეთქმულების თეორიები არ ვეძიოთ და ნორმალურად მივიღოთ ტრავმის ფაქტორიც.
როცა დასჭირდა ნაკრებს, ყველა თამაშზე თავი არ დაუზოგავს ხვიჩას. ერთა ლიგის ჯგუფიდან ფაქტობრივად მარტომ გაგვიყვანა და რომელ ასპექტში არ დაუდგა ნაკრებს გვერდით?!
იქნებ ამხანაგურის გამოტოვება გადავიტანოთ როგორმე და რაღაც აბსურდები არ ვაბრალოთ ან მწვრთნელს და ან ფეხბურთელს.
მწვრთნელს რომ არ ნდომოდა არც წინა სანაკრებოებზე გამოუშვებდა.
Skeleton
14 ნოემბერი 2022 18:16
1
მეორე მხრივ, სხვა ფეხბურთელებს ეძლევა შანსი ამახანაგურში და ეს ძალიანაც კარგია.
irakli
14 ნოემბერი 2022 13:33
4
ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ! ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე ხვიჩას არ ათამაშებენ! ლივერპული სერიოზულად ფიქრობს ხვიჩას აყვანას და არავის არ აწყობს, რომ რამე მოუვიდეს სერიოზული! ინდოელ მილიარდელს უნდა ლივერპულის შეძენა და ორთავეს წაიყვანს ოსიმენსაც და ხვიჩასაც! რეალი აღმოჩნედება თამაშგარეში თუ არ გააქტიურდა! დე ლაურენტისი მაგარი ფულის მოღუნვას ცდილობს!
მწვრთვნელი
14 ნოემბერი 2022 13:46
11
საიდან ამდენი ინფო?:)
papai
14 ნოემბერი 2022 14:02
1
"დე ლაურენტისმა დამირეკა ახლა ხანს" - :)!
მწვრთვნელი
14 ნოემბერი 2022 14:46
2
ყველა გამოხმაურება
ე ბიჭო რაის ალთუნაშვილი?! თუ მართლა უყურებს ეს ვილი ეროვნული ლიგის თამაშებბს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს კვერნაძე რატომ არ გამოიძახა? ტიპი დაფრინავს თან მხოლოდ 19 წლის არის...
რიკი
14 ნოემბერი 2022 15:38
0
ხვიჩას კონტრაქტის შესახებ და იმის შესახებ, რომ საქართველოში იქნება, მაგრამ, ალბათ, ვერ ითამაშებს ამხანაგურ თამაშში.
https://www.calcionapoli24.it/rassegna_stampa/il-mattino-giuntoli-vuole-blindare-kvaratskhelia-ha-parlato-con-i-suoi-n538930.html
ქ. გ.
14 ნოემბერი 2022 14:03
2
ამხანაგური მატჩია!!! ძალიან კარგი, ხვიჩა თუ დაისვენებს... სხვებს გამოვცდით. არ არის აუცილებელი მოგებაზე რისკის გაწევა.
tngh
14 ნოემბერი 2022 15:46
1

სიახლეები პოპულარული