ტრავმის გამო ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება - მორიგი შანსი ალთუნაშვილს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო "ნაპოლის" ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის "დინამოს" წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეურთდა.

დღეს საქართველოს ნაკრები ილია კოკაიას სახელობის სპორტულ ცენტრში პირველ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში 17 ნოემბერს, თბილისის
დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
მეორე მხრივ, სხვა ფეხბურთელებს ეძლევა შანსი ამახანაგურში და ეს ძალიანაც კარგია.
irakli
14 ნოემბერი 2022 13:48
4
ხვიჩას მაგივრად მამუჩაშვილი ათამაშეთ,ქართველი კრიშტიანო რონალდო.კარში ალავიძე დააყენეთ-მიმიქარია ნოიერი.დაცვაში კობახიძე-მიმიქარია ვან დაიკი.მაყურებლებად ბათუმელები წაიყვანეთ-თუ წავაგებთ მაროკოს ფეხბურთელებს გადაუხტებიან და ეჩხუბებიან რატო მოგვიგეთო.არჩილ ბერიძე არ დაგავიწყდეთ მსაჯსაც ეჩხუბოს თუ წავაგეთ
ბაბუაწვერა
14 ნოემბერი 2022 17:15
3
უფრთხილდება უკვე ფეხებს? აღარ უღირს ნაკრებში თამაში?
123
14 ნოემბერი 2022 18:06
23
რა სამარცხვინო კომენტარია, როდის არ ითამაშა ნაკრებში ბოლომდე მონდომებით? თქვენნაირი ვითომ გულშეატკივარი მართლა არ იმსახურებს მისნაირ სპორტსმენებს.
!!
14 ნოემბერი 2022 23:19
0
როგორ ამოგდით ასეთი ბოღმა პირიდან არ მესმის. ოდესმე კაცმა მცორედი საფუძველი მაინც მოგცა მსგავსი გეფიქრა? თუ გევასება სიბოროტის ლაპარაკი
რა ბოღმა ხარ
14 ნოემბერი 2022 22:25
0

სიახლეები პოპულარული