სანიოლი: უჩვეულო სიტუაციაში ვართ - ახალ ფეხბურთელებს გუნდში სიახლე შემოაქვთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ არენაზე გამართა.

შარჯას სტადიონზე ჩვენმა გუნდმა 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმით შეუერთდა. ფეხბურთელი ამ მიზეზით მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს.

შარჯაში ვარჯიშის დასრულების შემდეგ მაროკოს ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით ვილი სანიოლმა ისაუბრა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ამხანაგურ მატჩს როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელებით ხვდები, ეს შესაძლებლობას გაძლევს, ახალი მოთამაშეები გამოსცადო. ამჯერად ჩვენთან იმყოფებიან გოჩოლეიშვილი და საზონოვი. ახალი ფეხბურთელების
დამატება ყოველთვის კარგია, რადგან მათ სიახლე შემოაქვთ გუნდში.

ეროვნული ნაკრების თითოეული თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის, ამხანაგური შეხვედრები. ჩემი გუნდისგან იმავე შემართებას და დისციპლინას ველი, როგორც ეს გასულ შეხვედრებში იყო. სასიამოვნო იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე წლის კარგად დასრულება.

შესაძლოა, ცოტა უჩვეულო სიტუაციაში ვართ, რადგან თამაში ნეიტრალურ მოედანზეა და სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ. ვეცდებით, რომ კარგი განწყობით გავიდეთ მოედანზე, გავახაროთ გულშემატკივრები და მოვემზადოთ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის".

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ნაყოფიერი წელი გვქონდა, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიეთ, გულშემატკივარი კმაყოფილია. მიხარია, რომ ასეთი გარემო არის ქვეყანაში და ასეთი შედეგები გვაქვს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი პროგრესირებს, რაც ძალიან მისასალმებელია.

საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გველის, რომელშიც ბევრ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. გვსურს, წელი გამარჯვებით დავასრულოთ, თუმცა რთული თამაში იქნება. განსხვავებული კლიმატია, ბევრი ახალწვეული გვყავს და უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ, რომ წელი კარგად დავასრულოთ".

გიორგი გოჩოლეიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი შეკრებაა, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა თანაგუნდელები მეხმარებიან და მადლობა მათ. ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად მიდის. ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ".

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის წლის ბოლო მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 20 /
თქვე დორბლიანებოო. რას გვაწვალებთ შეეშვით თამაშს ზოგადად!
ბაქარ
22:49 17-11-2022
0
გეგონება გულშემატკივარი კი არა ჩასაფრებული ადამიანები აკეთებენ კომენტარებს. რას ქვია ამის იმის გარეშე გუნდი არაა, ჯერ ეს ერთი ეს რა არგუმენტია, კვარაც და ჩაკვეც ქართველები არიან და არიან ნაკრებში, მეორეც ასეთი წინასწარ დამარცხებული და არ დავწერ რროგრი განწყობა რა უბედურებაა, და მესამეც ასე ერთად უვარჯიშებელ-შეუთამაშებელი და ექსპერიმენტული შემადგენლობით შეიძლება მართლაც წავაგოთ გუნდთან, რომელიც მსოფლიოსთვის ემზადება, მაგრამ ეს ტრაგედია და საქილიკო ჩემის აზრით ნამდვილად არ არის!
წარმატებები ბიჭებს და საქართველოს ნაკრებს!
Irakli
13:13 17-11-2022
1

სიახლეები პოპულარული