საშინელი პირველი ტაიმი - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან მარცხდება

AutoSharing Option
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მაროკოსთან 0:2 მარცხდება.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას
და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30)

მაროკო: ბუნუ, საისი, აგერდი, ჰაკიმი, ატიატ-ალა, ზიეში, ამალა, ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი, კიტეიშვილი, ვოლკოვი

მკითხველის კომენტარები / 51 /
ასეთი მუხლებაკანკალებული ნაკრები დიდი ხანია არ მინახია
ალეკსანდრე
21:00 17-11-2022
0
ისეთი განცდაა რომ ერთად არ უვარჯიშიათ ერთხელაც კი. არც ერთი დამუშავებული კომბინაცია- ყველა თავისთვის თამაშობს. დაცვით ფაზაში არასწორადაა გუნდი განლაგებული.გუნდური მოძრაობა ნულივანი, უკან პასი, მერე ისევ უკან პასი, მერე ისევ იგივე...
ფიფლ
21:12 17-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული