0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
ყოჩაღ, ბიჭებო! დღეს ყველანი ღირსნი ხართ ხისთავიანთან გადაიღოთ ერთად სურათი!
ყველაფერი წააგეს: რაგბი, კალათბურთი, წყალბურთი, ფეხბურთი. მაგრამ, რაც მთავარია, ეკონომიკა ხომ დუღს და ყვავის. უნგრეთი ნაყიდი გვყავს და ყველაფრის გაპრავება გარანტირებული გვაქვს. მალე ჩრდ. კორეასაც გვიყიდის ის კაცი და სამოთხეში შევალთ გრიალ-გრიალით. კვარა ამ იდიოტებს ვერ უშველის.
ელიასი
17 ნოემბერი 2022 22:16
28
Mekaris garda arceti araferchi varga namdvili fermaa
Glgo
17 ნოემბერი 2022 22:16
4
გამოჩნდა რომ საშუალო დონემდეც არ ვართ...
შეიძლება ითქვას ნახევარი ძალით გვეთამაშნენ და ისე მოგვიგეს
ბაბუ
17 ნოემბერი 2022 22:16
2
საიდან მოიტანე რო საშუალოსთან ოდნავადაც მიახლოებული გუნდი გვყავს? კვარა მამარდა და ჩაკვე. მორჩა აქ პროფესიონალი ფეხბურთელების ჩამოთვლა. დანარჩენები ყველანი კვეკვესკირები არიან
გიო
17 ნოემბერი 2022 22:28
2
არაუშავს,ქვილითაიას დავაბრალოთ,
ვაკრიტიკოთ ვაკრიტიკოთ...
ბაჩი
17 ნოემბერი 2022 22:15
4
თამაშამდე ვწერდი, ეხლა პოვნა მეზარება, და კამათობდნენ ვიღაცეები, ვიცოდი რომ მაგრად წავაგებდით, ამას კიდევ არაუშავს. ვწერდი, რომ ვიღაცეები არ ელოდნენ მარცხს და ნუთუ წინასწარ ძნელი დასანახია, რომ ცენტრს წავაგებდით დღეს? მეორე ტაიმში სანიოლმა სწორი მითითებები მისცა, რაც ჰყავდა ეხბურთელები, ყველას ცენტრში მჭიდროდ თამაში დაავალა, რადგან ამ რბილად რომ ვთქვათ რაღაც საშინელი კომენტატორებისგან განსხვავებით ხედავდა რომ ცენტრს მაგრად უგებდნენ. ამან გაამართლა, რადგან დათმო მაროკომ, არ უნდოდათ ფეხების ლეწვა ჩემპიონატამდე. კვარას 70% აკლდება გუნდს (არამარტო აქ, ნაპოლიშიც , უბრალოდ იქ ინერციიაა მაგარი აღებული და ასე ვერ ხვდებიან ჯერ) და ჩაკვეს, ბუდუს და ლორიას გარეშე კიდევ 20%. ასევე გაიგეთ რომ მამარდაშვილი ძალიან ნიჭიერია, მარა პატარაა ჯერ, ლორია ამიტომ მირჩევნია 100ჯერ. ამაშიც სანიოლს რესპექტ. მამარდას დრო ცხადია მოვა, მარა ჯერ ნაკრების ნომერ 1 მეკარე ლორიაა. სანიოლს ყოჩაღ! საერთო ჯამში, მისი ბრალი არაფერი არაა, ხედავს რომ აკლია შემსრულებლები და ყველას ერთდროულად ხომ არ გამოცვლის, საყრდენებზე ვერ გარისკა ახლების შემოყვანა, არადა დიდი ხანია აბურჯანია და კვეკვესკირი გასაშვებია ნაკრებიდან, ბოდიში ბიჭებო, უბრალოდ არ გამოდის სხვანაირად , გუნდი ნელდება ძალიან. კვეკვესკირი იდგა საერთოდ და რეებს აკეთებდა, იმენნო მოკლა თამაში, სულ უკან და უკან, თან დგომიდან პასებს არიგებდა. ვოლკოვი, ლოჩოშვილი, ბერიძე კატასტროფულ თამაში, ქვილითაია საერთოდ რატომ დააბრუნეს გაუგებარია. მომეწონა გოჩოლეიშვილი და საზონოვი. მადლობა ყველას, ვისაც გაახსენდა ჩემი წინასწარ ნაწერი და ზუსტად ნახა რომ ახდა 1-1 ში რაც დავწერე. დისლაიქებს ვინც მიწერდა კიდევ ვურჩევ ვაი პატრიოტობას სანიოლს მიეხმარონ იმით, რომ უბრალოდ ქებას და "დავანგრევთ მაროკოს" ძახილს საღად შეხედონ რეალურ პრობლემას ნაკრებში, რადგან არსობრივად კარგ თამაშს თამაშობს ნაკრები, როცა კვარა და ლორიაა გუნდში. ის უკან სიწყნარეს აძლევს დაცვას და ეს კიდევ მთელ გუნდს მოტივაციას, გოლების გარდა. სანიოლმა ახალი ფეხბურთელები უნდა ცადოს საქმეში ისე, რომ მერე არ ეშინოდეს კრიტიკის. ჩემგან სრული ნდობა ამ კაცს, ესმის საგანი. წარმატებები ნაკრებს და ჩაკვეს ველოდებით :)
კაპიტან გარდენბურგი
17 ნოემბერი 2022 22:14
4
მე-2 გოლში მამარდას ბრალი ირიბად არის, მაგრამ პროვოცირებული ჩვენი დაცვის სათამაშო სტილიდან გამომდინარე. ბურთის შენარჩუნების მიზნით დაცვა გარდიგარდმო ათამაშებდა ბურთს და ამ დროს ყველა მეკარე ამოდის მაღლა რომ ბურთის შეხების წერტილი შექმნას, აქ კაშიას უხეში შეცდომაა ისიც პროვოცირებული, დანარჩენების უნიათო თამაშის ფონზე მოინდომა როგორმე წინ პასი გაეკეთებინა, მხოლოდ კაშია ცდილობს და ხანდახან გამოსდის კიდეც ჩვენს ნაკრებში მაგ ფუნქციის შესრულება, მასეთი ჩავარდნების გამოც ვერ ითამაშა გურამმა ნორმალურ გუნდებში, თორემ ჩვენთვის შეუცვლელია ასაკის მიუხედავად. შუა კი ყველაზე სუსტია ნაკრებში და გასაკრეფია, მაგრამ ვინ მოიყვანოს ვილიმ? კიტე ნოლი იყო ამ თამაშში, არ გვყავს ხვიჩას, მამარდას და ჩაკვეს დონესთან მიახლოებულებიც კი არც ფიზიკურად და არც ინტელექტუალურად .
გუსანი
18 ნოემბერი 2022 12:06
0
გაუმარჯოს სიმართლეს ოღონდ ბოლომდის ნათქვამს …ეს თუ რა არის შესაცვლელი დავიწყოთ მწვრთნელით ადრეც მითქვამს და გიბრალტარმა დამარწმუნა რომ დიდი არაფერი მწვრთნელია ეგ ( მითუმეტეს ხვიჩას გარეშე) ეგ თქვენი ვილიკო …ტიპი გიბრალტარს 9 დაცვითი ფეხბურთელით ეთამაშა ხვიჩას გარეშე მგონი ერთი თამაშიც კი ვერ მოუგია…ასე რომ შესაცვლელია90 %-ით 10% შიდა კლიმატი არის კარგიო …ოკ ვაცადოთ ყველა ვარიანტში ჯგუფში მაროკოზე უარესი გველის იქ მარტო კვარა ვერ გვიშველის მერე მაგ ვილიკას თუ ვაცლით ( ადრე “ ერთა” ფინალი მაინც ვითამაშეთ) ახლა პირდაპირ ნახევარფინალს წავაგებთ ამის მერე უკვე ერთა ლიგის 2 ლიგა იმას ვინ მოგვაგებინებს …აი იქედან რომ გავარდებით ისევ მესამეში აი იქ ეგებ გვექნეს შანსი მაგრამ ამ პერიოდებს დასჭირდება 6-8 წელი ჩაკვე და ხვიჩა უკვე დაღვინებული 30 წელს გადაცილებული მამარდაც უკვე კარგი გამოცდილი მეკარე იქნება !!! აი დაცვა კი კაშიამ მაგრად გვიშველა მაგრამ რისი პერსპექტივებზე და მიზნებზეა მაშინ საუბარი …ეგ კი არა უკვე დროა საბამ გამოზარდოს პარტნიორიც და თავისი შემცვლელიც …ფლანგის მცველები თუ გვყავს მათ არ ვიყენებთ სამაგიეროდ შემტევებს ვათამაშებთ დაცვაში რა უნდა ხალხოოო წიტას დაცვაშიიი….???საყრდენები ჯაბას ( კაცმა მიხვდა და წავიდაა)წასვლის შემდეგ მთლად კატატროფა გახდა( არავის არ ვერჩი მაგრამ) მე არც აბურჯის და არც კვეკვეს ნორმალური თამაში არ მახსოვს მაგიტომაც ზიან კლუბებში სკამზე 3 მაგარი თან ქართველი საყრდენი არის მეზობელ ქვეყანაში მაგრამ აქ ფედერაცია ვერ ვარგობს ….წინა ხაზი კარგი კი არა მაგარია ოღოოონდ თუ ხვიჩა და ჩაკვე იქნებიან( 100 წელი ჯანი) ფორმაში და მათ სხვებსაც დააყენებენ სწორ ადგილებზე…ბოლოს კი მეკარე გვესმის ნიჭიერია გვესმის 30 მილიონი ღირს მაგრამ ჯერ ნიჭიერია და თან იღბალაც მაგრამ როგორც მეკარე ლორია სჯობდა როდესაც ლორია იყო ახალგაზრდა ( უბრალოდ ამას არ გაუმართლა ჩელსის მაგივრად რუსეთში მოუწია თამაში)და ახლა მითუმეტეს სანამ თამაშობს ეგ კაცი შეეშვით ვაა…!!!
სიმართლეა
17 ნოემბერი 2022 22:58
5
ყველა გამოხმაურება
რა მოგვცა ამ ამხანაგურმა, ვინ იცის?
ამას მოხერხება ხომ უნდა, რომ (მწვრთნელმა თქვა) სრული შემადგენლობით არ გვივარჯიშიაო.
მე შემრცხვა, ამის ყურებისას. რავი აბა, ...
რამდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ ეეჰ...
ქომაგი
17 ნოემბერი 2022 22:12
2
ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს კვარა მამარდა და ჩაკვე ესენი თუ გაათრევენ თოკმობმულებს დანარჩენ ამ საწყლებს თორემ სხვა საშველი არ არის
ასე უსასოო და პირდაღებულები როგორ არიან?
თენგო
17 ნოემბერი 2022 22:12
7
ყველა იმეორებს ჩვენი "ბრწყინვალე" კომენტატორების წამოსროლილ სიტყვებს, მეკარე ძალიან წინ იყო გამოსულიო.გადახვიეთ და ნახავთ, რომ მამარდა პენალტის ნიშნულთან იყო ამოსული და სად ნახეთ, რომ გუნდი შეტევაზეა, ბურთი ცენტრშია ატანილი და მეკარე ხაზზე იდგეს? მოსდა ის რომ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა ჩვენმს მოთამაშემ და ეს მომენტი ბრწყინვალედ გამოიყენა ან გამოუვიდა მაროკოელს. ასეთი ბევრი დარტყმები მახსოვს, რომლებიც კარს სცილდება და მეკარე ვერ ასწრებს დაბრუნებას. როცა გუნდი შეტევაზეა მეკარე უნდა ადიოდეს წინ, რომ როგორც მინდვრის მოტამაშემ დაეხმაროს დაცვას ბურთის უკან გადაცემის შემთხვევაში. ეს იყო რაღაც ზედმეტად გამართლება მაროკოეკისთვის, მან საჩუქარი კარგად გამოიყენა.
გიზოგ
18 ნოემბერი 2022 12:03
0
რა არის იცი მეგობრებო? თამაშის მერე რეაგირება მაგარია, მარა იქამდე, ან იმის დროს აქვს ფასი. მამარდა რომ არ ყოფილიყო ნახავდიო და მეორე გოლი რომ არ გასულიყო ასეთი სულელური, ნაკრები ჯერ თამაშში იქნებოდა. ძალიან უხეში შეცდომაა მეკარის, როცა იმ სიშორეზე ხარ გასული, რომ არათუ ვერ ჩაასწრებ, დაჟე ფორით ვერ ჩაასწრებდა კარამდე. ლორიას სიწყნარე მოაქვს უკან, აი ეს არ გესმით რა თქვენ. თქვენ ითვლით კარში აღებულ ბურთებს და მამარდა კი მაგარია ხაზზე ძალიან (ტფუ ტფუ ტფუ, წარმატებები ამ უნიჭიერეს ბიჭს, მაგრამ) დარტყმამდე არ უნდა მივიდეს საქმე და როცა მცველების უკან მეკარე ვერ ალაგებს ჯერ წყნარად დაცვას და სიტუაციას, იმიტომაც მიდის ხშირად დარტყმები კარში. ასე იყო ისიც, ესპანეთში რომ გამოდიოდა, ვწერდი სულ და იქაც დისლაიქებს მიწერდნენ, არადა რამდენი დადგებოდა იმდენი გოლი გადიოდა, ხან აქ და ხან ესპანეთ- პორტუგალიაში. ჩვენი ნაკრების აღზევებაც და წარმატებას ემთხვევა კაში ლორიას დგომას და ამის დაუნახაობა მაკვირვებს უბრალოდ
კაპიტან გარდენბურგი
17 ნოემბერი 2022 22:38
9
ყველა გამოხმაურება
ვილის ყოჩაღ :(((( აფსაიტების კეთება უსწავლებია :( დანარჩენი დამხმარე ვაიტრენერებიც მალადეც
აფსაიტი
17 ნოემბერი 2022 22:12
6
Ferma mkvdari sulebit savse mase gaagrdzelet da nagdat gafrindebit
Glgo
17 ნოემბერი 2022 22:12
2
გასაკვირი არაფერი იყო
ACHI
17 ნოემბერი 2022 22:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული