0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
ბურთი მაროკოს ქონდა სამი ბურთი გავუშვით სიზმარი ნახა მეზობელმა
giorgi
17 ნოემბერი 2022 22:06
1
არანაირი ტრაგედია არაა.
გასაგებია სულ მოგება გვინდა, მაგრამ მაროკო წინა მსოფლიოზე ძალიან კარგი გუნდი იყო (ესპანეთი, პორტუგალია ჰყავდა ჯგუფში) და ახლაც თანამედროვე, გამართულ ფეხბურთს თამაშობენ.
ჩვენი გუნდი კი ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია.
რამდენიმე ახალწვეული გაისინჯა, ლიდერები, შეტევაში შემოქმედებითი ფეხბურთელები გვაკლდა. ამასთან მაროკოს სულ სხვა მოტივაცია ჰქონდა და ჩვენ სულ სხვა
ნუ ვიქნებით არარეალისტები. სილ
დავითი
18 ნოემბერი 2022 01:40
11
აქლემების და ჯორცხენების ვარიანტი გლიჯავს)))
დონე მანქანებიდან ჩამოვსვათ და აქლემებზე გადავსვათ ცოტა ხნით,ნუუ სანამ თამაშს ისწავლიან.მგონი სამწვრთნელო შტაბს+ ფეხბურთელებს+ ფედერაციის მაღალჩინოსნებს ეგ რაოდენობა ეყოს უნდა
ნიკიფორე გურული
18 ნოემბერი 2022 00:01
2
მაროკო მშვენიერი გუნდია. ნუ.. 3 წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და შედეგიც სახეზეა..
ilar10N YouTube
17 ნოემბერი 2022 23:04
9
Aseti zozinit tamashi ar gamova,nakrebshi is bichebi unda sheirches vinc swrafi tamashi icis,magalitad beridze gamovida da cdilobda erbina da etamasha ra gamouvida eg ukve sxva temaa,sakrden zonashi sheadaret chvenebis da lobotka-angisas dueti,rogorc ca da dedamiwa araa?ginda modzraobashi ginda pasis sizusteshi da sul win miiweven,ukan pasi kidev ravi asjer maqvs dawerili am temaze,unda kategoriulad akrdzalos mwvtnelma es mankiereba...
Givi
17 ნოემბერი 2022 22:47
0
ყველა კომენტარი ერთიდაიგივე შინაარსის არის, და არცერთია უსაფუძვლო!!! კვირკველია ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს, სათამაშო კლასი არ აქ, ვერ განვითარდა, ხოჭოლავა არ ყოფილა მაგრამ მაგასაც უამრავი სუნი აქ ნაკრებში ყოველშემთხვევისთვის, კაშია შეცდა და რა ვქნათ , მაგის შეცდომის გამო მამარდამ სირცხვილი ჭამა და მაგისთვისაც იქნება გაკვეთილი! (უბრალოდ ძაან ბევრი გაკვეთილები დაგვიგროვდა)! აი კვეკვესკირი რომ პირლო არაა ვინმემ უთხრას და აბურჯანია არ ვიცი საერთოდ რატო თამაშობს, ვოლკოვმა გოლები თუ არ გაიტანა გუნდში, ნაკრებში რატო უნდა მოხვდეს, ქვილითაია ნუ კაცს მიეკარები და ძირს ეგება, მერე სანამ დგება, თან ჯარიმაც არ იდება , ლობჟანიძე და კიტეიშვილი ვერ გავიგე, თურქეთის ჩემპიონატი ისევე როგორც ავსტრიის ევროპის მასშტაბით ძალიან დაბალი დონეა და მაგათი გუნდებიც ძალიან დაბალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ და ნაკრები კიდე სულ სხვა დონეა და ამ დონეზე მაგათი ფეხბურთი ჯერ ვერ ვნახე , თავი ვერ მომაწონეს ნაკრებში მიუხედავად იმისა რო ძალიან ვგულშევმატკივრობ ორივეს! წიტაიშვილი როგორც ყოველთვის სანამ გაიყვანდნენ აქტიური იყო, დავითაშვილმა უნდა მოუმატოს,,თითქოს სათადარიგოს სტილის ფეხბურთელია ბოლო 20-15 წუთი რო უნდა ათამაშო, ნუ მოკლედ დანარჩენებზე დიდ ვერაფერს ვერ ვიტყვი ,/ ზოგს დებიუტს მივულოცავ მაქსიმუმ!! კვარაცხელიას გარეშე აბსოლიტურად სულ სხვა გუნდია!!!
Vasili
18 ნოემბერი 2022 12:25
0
ეეჰ ვასილი,ვასილი!შენ,ხვიჩა კვარაცხელიამ მგონი დაგავიწყა,სად ვიყავით ერთი წლის წინ და ახლაც კი,11 მატჩიანი წარმატებული სერიის შემდეგ,ასეულიდან,ძლივს 80 საუკეთესოს შორის ავედით,რეიტინგში.ვისაც შენ ადარებ,მათი ტოლი რომ შეგვეძლოს,მსოფლიოს ჩემპიონატზე ,ჩვენ ვიქნებოდით გასულები.
სოსო
18 ნოემბერი 2022 16:26
0
რო დავწერე 0-3 მორჩება მეთქი კომენტარი დამიბლოკეს, ალბათ ბიჭები დუხზე არ დავარდნენო..0-7 უფრო სწორი ანგარიში იქნებოდა ამ თამაშიდან გამომდინარე,სან მარინოს მერე ჩვენ ვართ!!!
წაიკითხე ხმამაღლა
18 ნოემბერი 2022 08:03
2
ეგრე გინდათ! ქვილითაია დაივიწყეთ და ეგეე!
კ ო მ ბ ლ ე
18 ნოემბერი 2022 01:58
4
Komentatorma 1el taimshi tamashit vajobeto bichoo ra shors vart,zurikos magari moklebuli aq da kvekve sashineli iyo ubralod,mamardam bevrjer gvishvela(2e goli upro kashos sindiszea)momavalshi yvekaperi gamoswordeba mjera warmatebebi bichebs!!!
L.J .
17 ნოემბერი 2022 22:55
2
მამარდაშვილი საერთოდ ცალკე უბედურებაა,ამას მოხერხება ხომ უნდა კარიდან კარში გაგიტანონ..არა რა აშკარად პროგრესი ექნება ვალენსიიდან ხონში გადასვლით..
სანდერ კეიჯ
17 ნოემბერი 2022 22:29
43

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული