0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
ცოტაოდენ შორიდან ხომ არ მოვუაროთ საკითხს?
ეგრეთწოდებულ ეროვნულ ჩემპიონატს რომ გადავავლოთ თვალი და "დილა"-"დინამო" 2:3 მაიმუნობა, ან "საბურთალო 2"-ის ფინალისტობა, ან ქუთაისი "ტორპედოს"-თვის უკვე ფაქტიურად მიცემული თასი და ამით ევროტურნირზე მონაწილეობა (ისიც მხოლოდ იმისთვის რომ უეფასგან პრემიალური მიიღონ გარანტირებულად და მეორე წრეს ვერც უწიონ), ჩემპიონატის ბოლო ტურებში ლიდერების მიერ სინქრონში ქულების დაკარგვა, დაბალ ლიგებში მსაჯების სრული განუკითხაობა, ასაკობრივ ნაკრებებში გამეფებული ნეპოტიზმი და არაპროფესიონალიზმი, ფეხბურთის ფედერაციაში კობიაშვილი, მუჯირი, იაშვილი (არ გაიშვა მაგათი მენეჯერობა), ეროვნულში მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები ხიზანშვილი და დვალიშვილი (არ გაიშვა მაგათი მწვრთნელობა).
ეხლა ამიხსენით, რა ჯადოსნობის (კვარა, ჩაკვე) ხარჯზე უნდა მიაღწიოს ქართულმა ფეხბურთმა წარმატებას? სისტემურად რამეს ვაკეთებთ სწორად, ან ვინმეს თუ აინტერესებს საქმის სწორად კეთება? არა, აქ მხოლოდ ფულის კეთება და თანამდებობაზე ყოფნაა მიზანი. ქართული საფეხბურთო სამყარო მექსიკურ/კოლუმბიური ნარკოკარტელივით ჩაკეტილი მოჯადოებული წრეა და ამ წრის გარღვევა უახლოეს მომავალში შეუძლებელი ჩანს სამწუხაროდ.
ირაკლი
18 ნოემბერი 2022 18:06
1
ბურთის პირველად ნახეს და მოედანიც
simartle
18 ნოემბერი 2022 18:05
2
ვინც ეს გოჩოლეიშვილი აწი პირველ გუნდში გამოიძახოს, ის იყოს პუტინის ფეხსაცმლის მწმენდავი! ტიპს პირველ ტაიმში მუხლები უკანკალებდა და ბურთის მოშორებაზე იყო. პირველი გოლის დროს რომ მოიგერია სასწაულად მამარდამ, მაგას ჩაეძინა და ელ ნესირის მეორედ დარტყმის საშუალება მისცა. თანაც, პირველ ტაიმში სულ მაქედან გვიტევდნენ რადგან შეატყვეს რომ სუსტი იყო. მეორე ტაიმში ვითომ გაუქრა შიში, მაგრამ რად გინდა - შეტევას ვერ აგრძელებდა, უფრო მეტიც, აფერხებდა და შლიდა რადგან პასების უმეტესობას უკან ან განივად აკეთებდა. მოკლედ, ვიფიქრე რომ უჩა ლობჟანიძე დაბრუნდა ნაკრებში-მეთქი
ტყეშელაანთ გიჟი
18 ნოემბერი 2022 17:24
1
ra kvelas enaze akeria maroko 22 gundia, da ra unda gvekna, vinaa maroko espanetistvis shvedetistvis shotlandia xorvatiistvis gvak mogebuli roca gundi satamasho gamodis, gushin chveni nakrebi pegburtis satamashod ar iko gamosuli, shishit umotivaciot zalit tamashobden, naxevardacva tyar sheicvala verc martshi da verc verasdros verapels mivagcevt.naxevardacvas mixede viliiiiii
BARSA
18 ნოემბერი 2022 16:13
0
ერთადერთი პლუსი ამ თამაშს ჰქონდა ის, რომ ალთუნაშვილი წარმოგვიდგა როგორც შემდგარი ფეხბურთელი, ძალიან მომეწონა მისი თამაში. მეორე ის, რომ საბოლოოდ დავინახეთ, რომ კვირკველია არაა სანაკრებო ფეხბურთელი. მამარდას რაც შეეხება, ცენტრიდან გოლი კიდევ კარგი ამხანაგურში გაუშვა და არა ლა ლიგაში, თორემ მისი კარიერა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. იმედია, აწი ეგეთ შეცდომას აღარ დაუშვებს ეს ოქროს ბიჭი.
ბმბ
18 ნოემბერი 2022 13:12
1
ისე ჩანდა,რომ დინოზავრები ცდილობდნენ,ღობემძვრალების დაჭერას.ასეთ გუნდებთან,ერთი ცენტრალური მცველი მაინც აუცილებლად ძალიან მოქნილი და სწრაფი უნდა იყოს.კაკაბაძე რომ გვყოლოდა,მესამე ცენტრად,შესაძლოა ცოტა ის დაგვხმარებოდა,მაგრამ ასეთი პრობლემა მუდამ გვაქვს ხოლმე.მაროკო თითქმის საუკეთესო ფორმაშია,მსოფლიოს რეიტინგში 22 ნომერი და ცხადი იყო,რომ შემქმნელების არ ყოფნაში,ისედაც ამ მატჩის აუტსაიდერი ჩვენი ნაკრები,მათთან სათამაშო უპირატესობას ვერ მოიპოვებდა,მათი სწრაფი და ძალიან ტექნიკური შემტევების შეჩერებაც რომ ჩვენს ნელ დაცვას ძალიან გაუჭირდებოდა,ესეც ცხადზე უცხადესი იყო,მაგრამ მაინც არ მესმის,ზოგიერთი გულშემატკივრის,წინასწარ რომ აუგეს წესი და დამარხეს ჩვენი ნაკრები.მატჩის რეპორტაჟისას,მთელი თამაში,კომენტატორებმა,მამარდაშვილისათვის მეორე გოლის გაარაფრებას შეალიეს,რომ ასეთი შეცდომა უნდა სწრაფად დაივიწყოს,მაგრამ რა შუაში იყო მამარდაშვილი,როცა შეცდომა გურამ კაშიამ დაუშვა,ვერ გავიგე.თავის გუნდშიც და ნაკრებშიც,გიორგი,უკანა,თავისუფალი მცველის ფუნქციასაც ასრულებს(ამაზე გაძლიერებით ავარჯიშებდა,ბორდალასი) და როცა ნაკრები მაღლა ადის,ისიც წინ გამოდის,რომ ბურთის გათამაშებაში დაეხმაროს,მცველებს.გურამსაც რა სურდა იმ პასით,ვერ გავიგე.უბრალოდ დასაკარგად განწირული პასი იყო,თუმცა ეს ამხანაგური მატჩი იყო და ასეთ დროს,შესაძლოა გარისკო კიდეც.მან მართლაც უნდა დაივიწყოს ეს შეცდომა და აღარც სხვა დროს გაიმეოროს,სადმე.ამ მატჩმა ჩვენი სისუსტეები კარგად გამოაჩინა და თუ წაგებაა,ისევ ამხანაგურ მატჩში სჯობია წააგო.ეს წაუგებელი სერია,ცოტათი ფსიქოლოგიურ წნეხადაც შეიძლებოდა გვქცეოდა.ასეთი მაგალითებიც გვახსოვს.
სოსო
18 ნოემბერი 2022 12:42
0
ყველა კომენტარი ერთიდაიგივე შინაარსის არის, და არცერთია უსაფუძვლო!!! კვირკველია ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს, სათამაშო კლასი არ აქ, ვერ განვითარდა, ხოჭოლავა არ ყოფილა მაგრამ მაგასაც უამრავი სუნი აქ ნაკრებში ყოველშემთხვევისთვის, კაშია შეცდა და რა ვქნათ , მაგის შეცდომის გამო მამარდამ სირცხვილი ჭამა და მაგისთვისაც იქნება გაკვეთილი! (უბრალოდ ძაან ბევრი გაკვეთილები დაგვიგროვდა)! აი კვეკვესკირი რომ პირლო არაა ვინმემ უთხრას და აბურჯანია არ ვიცი საერთოდ რატო თამაშობს, ვოლკოვმა გოლები თუ არ გაიტანა გუნდში, ნაკრებში რატო უნდა მოხვდეს, ქვილითაია ნუ კაცს მიეკარები და ძირს ეგება, მერე სანამ დგება, თან ჯარიმაც არ იდება , ლობჟანიძე და კიტეიშვილი ვერ გავიგე, თურქეთის ჩემპიონატი ისევე როგორც ავსტრიის ევროპის მასშტაბით ძალიან დაბალი დონეა და მაგათი გუნდებიც ძალიან დაბალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ და ნაკრები კიდე სულ სხვა დონეა და ამ დონეზე მაგათი ფეხბურთი ჯერ ვერ ვნახე , თავი ვერ მომაწონეს ნაკრებში მიუხედავად იმისა რო ძალიან ვგულშევმატკივრობ ორივეს! წიტაიშვილი როგორც ყოველთვის სანამ გაიყვანდნენ აქტიური იყო, დავითაშვილმა უნდა მოუმატოს,,თითქოს სათადარიგოს სტილის ფეხბურთელია ბოლო 20-15 წუთი რო უნდა ათამაშო, ნუ მოკლედ დანარჩენებზე დიდ ვერაფერს ვერ ვიტყვი ,/ ზოგს დებიუტს მივულოცავ მაქსიმუმ!! კვარაცხელიას გარეშე აბსოლიტურად სულ სხვა გუნდია!!!
Vasili
18 ნოემბერი 2022 12:25
0
ეეჰ ვასილი,ვასილი!შენ,ხვიჩა კვარაცხელიამ მგონი დაგავიწყა,სად ვიყავით ერთი წლის წინ და ახლაც კი,11 მატჩიანი წარმატებული სერიის შემდეგ,ასეულიდან,ძლივს 80 საუკეთესოს შორის ავედით,რეიტინგში.ვისაც შენ ადარებ,მათი ტოლი რომ შეგვეძლოს,მსოფლიოს ჩემპიონატზე ,ჩვენ ვიქნებოდით გასულები.
სოსო
18 ნოემბერი 2022 16:26
0
სანიოლმა ისეთი მიზეზი მოიყვანა, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელიც რომ იყოს, მეორე დღესვე აახვევინებდნენ. რას ქვია მოტივაცია და მომზადებული არ არიან. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მთავარი მოტივაცია მოედანზე ნაკრების მაისურით გასვლაა, არა აქვს მნიშვნელობა თამაში ზამთარშია თუ ზაფხულში, წვიმაა თუ დარია, ამხანაგურია თუ შესარჩევი. მოედანზე სანამ გავა, მანამდე უნდა იყოს მზად, თუ მზად არ არის და ნაკრების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, ნურც მოიწვევთ და ნურც შემადგენლობაში ჩასვამთ.
მიზეზი სხვა რამეა. ხვიჩას გარეშე ნაკრები იგივეა, რაც ვაისის ფორმაციის ნაკრები ჩაკვეს გარეშე. ამ ორი კაცის გარეშე მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი. როგორც აღმოჩნდა, ვილი არ არის ის მწვრთნელი, რომელიც საქართველოსთანა ნაკრებს წარმატებულ თამაშს ასწავლის. ჩვენი გუნდი გასული საუკუნის ჩამორჩენილ ფეხბურთს თამაშობს, არავითარი ორგანიზებულობა, ნელი, უნიათო მოძრაობები. ფეხბურთელებმა თითქოს არ იციაბ მოედანზე რა გააკეთონ და არის უაზრო პასები უკან და გვერდებზე, ბევრი კარგვები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენს ნაკრებს სპალეტის ნაირი მწვრთნელი ჭირდება, რომელიც ფეხბურთელებს გუნდურ მოქმედებებს, პოზიციების შერჩევას და კონტროლს ასწავლის, ტაქტიკურ აზროვნებას ასწავლის, მოედანზე (სად და როდის) გადაადგილებას და მოძრაობას ასწავლის, დროულ პასს ასწავლის. ამის გარეშე ჩვენი ნაკრები მაროკოსთანაც ისე უსუსურად გამოიყურება, თითქოს მსოფლიო გრანდს ვეთამაშებოდეთ.
იქნებ გავაგზავნოთ ნაპოლიში სტაჟირებაზე 1-2 პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელი, რომლებიც სპალეტის მეთოდებს გაეცნობიან და საქართველოში დანერგავდნენ. ამაში ხვიჩა მოგვეხმარება.
თენგაბი
18 ნოემბერი 2022 12:15
1
შუა დაცვა რომ ასაკთან ან წონასთან გამო ნულის ტოლია ფაქტია, მაგრამ ლოჩოშვილი თუ გამიხილება სამომავლოდ, კარგად ყოფილა საქმე, მადლობა ღმერთს მშვენიერი სარაგბო ნაჯრ3ბი გვყავს და იქნებ გადაეხედა თავისი არჩევანისთვის. სერია-A როდი ნიშნავწ სანაკრებო საგზურს. საუკეთესო სასწორს ვპირდები ერ.ნაკრებს.
კოტე
18 ნოემბერი 2022 12:05
0
კვარაცხელია მალე გამოჯანმრთელდება და გადაარჩენს საქართველოს, ჩვენი მზეა კვარა, წმინდანი და მეფეა
ნიკოლოზის მრევლი
18 ნოემბერი 2022 12:04
9
რომელი ნიკოლოზის მრევლი ხარ ? ნიკოლოზ მეორის ? PP
zura222
19 ნოემბერი 2022 08:21
0
ტვინი დააყოლე რას იძახი!
დათო
18 ნოემბერი 2022 18:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული