0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
ყოველგვარი პოპულისტური სმსის გარეშე ვაჟკაცურად, ვინმენ იცით ვინ ლობირებს (კრიშავს) კვირკველიას ნაკრებში? დანარჩენი არაფერი ახალი არ მოხდა, მეტი ანგარიშითაც წაგებასაც ველოდი.
ავჭალიდან
18 ნოემბერი 2022 09:51
3
მეორე გოლი თამაშგარე იყო. თუ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს და ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ესეც დავიჯეროთ, ხომ შეიძლება.
დიმა
18 ნოემბერი 2022 09:03
24
მასურად ეზარება სასტავს დაკარგულ ბურთზე უკან ჩამოსვალა. რით ვერ შევკრიბეთ 11კაცი ამ ქვეყანაში ვისაც სირბილი არ ეზარება?! სანიოლი ვერაფერს გახდება, დისციპლინაა გუნდში ‘0’( სერთოდ თუ შეიძლება გუნდი ვთქვათ)
ლაშა
18 ნოემბერი 2022 09:01
1
ძალიან სუსტების ჩემპიონატში რო იგებდენ ზოგს მაგარი ნაკრები ეგონა და კვარა რიცხობრივ უპირატესობას რო შექმნის ძალიან სუსტებს ისევ მოუგებენ
1.2.3.4.5.6.
18 ნოემბერი 2022 08:42
1
რამდენს გაგახსენდათ 2 წლის წინანდელი ნაკრები :(:(:( არადა...
ბექა
18 ნოემბერი 2022 08:30
1
რაგბი წავაგეთ,
კალათბურთში დავმარცხდით,
ფეხბურთში ჩავისვარეთ,
დემოკრატიაში ჩავიჭერით,
სამაგიეროდ ზარქუა გვყავს
კაკო
18 ნოემბერი 2022 08:29
14
ჩაგეთვალა)))))
ჰარი
18 ნოემბერი 2022 10:31
4
გუნდს აკლდა ყველაზე ძლიერ, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელები - კვარაცხელია და ხოჭოლავა. აბა „საბაჰში” და „ნეფჩიში” მოთამაშეს კლასი რომ დაუვარდება ეს 2X2 ოთხია...
პროფესიონალი
18 ნოემბერი 2022 08:23
2
მადლობა კაშიას მამარდა აწი სულ დაძაბული იქნება როცა კაშოს ექნება ბურთი და ასეთ გოლა აღარასდროს გაუშვებს
1.2.3.4.5.6.
18 ნოემბერი 2022 08:22
3
უნდა ვაღიაროთ დაბალი კლასის მოთამაშეები გვყავს.
მაროკოში თამაშობენ ჩელსის და სევილიას მოთამაშეები
და ჩვენთან ? ნუ კი იცით სადაც თამაშობენ მაგათ საცოდაობას თუ თამაში ქვია.
ბუდუ გვაკლდაო? კარგით რა ხალხო. ბუდუ ?!
las
18 ნოემბერი 2022 08:10
2
რეალობას სეხედეტ ტვალსი ეს არის რეალობა
dato
18 ნოემბერი 2022 08:06
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული