0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
დღევანდელი ნაკრები ერთიანი კვეკვესკირი იყო.
alex
17 ნოემბერი 2022 22:45
1
უფრო დაკვეკვესკირებული. იმედია ბევრჯერ ნახავს ამ თამაშს, თავის თამაშს. დასკვნების გამოტანა ძალიან, ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან ადვილი გამოსატანია
კვეკვე
17 ნოემბერი 2022 22:51
2
მამარდა და საზონოვი, დანარჩენი .........
სტალინი
17 ნოემბერი 2022 22:44
3
სანიოლს გაუმართლა კვარა რომ არ იყო!
ამ თამაშის მერე გამოჩნდება რა შეუძლია მას როგორც მწვრთნელს!
არაუშავდა შენგელიას, თუმცა...
წიტაიშვილი ყოველთვის თამაშობს ისე რისი იმედიც მისგან უნდა გქონდეს!
საზონოვი მე მგონი გაამართლებს.
არავინ ელოდა მაროკოს ასეთ თამაშს.
ისე ვოლკოვს ის ბურთი რომ გაეტანა კაცმა არ იცის როგორ დამთავრდებოდა თამაში.
თემური
17 ნოემბერი 2022 22:43
1
მართალია მაგრამ კვეკვესკირს მაგ გოლი შეცვლიდა? მეეჭვება
გია
17 ნოემბერი 2022 22:53
0
ცდებით, სულაც არ წაგვიგია უშანსოდ. ჩვენმა ფედერაციამ სარჩელი შეიტანა ფიფასა და აფრიკის ერთა ლიგაში - ჩვენ ჯერ სალამი არ გვქონდა ნათქვამი, ისე გვეტაკნენ ეგ შაითნებიო. დიდი შანსია, რომ ტექნიკური მოგება ჩაგვითვალონ 3:0 ან უკიდურეს შემთცვევაში, 30 აქლემი და 60 ჯორცხენა გადმოგვცენ საკომპენსაციოდ...
კოზმანაშვილი
17 ნოემბერი 2022 22:43
7
საინტერესოა ხორვატიასთან პირველ ტურში რას იზავს მაროკო, მაგრამ ჩვენთან რაც ქნა გასაგებია. ისევ კლასის ნაკლებობა იყო თვალშისაცემი. პირველი გოლი კითხვის ნიშნებს სვამს, რადგან ვარზე არ გადამოწმდა და არსებობს ალბათობა იმისა, რომ თამაშგარე მდგომარეობა იყო. მეორე გოლი მეკარის შეცდომაა, მესამე კაპიტნის. სამწუხაროა, რომ როგორც წესი წამყვანი მოთამაშეები გვაკლდებიან ყოველთვის და მათი სრულფასოვანი ჩამნაცვლებელი არ გვყავს. არადა... სათქმელად ადვილია, მაგრამ ამ თამაშის არწაგება 2022 წელს მაჟორულ ნოტაზე დაასრულებდა. არ ვიცი, უბრალოდ ძირეული ცვლილებებია საჭირო ქართულ ფეხბურთში, კერძოდ ინფრასტრუქტურა, ეროვნული ჩემპიონატის დონის გაზრდა თუგინდ კლუბების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, ბისნესმენების ჩართულობა და ბავშვთა აკადემიებმა უნდა შეიგნონ, რომ მათთან მომუშავე პერსონალი არ უნდა არჩინონ შეგირდებმა, არამედ ბავშვთა აკადემიებიდან სკაუტები უნდა დადიოდნენ სოფელ-სოფელ და ცდილობდნენ ფეოლას მსგავსად ნიჭიერი ფეხბურთელების მოზიდვას, თორემ ასე 30 წელიწადში ერთხელ გვეყოლება ერთი კვარა, როცა შეიძლება უამრავი გვყავდეს!
ლაშა
17 ნოემბერი 2022 22:40
5
ნახეთ ფრანგული M6-სპორტული არხი სადაც სანიოლი რა დამამცირებ ფორმით საუბრობს ნაკრებზე და საქართველოზე..უდიერად მოიხსენიებს..
სანდო
17 ნოემბერი 2022 22:37
5
ლინკი უნდა დადო ძამია, ისე ჭორაობა გამოდის
ირაკლი
18 ნოემბერი 2022 00:42
1
ან ლინკი ან სხვა რამე ფაქტი დადე ან გამოტყდი რომ პროვოკატორი ხარ.
გიორგი
17 ნოემბერი 2022 23:22
2
ჩვენი ნაკრების ყველაზე დიდი მინუსია სტაბილურობის არქონა, განსაკუთრებით სინდის-ნამუსის და გულშემატკივართა წინაშე პასუხისმგებლობის.
ეს მუდამ ჰქონდათ დაქვეითებული და მუდამ ასე იქნება, ამიტომაც 10 მოგებულ მატჩს ერთი უნამუსოდ და უხრხემლოდ, უტიფრად წაგებული მატჩით გადაგვიხაზავენ ყველა წინა ემოციებს.
ვიღაცეება უნდა იქონიოთ სინდისი და თვითონ თქვათ უარი ნაკრებში თამაშზე, აი კაცები უნდა იყოთ და კვერცხები უნდა გქონდეთ რა...
Jango
17 ნოემბერი 2022 22:36
2
ექსპერიმენტებმა არ გაამართლა. ძირითადის ფეხბურთელებს თამაში არ უნდოდათ, მაგრამ არაფერი ტრაგიკული. ნოემბრის თამაში ვერანაირად ვერ გამოდგება მარტის მოსამზადებელ თამაშად.

საქართველომ ცუდად ითამაშა, თუმცა მე არ მეგონა თუ ასეთი კარგი გუნდი იქნებოდა მაროკო.
დააT
17 ნოემბერი 2022 22:34
3
ნუ შევქმნით ტრაგედიას , მინუსების პოვნაც შედეგია და თან სასარგებლო შედეგი.
საბა
17 ნოემბერი 2022 22:34
4

განმეორებითში მოვიგებთ...
მაროკო გავახარეთ და მოვაგებინეთ..
მაყურებლები გვიშლიდნენ და ხმაურობდნენ..

სერიოზულად კი, შავად არის საქმე. ბრძოლა არ უნდათ, ძალიან სირცხვილია
ისევ ისეა
17 ნოემბერი 2022 22:32
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული