0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
რო დავწერე 0-3 მორჩება მეთქი კომენტარი დამიბლოკეს, ალბათ ბიჭები დუხზე არ დავარდნენო..0-7 უფრო სწორი ანგარიში იქნებოდა ამ თამაშიდან გამომდინარე,სან მარინოს მერე ჩვენ ვართ!!!
წაიკითხე ხმამაღლა
18 ნოემბერი 2022 08:03
2
ძალიან გაწბილებული დავრჩი დღევანდელი თამაშით.კაცს რომ ვერ გამოყოფ,გამოყოფილი, ეს გუნდია(მამარდა და წიტეიშვილი ჰა,ჰა)დანარჩენი ნული.კვირკველია რას თამაშობდა(თუ თამაში ქვია)თვითონაც არ იციდა.კაშოც ძალიან სუსტი იყო,კვეკვესკირი და აბურჯანიას დროა ზამენები უპოვოთ,დავითაშვილი ნული,ვოლკოვი,აბა რა გითხრათ,ერთი ახტომის გულისთვის(შვეციასთან თამაში მაქვს მხედველობაში)ნაკრებში არ უნდა იწვევდნენ.დანარჩენი,ბოდიში მასთან და თავდამსხმელის არაფერი არ გააჩნია(სანაკრებო მაქვს მხედვობაში)კიტემ გული დამწყვიტა,რომ ვიცი მისი შესაძლებელი იმიტომ.დანარჩენი რა,ვიცი მოკლედ სერიოზული სამუშაო აქვს სანიოლის,სანტოსის, რამეს გვინდა მივაღწიოთ.კარგი ადამიანი და კარგი ბიჭია,არ ნიშნავს რომ ნაკრებში აუცილებლად გამოსაძახებელი.აქ ყველაფერს,როგორ თანაშობ ის უნდა წყვეტდეს.წარმატებები ნაკრებს.პ.ს.ს მაინტერესებდა,რატომ გამოდიან მეკარეები ასე შორს კარიდან,რა არის ამის მიზეზი.ეს ისე,გამახსენდა უცბად....
კახა ქ.
18 ნოემბერი 2022 04:52
3
აუ რამე კომენტატორების კონკურსი რომ გამოცხადდეს არ შეიძლება? ოღონდ სტატისტიკა ვინ უკეთ იცის და ვინ რა დაწერა თამაშის წინ ის კი არა, თვითონ წაყვანა რომ მოისმინოს ხალხმა და ისე აირჩეს ახალი კომენტატორი)) მე მაინტერესებს ვცადო, სულ არ მინდა ხელფასი, ვიცი რომ საინტერესოდ წავიყვან და მგონია რომ ნაკრების აღმავლობაც დაიწყება ეგრევე :) მართლა, ძალიან მემუღამება. ამ კომენტატორებმა ხელფასი შეინარჩუნონ და მასალა მოამზადონ თამაშისთვის, მაგათი საყვარელი სტატისტიკა და ასე.შ )) ხოდა ვისაც სურვილი აქვს ანონიმურად მივიღოთ ჯერ მონაწილეობა, თორემ მოგვადგება ეგრევე მთელი ნაცნობ -უცნიბი და განაწყენებული საფეხბურთო სამყარო )))) ხოდა ეშველებოდა რამე ამ ნაკრებს, ან მინიმუმ ხალხის ნერვებს! კომენტატორი რომ სწორს ამბობს და აკრიტიკებს ვინც იმსახურებს, რომ წინასწარ შეუძლია გარისკოს რამე ვარაუდი და რომ თავისი თავის სჯერა და არა სტატისტიკის, ასეთი წაყვანით სულ რომ წავაგოთ გულს მაინც მოიფხან კაცი, ამათ რომ ვუსმენ ნერვები ლამისაა დამაწყდეს.
კაპიტან გარდენბურგი
18 ნოემბერი 2022 02:48
1
საქართველოს ნაკრების (სერიოზული) წარმატების ფორმულა: კვარაცხელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე, წიტაიშვილი და კიდევ 1-2 დაახლოებით ამ დონის ფეხბურთელი, მეტ-ნაკლებად კარგ ფორმაში მყოფი (და მოედანზე ერთად გამოსული); პლიუს იღბალი - თუ პირველ გოლს გავიტანთ როგორმე, წარმატება მინიმუმ 90%-ით არის გარანტირებული.
ამას სამწუხაროდ ვერაფერი შეცვლის უახლოეს წლებში. სამწუხაროდ, არ გვყავს სტაბილურად მოთამაშე გუნდი (როგორც სისტემა) ამ ეტაპზე. ასე რომ, მეგობრებო, არ ღირს ზედმეტი ნერვიულობა, ანალიტიკა, თამაშის გარჩევა და დასკვნების გამოტანა სიტუაციის გამოსწორების იმედით. რაც ვართ, ის ვართ. მივენდოთ იღბალს.
Nodari
18 ნოემბერი 2022 02:01
1
ეგრე გინდათ! ქვილითაია დაივიწყეთ და ეგეე!
კ ო მ ბ ლ ე
18 ნოემბერი 2022 01:58
4
დისლაიქშიკებს მივმართავ!დაეშვით მიწაზე? რომ დავწერე კვარას გარეშე გუნდი 0-ია თქო და დიდი ანგარიშით წააგებს გუნდი თქო უამრავი დისლაიქები დამაყარეს, თითქოს მე არ მინდოდა მოგება! ილუზიებში ცხოვრება კარგს არაფერს მოგვიტანს, არც ფეხბურთში და არც ისე როგორც უმრავლესობა ცხოვრობს. ამ თამაშის შემდეგ ხვიჩა მეცოდება ნაკრებში. მამარდა და კაშია. ერთი შეწვი და მეორე მოხარშე. სამარცხვინოები ყველა უკლებლივ. აქ ზოგი წერს ის კარგი იყო დღეს,ეს არა. რომელი იყო კარგი? რას იტყუებთ თავს? სამარცხვინო გუნდია. ეს გიბრალტართანაც ეტყობოდა. ჩრ.მაკედონიასთან უბრალოდ გაუმართლათ. ამბობენ ძლიერებს უმართლებთო,მაგრამ ამათ შემთხვევაში პირიქით მოხდა. ბევრი გამოთქვამს საყვედურს რატომ მაინცადამაინც ხვიჩას დროს დადიანო სტადიონზე და მის გამო უყურებენ ფეხბურთსო. ასეა და რა ვქნათ. ფეხბურთის ყურებით უნდა ისიამოვნო, აბა სხვა პრობლემები ისედაც გვაქვს ყველას, ამათზე რომ არ ვიშალოთ ნერვები!
დავით 67
18 ნოემბერი 2022 01:55
1
არანაირი ტრაგედია არაა.
გასაგებია სულ მოგება გვინდა, მაგრამ მაროკო წინა მსოფლიოზე ძალიან კარგი გუნდი იყო (ესპანეთი, პორტუგალია ჰყავდა ჯგუფში) და ახლაც თანამედროვე, გამართულ ფეხბურთს თამაშობენ.
ჩვენი გუნდი კი ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია.
რამდენიმე ახალწვეული გაისინჯა, ლიდერები, შეტევაში შემოქმედებითი ფეხბურთელები გვაკლდა. ამასთან მაროკოს სულ სხვა მოტივაცია ჰქონდა და ჩვენ სულ სხვა
ნუ ვიქნებით არარეალისტები. სილ
დავითი
18 ნოემბერი 2022 01:40
11
მარტის ოფიციალურ თამაშებში საქართველო საქართველოს ნაცვლად კვარაცხელია კვარაცხელია ვიძახოთ
King
18 ნოემბერი 2022 01:25
4
საქართველოს რეიტინგი 76
მაროკოს 22
ფეხბურთელებმა ითამაშეს რაც შეეძლოთ.
ფედერაციის უნდა მოეკითხოს
გიგი
18 ნოემბერი 2022 01:25
8
მართალი ბრძნდებით, რას სხედან ოფისში რბილ სკამებში გამოვიდნენ და ითამაშონ სხვა რა საქმე აქვსთ? და სოფელიც აშენდება.
გიზოგ
18 ნოემბერი 2022 11:46
0
როგორი მეარე შეგრძნებაა,როდესაც წარუმატებელ წარსულში გამოგზაურებენ ძალდატანებით.ეს ქნა სწორედ მოროკომ
ხიზანიოლი
18 ნოემბერი 2022 00:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული