სანიოლი: მარტში საკუთარ თავს განსხვავებულად წარმოვაჩენთ

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად, თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ. მათთვის ახლა დასვენების პერიოდი იწყება, მაროკო კი მსოფლიო თასზე გაემგზავრა.

ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ითამაშეს ახალწვეულებმა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორე უკეთესი, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. მარტის თამაშებისთვის ფეხბურთელები უფრო მეტად მოემზადებიან. არ არის იოლი, როდესაც საქართველოდან ჩამოდიხარ და განსხვავებული
კლიმატური პირობებია მოსამზადებლად. ამიტომ, არ მინდა დღეს ზედმეტად ნეგატიური ვიყო.

რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო და რაღაცები შესაცვლელი. წარმატებული წლის შემდეგ, როდესაც ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა და გუნდიც ბოლომდე იხარჯებოდა, დღევანდელი მარცხი განსაკუთრებით საწყენია. დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ნაკრებში რომ მიდიხარ სათამაშოდ დასვენებაზე კი არ უნდა ფიქრობდე, არამედ თავი არ უნდა დაზოგო და ნებისმიერი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარო, რასაც ვერ ვამჩნევდი ჩვენს ფეხბურთელებს. მწვრთნელის სიტყვები კი თავის მართლებაა, მეტი არაფერი.
aleqsandre
08:57 18-11-2022
3
ნამდვილად მოსალოდნელი იყო ეს შედეგი.
ირაკლი
09:23 18-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული