საქართველოს ნაკრები "გაიჭედა" - რას შეცვლიან კვარაცხელია და სანიოლი გაზაფხულზე?

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაროკოსთან დაპირისპირების შედეგი იქნებ ადვილი გამოსაცნობიც კი იყო ჩვენს გუნდში არსებული საკადრო დეფიციტის გამო, თუმცა ანგარიში (0:3), თამაშის ხარისხი, სულისკვეთება თუ მოტივირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. რა თქმა უნდა, ამისთვის ობიექტური მიზეზებიც არსებობდა, თუმცა მხოლოდ მასზე აპელირება არაფერს მოგვცემს.

ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის აუცილებელია, მათ შორის, წარმატებული სერიის დროსაც. ამიტომაც იყო, მაგალითად, ბულგარეთში დიდი ანგარიშით მოგებული (5:2) შეხვედრის შემდეგ იმაზე მივუთითებდით, თუ რა შეცდომებმა გამოიწვია საკუთარ კარში მიღებული 2 გოლი. ახლაც, თუკი ვიტყვით, რომ მეტოქე
ძლიერი იყო, ხვიჩა კვარაცხელია გვაკლდა, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა და სხვა, ამით რეალურ პრობლემებს გავექცევით...

Sportall.Ge

რა დაგვანახა შეხვედრამ?

როგორც უნდა ვთქვათ, რომ მარტის შესარჩევის მატჩისთვის მწარე გამოცდილება მივიღეთ, ცოტათი თავს მოვიტყუებთ. იქამდე დიდი დროა, ბევრი რამ შეიცვლება და ახლანდელი შეცდომების ზუსტად გათვალისწინება შეუძლებელი იქნება. დიდი ალბათობით, ნორვეგიასთან დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე ამხანაგური შეხვედრა კვლავ გვექნება და ის მართლაც სასარგებლო უნდა გამოდგეს.

პირველი, რაც თვალში საცემი იყო, ისაა, რომ მიუხედავად იმისა, "ერთა ლიგაში" ორი საფეხურით დავწინაურდით, ჩრდ. მაკედონიასთან ჯავრი ვიყარეთ, ბულგარეთთან სრულფასოვანი რევანში ავიღეთ, ჩვენ გადავეჩვიეთ ისეთ გუნდებთან გამარჯვებას, როგორიც ბოლოს შვედეთის ნაკრები (2:0) იყო. შესარჩევი ეტაპის მიღმა ამ დონის მოწინააღმდეგეები არ არიან და ამან ცოტათი გაგვათამამა. არადა, არც "ერთა ლიგის" ბოლო ტურები ყოფილა გადასარევი და შედეგს უფრო მეტად "ნაპოლის" გარემარბის წყალობით მივაღწიეთ.

დავინახეთ ის, რომ შეტევების ორგანიზება ისევ გვიჭირს, ჩვენი შუა ხაზი "იჭედება" და მთავარი იმედი სწრაფი კონტრშეტევებია, რომლის მთავარი შემსრულებელი ხვიჩა კვარაცხელია ახლა მოედანზე არ იყო, ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი მიქაუტაძის არყოფნაში კი წინა ხაზმა სივრცეების სათანადოდ ათვისება და გამოყენება ვერ შეძლო. თბილისის "დინამოელი" დავით სხირტლაძისთვის შანსის მიცემა მაინც შესაძლებელი იყო.

ამიტომაც ვამბობთ, სანიოლს რომ ამ საკითხზე უფრო მეტი საფიქრალი აქვს, ვიდრე 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მარცხია. ესაა პრობლემები, რომლებიც გუნდში აქამდეც ჩანდა, უბრალოდ გაცილებით ძლიერმა მეტოქემ უფრო თვალსაჩინო გახადა.

საკადრო საკითხები მარტისთვის

შეხვედრის საწყის წუთებში ოთარ კიტეიშვილი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა შემდეგ ნაკლებად შესამჩნევი იყო. მაინც ისე ჩანს, რომ "შტურმის" "ათიანმა" ჩვენს ნაკრებში უფრო სიღრმიდან უნდა იასპარეზოს და თამაშის დალაგება სცადოს, რაც ერთი მხრივ, ისედაც ძალიან გვჭირდება, არსებულ ტაქტიკურ სქემაში შედარებით ზემოთ მყოფი კიტეიშვილის სარგებლიანობა კი, გარკვეულწილად, თითქოს იკარგება.

Sportall.Ge

როცა გიორგი წიტაიშვილი მარცხენა ფლანგზე პირველად ვიხილეთ, მაშინვე აღვნიშნეთ, რომ მისი უნარებისა და ამ პოზიციაზე არსებული საკმაოდ დიდი კონკურენციის (გიორბელიძე, აზაროვი) ფონზე, ეს გასაკვირი იყო. შემდეგ გიორგიმ თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორიც აშრაფ ჰაკიმი და ჰაკიმ ზიეჩი არიან, თანაც იმ ფონზე, როცა მოედანზე "კვარა" არ იყო, რომელიც მოწინააღმდეგეებს უბრალოდ აიძულებდა, დაცვისთვის მეტი ყურადღება დაეთმოთ, წიტაიშვილის ფლანგი "ააწიოკეს". არადა, მეტოქის კართან ყველაზე რეალური მომენტი, დავით ვოლკოვმა ბურთს ფეხი რომ ვერ მოარტყა, სწორედ კიტეიშვილი-წიტაიშვილის აქტიურობით შევქმენით. ამით იმის თქმა გვსურს, რომ ისე გამოვიდა, "ლეხის" ფეხბურთელის სასარგებლო თვისებები ვეღარ გამოვიყენეთ.

დაცვის ხაზში ბევრი შეცდომა იყო. რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, გუნდს დავით ხოჭოლავა აკლდა. საბა საზონოვი ძალიან ენერგიულად და მოტივირებულად შემოვიდა და ის "ჯვაროსნებში" იქნებ მარტშიც ვიხილოთ. რაც შეეხება ჯიმი ტაბიძეს, ნაკრების გამოცდილ წევრს დრო არ მიეცა.

Sportall.Ge

დებიუტანტს შევეხეთ და თუკი გიორგი გოჩოლეიშვილი პირველ ნახევარში ცოტათი შებოჭილი იყო და ნერვიულობაც ეტყობოდა, შემდეგ გაცილებით აქტიური გახდა და რამდენიმე სახიფათო ჩაწოდებაც შემოგვთავაზა.

დაველოდოთ გაზაფხულს და ვეცადოთ, ახალი წაუგებელი სერია გამოვაცხოთ...

alt0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

altსანიოლი: მარტში საკუთარ თავს განსხვავებულად წარმოვაჩენთ

მკითხველის კომენტარები / 31 /
ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან გასვლებზე რა შედეგსაც დადებენ ესენი უკვე ვხვდები... დაგინებული აქვს ვილის რომ კვეკვე აბურჯანია უნდა იყოს მუდამ ცენტრი? ეგენი წესიერი ფეხბურთელები რო ყოფილიყვნენ აქამდე წაიყვანდნენ კარგი გუნდები. დაბალი დონის გუნდში არ ათამაშებენ სისტემატიურად და ნაკრებში რატო უნდა ქონდეთ ადგილი დაბევებული ვერ ვხვდები....ასეთი ნელი ცენტრი ჩვენს გარდა ვინმეს ყაავს? დაღოღავენ რასაც ქვია და უკან პასის მეტი არაფერი იციან ადგილზე მარიაჟობა და ტრიალი არავის ჭირდება! კიტე ცენტრში და ჩამშლელად ვინმე ენერგიული ბიჭი მონახონ. სუპერ შემტევი გუნდი უნდა დავაყენოთ რომელიც წინ და უკან დაუღალავად ირბენენ... ამის გარეშე არაფერი გამოვა.
რონი
19 ნოემბერი 2022 11:38
0
ისინი თუ დარბოდენ ჩვენებს სირბილს არ ასწავლიან თუ ვერ სწავლობენ თუ არ გვყავს ვისაც სწავლება შეუძლია თუ რა სჭირთ ვინმემ თქვით
1.2.3.4.5.6.
18 ნოემბერი 2022 21:04
0
კიდევ ერთს დავამატებ ფედერაციის საყურადღებოდ! მარადიშვილი გვჭირდება, თან ვატყობ რომ აუცილებლად გვჭირდება
ბს
18 ნოემბერი 2022 20:38
1
კიტეიშვიდი უკან უნდა დაიწეს, საყრდენ ზონაში, მეგონა გამოცდიდა სანილლი ამ პოზიციაზე. დაცვითი ფუნქციების შესრულება თუ ასე თუ ისე შეძლო, მაშინ მგონია რომ ივარგებს მად.
ხოლო სადაც ეგ თამაშობდა იქ ჩაკვეტაძე, ამ ბოლო დროს რა რასებს არიგებს კი ვხედავთ და თავდასხმის უკან მგონია რომ კარგი არჩევანი იქნება.
რა ვიცი, თუ ზედმეტი ოცნება მომდის მაპატიეთ, მგონია რომ ცუდი არ იქნება.
ბს
18 ნოემბერი 2022 20:33
0
კვეკვესკირი-კაშია არის ამ თამაშის წაგების მთავარი მიზეზი!შემდეგ უკვე სანიოლი!ნუთუ მთელი თამაში უკან პასები დაავალა პატივცემულ კვეკვესკირს !? ანახოს ვინმემ როგორ ამზადებენ ლობოტკა და ანგვისა შეტევების წამოწყებას და ისწავლოს ,,ფეხბურთის თამაში''! 1-0,2-0,3-0 ზე ბურთის გორაობა და მორჩა.მეტი არაფერი,არანაირი გამწვავებაზე წასვლა,არანაირი ნერვიულობა რომ თამაშს აგებ და რამე ვიღონოთ! მამარდაშვილი საუკეთესო იყო გუნდში.მცდელობა და მონდომება აბურჯანიას ეტყობოდა მაგრამ კლასი არ ყოფნიდა მარტოს. ეს არ იყო ფეხბურთის თამაში! ეს იყო უხალისოდ ბურთის გორება!
gabida
18 ნოემბერი 2022 19:58
0
კვირკველიაზე ძაან გული მწყდება.ძაან აქვს მოკლებული.არადა კედელი იყო.აპორნი არ გვყავს საერთოდ.აბურჯანია კვკვესკირი ვერ ქაჩავენ.ცენტრი იკარგება საერთოდ.წელში გაწყვეტილი გველივით ფართხალებდნენ.
გიორგი IV
18 ნოემბერი 2022 19:55
1
“გაიჭედა კი არა,მიაჭედეს ბალახს“….
ყოველთვის ვერ მოიგებს ნაკრები, წაგება სუსტ მხარეებს გვაჩვენებს საღად..
ერთი რამაა უბრალოდ, კვარას გარეშე ფეხბურთს ვერ თამაშობენ ..
geo
18 ნოემბერი 2022 19:05
0
ხალხო, რა ცხვირი ჩამოუშვით ამ ერთი თამაშის წაგებით? ჯერ ერთი, ეს იყო ამხანაგური თამაში, რომელსაც სულ სხვა დატვისთვა ააქვს და მეორე, ეს იყო სახელდახელოდ შეკრებილი ნაკრები, რომლებმაც ერთი ვარჯიში ჩაატარეს სრული შემადგენლობით. კვარას დანაკლისი საქართველოს ნაკრებს კი არა ნაპოლი აქცია ჩვეულებრივ გუნდად, ანუ საქართველოს ნაკრები ერთი ფეხბურთელის გულდია და გინდა თუ არა ასეთი იქნება რამდენიმე წელი კიდევ. ძლიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მათგან ზოგი ადრე იხსნება და ზოგიც გვიან. არ გახსოვთ დათო ყიფიანმა რა ასაკში დაიწყო დიდი ფეხბურთის თამაში? ასე, რომ მეტი სერიოზულობა გვმართებს, რამდენიმე თამაშის მოგება და წაგება არც ქვეყნის აშენებაა და არც დაქცევა.
ჟორა გაბრიჭიძე
18 ნოემბერი 2022 18:33
6
ამიტომ არ უნდა დაეგეგმათ წინდაწინ წაგებული მატჩი, ჯობდა საერთოდ არ ეთამაშათ ამხანაგური და თბილისში შეკრებილიყვნენ ერთი კვირით, ან სადმე სხვაგან...
გუჯა
18 ნოემბერი 2022 20:31
2
რა უნდა შეცვალონ სამ თვეში, როცა წლებია ვერაფერს ვერ ცვლიან? რა ფეხბურთსაც ახლა თამაშობენ იმას ითამაშებენ მარტში. ამათზეა ნათქვამი- ვირი გინდა ღობის აქეთ დააბი - გინდა იქეთ, ვირი მაინც ვირია
მიხო
18 ნოემბერი 2022 15:55
13
მაროკოს ნაკრები იყო ხამების ბანდა, ისე მონდომებული იყვნენ თითქოს ამხანაგურს კი არა ფინალს თამაშობდნენ, არც სიხისტეს და უხეშობას ერიდებოდენ, თითქოს ამ თამაშით წყდებოდა მათი ბედი, ვნახოთ ერთი ხორვატიასთან რა ბიჭები არიან. ჩვენებს რაც შეეხება სისწრაფეში ვერ აყვნენ და ამით დაისაჯნენ, როგორც კი ტემპს უმატებდა მაროკო მაშინვე იშლებოდა ჩვენი დაცვა. იმედია გაზაფხულზე უკეთ იქნებიან ფიზიკურად მომზადებულები. რაც შეეხება ორგანიზებას დიდი შეცდომა იყო ამ თამაშის საერთოდ ჩატარება, ფაქტიურად სავარჯიშო "გრუშა" ვიყავით მაროკოს ნაკრებისთვის, ყველაფერი გათვალეს: ჩაიყვანეს განსხვავებულ კლიმატში მოუმზადებელი გუნდი, ფაქტიურად ერთხელ ივარჯიშეს, თვითონ კი მთელი წელია ეზადებიან და ფორმის პიკში იმყოფებიან, გადაუარეს და ისე ზეიმობდნენ თავისი გულშემატკივრებიანად თითქოს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. ეს იყო მდაბიოთა პარადი, მაგრამ ჩვენს ფედერაციაში ტვინი არ ჰქონდათ? როგორ ვერ გათვალეს რომ ასეთი შედეგი დადგებოდა? რა მივიღეთ აქედან: სამარცხვინო წაგება მეტ-ნაკლებად წარმატებული სეზონის ბოლოს; რეიტინგზეც იმოქმედებს უარყოფითად; ტაქტიკურად ვერაფერს დაგეგმავდენ ერთ დღეში. ერთად-ერთი ცოტა მიწაზე დავეშვით და მივხვდით რომ კიდევ ბევრია სამუშაო რომ საშუალო ევროპულ გუნდად ჩამოვყალიბდეთ. უნდა მოცილდეს ნაკრებიდან ნელი ზოზინა ფეხბურთელები და ჯობს ახალგაზრდა, სწრაფ ბიჭებზე გაკეთდეს აქცენტი. ფიზიკას უნდა მიექცეს ყურადღება თორემ ნახევარი ნაკრები საკონცენტრაციო ბანაკიდან გაოყვანილ პატიმრებს გვანან, მიკვირს, მორაგბეები და მოჭიდავეები ისეთი ათლეტურები გვყავს და რა, ფეხბურთელს არ ჭირდება ვარჯიში? შეხედეთ ევროპელ ფეხბურთელებს როგორი ათლეტურები არიან. აქ მე მგონია ისევ ქართულ სიზარმაცესთან და არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, ნიჭის ხარჯზე ცდილობს ყველა ფონს გასვლას...
გუჯა
18 ნოემბერი 2022 15:46
15
შეუთანხმდით ამხანაგურებზე გუნდებს და გადაუგზავნეთ გრაფიკი კობიაშვილს.
ნუგზარი
18 ნოემბერი 2022 18:57
2
ხამები კი არა მაგას ქვია შეკრული და მოტივირებული გუნდი რომელიც მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის მაგათ იციან რას ნიშნავს ეროვნული ნაკრები .
გიო9
18 ნოემბერი 2022 17:06
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული