ვიხილავთ თუ არა საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - რატომ ვქომაგობთ სხვებს...

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა მიღებული ემოციები ჯერ თან გაგვყვება. ამავდროულად, მართალია, ძალიან ადრე, თუმცა იმაზეც ვფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, მომავალ ტურნირზე მონაწილეობა საქართველოს ნაკრებმაც მიიღოს. ფეხბურთის მოყვარულთა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ემოციების გამოვლენა, ნერვიულობა თუ სიხარულის გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ხდება, არადა, ამის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ ისაა, რომ ადრე დამოუკიდებელი სახელმწიფო და შესაბამისად, ნაკრები არ გვყავდა, შემდეგ კი ჩვენი უპირველესი გუნდი დიდ ფორუმებზე გამოსვლას ვერ ახერხებს...

Sportall.Ge

მომავალ მუნდიალზე 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, ევროპის კონტინენტისთვის ბევრი არაფერი
იცვლება, თუმცა მაინც გაზრდილი შანსია, ტურნირზე "ჯვაროსნებიც" მოხვდეს. თუ არა ახლა, როცა ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს და ბევრი კარგი ახალგაზრდა მოდის, ამაზე ფიქრი როდისღა უნდა შეგვეძლოს?!

მთელი კონცენტრირება უახლოეს გეგმებზე უნდა მოვახერხოთ და მანამდე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლაზე ვიფიქროთ. აქ ჩვენი შესაძლებლობები მკაფიოდ გამოჩნდება. თუმცა მუნდიალზე მონაწილეობა ისე გვსურს, ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ, ვიკამათოთ...

ლიდერის როლი გასაგებია, თუმცა გუნდურ სახეობებს მხოლოდ ცალკეული მონაწილეები ვერ მოიგებენ. ახლახან დასრულებულ ტურნირზე ისიც დავინახეთ, კარგ ევროპულ კლუბში თამაში რამხელა კლასსა და საშემსრულებლო ოსტატობას ნიშნავს. შესაბამისად, მაქსიმალურად ბევრი ტრანსფერი და ფეხბურთელების მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გვჭირდება. ამავდროულად, საფეხბურთო ასაკი გაზრდილია და გამოცდილებასაც დიდი ფასი აქვს. აქედან გამომდინარე, ვერცერთ ვეტერანზე გადაჭრით მაინც ვერ იტყვი, რომ 4 წლის შემდეგ კარიერა დასრულებული ექნება.

Sportall.Ge

2026 წლის კონტურები რომ მოვხაზოთ, გუნდს უკვე საკმაოდ გამოცდილი და ელიტარულ ლიგაში მოთამაშე (დიდი ალბათობით, "ვალენსიაზე" მაღალი დონის გუნდში მყოფი) მეკარე გიორგი მამარდაშვილი ეყოლება. არიან ახალგაზრდა კიპერებიც, რომლებმაც მას მომავალში დიდი კონკურენცია უნდა გაუწიონ.

ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი ის იქნება, გურამ კაშიას, როგორც დაცვის ხაზის ლიდერის, ჩანაცვლება რამდენად მოხერხდება. ამ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვა მთავარ მწვრთნელ (მინიმუმ, ამჟამინდელ) ვილი სანიოლს გაუჭირდება. იმედია, ახალგაზრდული ნაკრების წევრები მანამდე კლასს უფრო აიმაღლებენ. მაგალითად, თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. ვიმედოვნებთ, რომ ლაშა დვალის პროგრესს ვნახავთ, მას გაცილებით დიდი რესურსი აქვს, ვიდრე კვიპროსის ჩემპიონატია. საინტერესოა, ლუკა ლოჩოშვილის იტალიურ კარიერას როგორი გაგრძელება მოჰყვება. არ უნდა დაგვავიწყდეს საბა საზონოვი... როცა ვეტერანებზე ვსაუბრობთ, 2026 წელს, მაგალითად, დავით ხოჭოლავა 33 წლის იქნება. 

გიორგი გოჩოლეიშვილი უკვე დონეცკის "შახტარშია" და მისი კიდევ უფრო დიდი პროგრესი უნდა ვივარაუდოთ. იმავეს თქმა შეიძლება ირაკლი აზაროვზეც. რადგანაც მომავალი 4 წლის გეგმებზე ვსაუბრობთ, მანამდე რესურსი ისევ გამოჩნდება. არც ოთარ კაკაბაძესა (2026 წელს 31 წლის) თუ საბა ლობჟანიძეს (4 წლის შემდეგ 32 წლის) ვივიწყებთ.

თუკი მინდვრის ცენტრში არსებულ პრობლემურ ვითარებაზე ვწერთ, იმედია, მოთამაშეების წინსვლა ამ რგოლშიც გვექნება. მანამდე ლუკა გაგნიძეს უკეთეს ჩემპიონატსა და კლუბში ველით, ვიდრე ევროტურნირების მიღმა დარჩენილი მოსკოვის "დინამოა". იგივე თბილისის "დინამოელი" ანზორ მექვაბიშვილისა თუ ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის კარგ უცხოურ კარიერას მოვიაზრებდით.

Sportall.Ge

მთავარია, გიორგი ჩაკვეტაძემ პროგრესი გააგრძელოს, ძველებური ფორმა დაიბრუნოს და მას ბევრი რამის თქმა შეუძლია. იმავეს ვიტყოდით ოთარ კიტეიშვილზე.

არავინ იცის, 4 წლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევები რამხელა მასშტაბის იქნება და რომელ კლუბში ვიხილავთ. თუკი ასე განაგრძობს, ზურიკო დავითაშვილი, მინიმუმ, ფრანგული ელიტის სტაბილურ წევრად უნდა მოვიაზროთ. ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა ახალგაზრდულ გუნდებში და ამ ასაკში პროგრესს თვალის დახამხამებაში ვაწყდებით ხოლმე. მაგალითად, 21-წლამდელთა ნაკრებისა და ამჯერად "თელავის" შემტევ გიორგი კვერნაძეს წარმატებულ ევროპულ გზაზე ვხედავთ.

გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე... თუმცა წინა ხაზზე გაცილებით დიდი კონკურენცია გვჭირდება. ბუდუ ზივზივაძე ამჟამად 28 წლისაა.

ფეხბურთს ოცნება უხდება. თუკი მსოფლიო ჩემპიონატზე პატარა ისლანდია ვნახეთ, იქ საქართველოს ჰიმნი უნდა მოვისმინოთ!

altნორვეგიის ნაკრების დასამარცხებლად მზადება - ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან

მკითხველის კომენტარები / 40 /
ხალხი ტელევიზორებს ამტვრევენ და ერთმანეთს ლანძღავენ, არგენტინის, ესპანეთის, ბრაზილისს და ა.შ. თან ზრდასული ადამიანები , ბავშვი კიდე შეილება იყოს გაფანატებული./ სისულელეა ეს ყველაფერი და ყალბი და ზოგი როგორი დადგმული ვიდეოა , ნახევრად ყვირილი რო ისმის, ცალი თვალი რო კამერისკენ ეპარებათ, თუ მიღებსო.// მე უბრალოდ კარგი ფეხბურთის ქომაგი ვარ და სიამოვნებას ვიღებ თამაშის ყურებისგან, ერთადერთი სიგიჟე ემოცია რაც მაქ და არის ბუნებრივი , გულიდან წამოსული არის საქართველოს ნაკრები, 37 წლის ვარ და ჯერ ვერ გავიხარე მაგრამ , ყოველი ახალი თამაში წინ მაქ იმედი რო , აი ეხლა დადგა დრო, და აი ეხლა იქნება რასაც ველოდები!!! მაგრამ მემგონი აწი მართლა მოდის ის ნანატრი დრო! ასე რომ არ მაინტერესებს და სულ ფეხებზე მკიდია სხვა ქვეყანა რას იზავს, ჩემი მესი და რონალდო კვარაცხელია და ჩაკვეტაძეაა!!!
Vasili
11:12 20-12-2022
3
უთავმოყვარეოები ხართ და იმიტომ ქომაგობთ სხვებს. პატარა სიამაყე მაინც რომ გქონდეთ საქართველოს გარდა სხვა გუნდს ვერ უგულშემატკივრებდით. გულისამრევი იყო ყოველი თამაშის მერე ჩვენი უვარგისი კომენტატორები როგორ ულოცავდნენ უცხო ქვეყნების ნაკრებების ქართველ 'გულშემატკივრებს'. ასეთები დაგიწყებენ მერე პატრიოტობაზე ლაპარაკს.
odala
11:01 20-12-2022
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული