საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს. 12 ოქტომბერს ჩვენი გუნდი აზიის ზონის კიდევ ერთ წარმომადგენელს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ტაილანდი იქნება.

საქართველო - მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, "ბათუმი არენაზე" შედგება. საქართველო - ტაილანდის მატჩის მასპინძელი სტადიონი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 93 /
სარკისებურად ისახება პოლიტიკა ცხოვრებაში გვინდა ჩვენ თუ არა პოლიტიკა. ქოცებთან უკვე აღარავინ ლაპარაკობს ევროპაში, ყველანი მოგვიაზრებენ როგორც რუსეთის მხარდამჭერებს და მალე ბელორუსებივით მიგვიჩენენ ადგილს.
მოაზროვნე
09:48 14-02-2023
1
მონღოლეთი თუ ფეხბურთს თამაშობდა, საერთოდ არ მეგონა! სად მონახეს ეს ეგზოტიკური გუნდები?! შაყირის თემაა, სატირალი რომ არ იყოს!
მერაბი
09:10 14-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული