პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს. 12 ოქტომბერს ჩვენი გუნდი აზიის ზონის კიდევ ერთ წარმომადგენელს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ტაილანდი იქნება.
საქართველო - მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, "ბათუმი არენაზე" შედგება. საქართველო - ტაილანდის მატჩის მასპინძელი სტადიონი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წყარო: Nakrebi.ge