იძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში - სანიოლმა 17 წლის მოთამაშე მიიწვია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მატჩებისთვის მომავალი კვირიდან შეიკრიბება. ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ 26-კაციან შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა, "კოპენჰაგენის" მცველმა დავით ხოჭოლავამ მუხლის ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად კი ფრანგი მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ბათუმის "დინამოს" უკანახაზელი მამუკა კობახიძე იქნება.

ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე 17 წლის დებიუტანტი შეუერთდება. "დინამო თბილისის" წევრი გაბრიელ სიგუა ვილი სანიოლმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

"ჯვაროსნებს" ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი აკლია. სხვა მხვრივ, სიაში ყველა ის მოთამაშეა, რომელიც სამწვრთნელო შტაბმა შეარჩია.

შეგახსენებთ, 25 მარტს ბათუმში მონღოლეთის ნაკრებს ამხანაგურად
გავეჯიბრებით, სამი დღის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიელებს ვუმასპინძლებთ.

altსაქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტში გასამართი მატჩებისთვის

altშანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

მკითხველის კომენტარები / 37 /
Es seriozuli skandalia da unda gairkves simartle vis awkobda es sisulele???
Givi
17:44 19-03-2023
0
კოპენჰაგენის ძირითადშია ხოჭოლავა, ვის ატყუებთ ტრავმა აქო, თქვე არასწორებო
irakli
17:17 19-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული