იძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში - სანიოლმა 17 წლის მოთამაშე მიიწვია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მატჩებისთვის მომავალი კვირიდან შეიკრიბება. ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ 26-კაციან შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა, "კოპენჰაგენის" მცველმა დავით ხოჭოლავამ მუხლის ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად კი ფრანგი მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ბათუმის "დინამოს" უკანახაზელი მამუკა კობახიძე იქნება.

ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე 17 წლის დებიუტანტი შეუერთდება. "დინამო თბილისის" წევრი გაბრიელ სიგუა ვილი სანიოლმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

"ჯვაროსნებს" ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი აკლია. სხვა მხვრივ, სიაში ყველა ის მოთამაშეა, რომელიც სამწვრთნელო შტაბმა შეარჩია.

შეგახსენებთ, 25 მარტს ბათუმში მონღოლეთის ნაკრებს ამხანაგურად
გავეჯიბრებით, სამი დღის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიელებს ვუმასპინძლებთ.

altსაქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტში გასამართი მატჩებისთვის

altშანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

მკითხველის კომენტარები / 37 /
Es seriozuli skandalia da unda gairkves simartle vis awkobda es sisulele???
Givi
19 მარტი 2023 17:44
0
კოპენჰაგენის ძირითადშია ხოჭოლავა, ვის ატყუებთ ტრავმა აქო, თქვე არასწორებო
irakli
19 მარტი 2023 17:17
0
“ტრავმირებული” ხოჭოლავა,,კოპენჰაგენის ძირითადშია!
ჰოი საოცრებავ
19 მარტი 2023 16:34
0
ხოჭოლავა და ბასილაშვილი ყველაზე არაპატრიოტი ქართველი სპორტსმენები არიან,უმარილო და უჯიგრო ტიპები!!!!!
**
19 მარტი 2023 16:24
6
პირადად არაფერს ვერჩი, მაგრამ კობახიძის გამოძახება ეხლა როგორ შეიძლებოდა :( კაი რა მართლა რა, კარგი რა. თუ დააყენა ხომ საერთოდ დასრულებულია ეს ციკლი . ან პირდაპირ ჩაწყობის ამბავია, ან შეუკიკინეს იმ კაცს ფავორიტებით და ერიდება ალბათ... გამოფხიზლდით რა ვისაც ეხება, შეიძლება კარგი ბიჭია მამუკა, ჯიგარი და ასე.შ, მაგრამ ძლივს ისტორიული შანსი გვაქვს და დაცვაში ასეთი რამე, ჩათვალეთ რომ გაგვანადგურებენ, ნელია ეს კაცი ნელია და ცეცხლი და სიფიცხე აკლია მოედანზე. ნელა ღებულობს გადაწყვეტილებებს, გამომეტყველება აქვს სახეზე გეგონება თამაში არ უნდა. კი, ვიღაცასთან შეიძლება გამოყენება, მაღალია , სიმპატიურია, თუ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ბაზარი არაა და ალბათ კარგი მეგობარია და ადამიანი, მარა ხალხნო ჰალანდთან ნორვეგიასთან ესაა ეხლა მთავარი? ასეთ მნიშვნელოვან მატჩი? ნუ ალანძღინებთ ამ კაცს ხალხს :( სულ არ ვერჩი არაფერს პირადად, მაგრამ ნაკრები არ გეცოდებათ? მთელი მსოფლიო გვიყურებს
კაპიტან გარდენბურგი
19 მარტი 2023 13:57
1
გელას კომენტარიას გამოქვეყნება არ შეიძლება, ნუ აქვეყნებთ პოლიტიკურ განცხადბებს, მითუმეტეს, ანტიუკრაინულს და პუტინისტურს
პატრიოტიროგორ შეიძლება ასეთი ანტიუ
19 მარტი 2023 12:33
1
კობახიძესხარ არაფერს არ ვერჩი მაგრამ რამდენჯერაც მაგის თამაში ვნახე,ძალიან სუსტია,მით უმეტეს ასეთ ძალისმიერ გუნდთან,როგორიც ნორვეგიაა.მართალია მე არ ვცხოვრობ საქართველოში,მაგრამ კომენტარებიც ამას ადასტურებს
კახა ქ.
19 მარტი 2023 12:10
0
ისე აგიხდათ ყველაფერი,როგორც მე სიგუაზე გავიფიქრე.მინდოდა დამეწერა(ჩემ ახლობელს კი მივწერე) ამ ბიჭს ყურადღება მიაქციონ,კარგი ბიჭი ჩანს თქო
კახა ქ.
19 მარტი 2023 12:01
1
ძაან არარეალური და აბსურდი მგონია ხოჭოლავას ძალით ექნა ეგეთი რაღაცა... სისულელეა... უბრალოდ საწყენია ტრავმა რო მიიღო, იმიტო რო იმ საქონელთან ცოტა ჯანით რაღაც წინააღმდეგობა შეეძლო გაეწია, კობახიძე ეროვნული ლიგის დონეს ვერ ქაჩავს, რაის ჰაალანდთან ჭიდაობა, ეგრევე გააგდებენ ))) კაშია მარტო ძაან ცოდოა, სისწრაფეში და ჯანში შანსი არ აქვს, პოზიციურად თუ რამეს უზამს, იმედიანად კი ვართ მარა თავის გადადება გადმოდება და ისევ გადადება დაჭირდება მთელ გუნდს რო წარმატებას მივაღწიოთ, სხვანაირად შანსი არ გვაქვს
რა მაფიაა?
19 მარტი 2023 11:45
1
ეჭვის დონეზე ვუშვებ, რომ ხოჭოლავას არ უნდა ნაკრებში თამაში საზანოვის და გაგნიძეს გვერდით.
ისე თუ რამე მაგდაგვარია ან მწვრთნელთან აქვს რა პრობლემა თქვას რა, მართლა ესე ნაკრების თამაშის წინ მიკროტრავმები ტეხავს
ზურა
19 მარტი 2023 11:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული