"გამაყუჩებლით ვითამაშე და ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მივფრინავ" - განუცხადა ხოჭოლავამ Geo Team-ს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ხოჭოლავა მუხლის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში ვერ დაეხმარება, დღეს კი მან "კოპენჰაგენის" რიგებში დანიის ჩემპიონატზე "ვიბორგთან" მოგებულ მატჩში (2:1) შეუცვლელად ითამაშა.

ამ თემაზე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს: "რამდენიმე დღის წინ დავით ხოჭოლავას და ვილი სანიოლს შორის კომუნიკაცია შედგა, ქართველ მცველს მუხლი აწუხებს და სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელის თამაშის შანსი ეროვნულ ნაკრებში 0% იყო.

Geo Team-ის ინფორმაციით, ხოჭოლავას დღევანდელი თამაშის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ნაკრებში არ ჰქონიათ.

ჩვენივე ინფორმაციით, "კოპენჰაგენის" მატჩის დასრულების შემდეგ
იგეგმება სატელეფონი ზარი ფეხბურთელსა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს შორის".

ხოჭოლავამ გამოცემას განუცხადა, რომ მისთვის საქართველოს ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღე 1 ნემს სითხეს უღებენ მუხლიდან, ფეხზე ძლივს დგას, ეროვნულ გუნდში ფიზიკურად ვერ ჩამოვიდოდა, დღეს იძულებული იყო გამაყუჩებლით ეთამაშა, ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მიფრინავს და 4-5 კვირა ვერ ივარჯიშებს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ნაკრებს რომ გამოადგნენ და სამშობლო ასახელონ, იმიტომ ვგულშემატკივრობთ მას და ,,კოპენჰაგენს", თორემ, ხოჭოლავა იქნება გვარად, თუ ჯიქია, აწი აღარ აქვს მნიშვნელობა.
გოგია
08:42 22-03-2023
1
არავის, მათ შორია არც ხოჭოლავას გალანძღვას არ ვაპირებ. მისი არჩევანია თუ მისთვის ნაკრები მეორეხარისხოვანია კლუბთან შედარებით. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნაკრების კარი უნდა დაიკეტოს მისთვისაც და ნებისმიერი ფეხბურთელისთვისაც ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს! ეს ელემენტარულია და აქ უკვე პრეტენზიები მექნებოდა ნაკრების ხელმძღვანელობასთან თუ ისინი კიდევ გამოიძახებენ ხოჭოლავას. რაც შეეხება ფედერაციას - ფედერაციისათვის არ თამაშობს ნაკრები, ნაკრები ხალხისაა და ხალხისთვის თამაშობს. გამარჯვება ნაკრებს და საქართველოს!
არტ
00:04 22-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული