"გამაყუჩებლით ვითამაშე და ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მივფრინავ" - განუცხადა ხოჭოლავამ Geo Team-ს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ხოჭოლავა მუხლის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში ვერ დაეხმარება, დღეს კი მან "კოპენჰაგენის" რიგებში დანიის ჩემპიონატზე "ვიბორგთან" მოგებულ მატჩში (2:1) შეუცვლელად ითამაშა.

ამ თემაზე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს: "რამდენიმე დღის წინ დავით ხოჭოლავას და ვილი სანიოლს შორის კომუნიკაცია შედგა, ქართველ მცველს მუხლი აწუხებს და სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელის თამაშის შანსი ეროვნულ ნაკრებში 0% იყო.

Geo Team-ის ინფორმაციით, ხოჭოლავას დღევანდელი თამაშის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ნაკრებში არ ჰქონიათ.

ჩვენივე ინფორმაციით, "კოპენჰაგენის" მატჩის დასრულების შემდეგ
იგეგმება სატელეფონი ზარი ფეხბურთელსა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს შორის".

ხოჭოლავამ გამოცემას განუცხადა, რომ მისთვის საქართველოს ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღე 1 ნემს სითხეს უღებენ მუხლიდან, ფეხზე ძლივს დგას, ეროვნულ გუნდში ფიზიკურად ვერ ჩამოვიდოდა, დღეს იძულებული იყო გამაყუჩებლით ეთამაშა, ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მიფრინავს და 4-5 კვირა ვერ ივარჯიშებს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
Daaxloebit masetive gaurkvevlobaa witaishviltan dakavshirebit,klubshi ganacxadshic ar aris 2 tamashia travmis gamo(kovelshemtxvevashi oficialurad) da tan sanakrebo siashia,vinmem xom unda gaaketos komentari da gagvarkvios mainc mis mdgomareobaze?
Givi
19 მარტი 2023 23:57
4
კომენტარებს გადავხედე და ამდენი ზიზღი მგონი რაც ქართველებს აქვთ თავიანთი ხალხის მიმართ მგონი არც ერთ ერში არ არის, მერე ვდგევართ და გვიკვირს რატომ არის ქვეყანა ასეთ დღეში, ხალხმა რომლებიც საერთოდ გონში არ იყვნენ რაში იყო საქმე ეგრევე მოღალატედ გამოაცხადეს ხოჭოლავა, ნეტავ ეხლა თავიანთი დაწერილი კომენტარების თუ მაინც სცხვენიათ.
მამუკა
19 მარტი 2023 23:25
24
ძალიან თავისუფლად შეიძლებოდა ამ ყველაფრის გარკვევა და გაჟღერება... თავიდანვე არ მეგონა მე რომ რამე პოლიტიკურ კონფლიქტოლოგიური ამბავი იყო აქ, მარა ამხელა აურზაურს ავცდებოდით... რეალურად შესაძლებელია მსგავსი ამბავი მედიცინის კუთხით, ოპერაცია მარტო მოტეხილს ფეხს არ ჭირდება... პოგბაც საოპერაციო იყო მარა არ გაუკეთეს ოპერაცია და ვარჯიშობდა და თამაშობდა... ჯანმრთელობა და წარმატევები ხოჭოს, ბევრი აგრესია წამოვიდა მის მიმართ სრულიად უადგილოდ, უბრალოდ ძალიან საჭირო იყო ეხლა გუნდში... კიტეს ამბავიც კიდე ძალიან არ მგონია რამე მაიმუნობა იყოს, მარა აი ლოჩოშვილი განაცხადში მაინც ყოლოდათ, კობახიძეს ცვეტში აჯობებდა ფიზიკურად მაინც... :-/
რა მაფიაა?
19 მარტი 2023 23:15
7
იტყუება . ნაკრებში გამაყუჩებლით ვერ ითამაშებდა?
ტოტტი
19 მარტი 2023 23:12
10
ვლადიმერ ვაისს ვთხოვოთ თქვას სიმართლე ამ ბიჭუნაზე
არჩილი
19 მარტი 2023 22:58
5
ანუ კლუბში ტრამვირებული ფეხით თამაში შეიძლება?!
!!
19 მარტი 2023 22:46
7
გთკ ბოტი თუ ხარ გეპატიება , მაგრამ თუ არა რა არი გაურკვეველი უთამაშებელი კიტე ბევრს ჯობია ეხლა ვინცაა გამოძახებული,გულშემატკივარს ახსნის ღირსადაც რომ არ თვლის ვაი ფედერაცია რატომ არ გამოიძახეს ეგაა ზუსტად შუაში
...
დავითი
19 მარტი 2023 22:40
14
კიტე ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია და საუკეთესო მის პოზიციაზე,მაგრამ როგორც გეტყობა ინფორმაცია არ გაქვს მის საკლუბო ცხოვრებაზე, 1 თვეა კლუბში არ უთამაშია,ტრავმები აქვს ბიჭს და ნელ-ნელა იწყებს ისევ თამაშს, დარწმუნებული ვარ ესე გადაწყვიტა ორივე მხარემ მისი უკეთესი მომავლისთვის,რადგან ბოლო 2 წელია უკვე რამოდენიმე ტრავმა გადაიტანა.
საქართველო
20 მარტი 2023 04:30
0
ანუ კაცი საოპერაციოდ ემზადება რამდენმე დღეში და აიძულებენ ტკივილგამაყუჩებლით ითამაშოს??? საგიჟეთია, "ბესპრეძელი", მონათა ბაზარი თუ რა ხდება ვერ გავიგე??? სადაა ფედერაცია???
ალექს
19 მარტი 2023 22:35
4
არავითარი
თგკს
19 მარტი 2023 22:35
3
ფედერაცია კი არა მართლა ქოც კანტორაა, არავითარი პასუხისმგებლობა და არავითარი პატივისცემა ქართველი გულშემატკივრების,ინფორმირება გულშემატკივრების სხვათა შორის თქვენი ვალდებულებააა. იაშვილს კიდე ნეაპოლში კვარასთან პოზიორობას ურჩევნია თავისი საქმე აკეთოს როგორც მოეთხოვება .
ყოჩაღ
19 მარტი 2023 22:31
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული