დანიის სუპერლიგის მეთორმეტე ტურში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ვეილე“ 3:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა 82-ე წუთამდე ითამაშა - შეფასებები: flashscore 7.1, sofascore 6.8.
„კოპენჰაგენმა“ 24 ქულა მოაგროვა, ლიდერ „მიდტიულანდს“ დაეწია, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს, კონფერენს ლიგაზე სევილიაში „ბეტისთან“ გამართავს.
კოპენჰაგენი. „პარკენი“
კოპენჰაგენი - ვეილე 3:1
გოლები: 1:0 ელიუნუსი (25), 2:0 კლასონი (59), 2:1 კირკეგაარდი (77), 3:1 კლასონი (90+2)