"გამაყუჩებლით ვითამაშე და ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მივფრინავ" - განუცხადა ხოჭოლავამ Geo Team-ს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ხოჭოლავა მუხლის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში ვერ დაეხმარება, დღეს კი მან "კოპენჰაგენის" რიგებში დანიის ჩემპიონატზე "ვიბორგთან" მოგებულ მატჩში (2:1) შეუცვლელად ითამაშა.

ამ თემაზე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს: "რამდენიმე დღის წინ დავით ხოჭოლავას და ვილი სანიოლს შორის კომუნიკაცია შედგა, ქართველ მცველს მუხლი აწუხებს და სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელის თამაშის შანსი ეროვნულ ნაკრებში 0% იყო.

Geo Team-ის ინფორმაციით, ხოჭოლავას დღევანდელი თამაშის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ნაკრებში არ ჰქონიათ.

ჩვენივე ინფორმაციით, "კოპენჰაგენის" მატჩის დასრულების შემდეგ
იგეგმება სატელეფონი ზარი ფეხბურთელსა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს შორის".

ხოჭოლავამ გამოცემას განუცხადა, რომ მისთვის საქართველოს ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღე 1 ნემს სითხეს უღებენ მუხლიდან, ფეხზე ძლივს დგას, ეროვნულ გუნდში ფიზიკურად ვერ ჩამოვიდოდა, დღეს იძულებული იყო გამაყუჩებლით ეთამაშა, ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მიფრინავს და 4-5 კვირა ვერ ივარჯიშებს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ხოჭოლავას მე პირადათ ტაბიძე მირჩევნია!!!
გიორგი
19 მარტი 2023 22:14
12
მე ლოჩოშვილიც მირჩევნია
გიორგის
19 მარტი 2023 22:43
7
პოლიტიკა მეზიზღება , არც პოზიციის მჯერა და არც ოპოზიციის . მაგრამ ქოცების დალაგებული საქმე არ გაიშვას , რას გავს ეს ხოჭოლავას რო თავი დავანებოთ , კიტეიშვილზე რაღას იტყვით ? ...
სიმართლე
19 მარტი 2023 22:04
33
Mიჰაჰამოვიდა?
Lebron
19 მარტი 2023 22:35
6
და კიტეიშვილს რა კავშირი აქვს ქოცებთან?
თგკ
19 მარტი 2023 22:17
3
Tqve dalocvilebo xom sheidzleboda tundac gushin getqvat sheidzleba itamashos gamakucheblebit, shemdeg ki dagegmilia da uewveli operacia unda gaiketoso,agar mokveboda amdeni aurzauri,es kvelaferi xom elementaluria da shesadzlebelia dgevandeli komunikaciis pirobebshi?!
Givi
19 მარტი 2023 22:03
4
Tu egrea ganojanmrteleba male...
L.J .
19 მარტი 2023 22:01
3
გენაცვალე ყველაფერი კარგად იქნება !! კიტე თამაშობს რატო არაა?
beqa
19 მარტი 2023 21:50
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული