"გამაყუჩებლით ვითამაშე და ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მივფრინავ" - განუცხადა ხოჭოლავამ Geo Team-ს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ხოჭოლავა მუხლის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში ვერ დაეხმარება, დღეს კი მან "კოპენჰაგენის" რიგებში დანიის ჩემპიონატზე "ვიბორგთან" მოგებულ მატჩში (2:1) შეუცვლელად ითამაშა.

ამ თემაზე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს: "რამდენიმე დღის წინ დავით ხოჭოლავას და ვილი სანიოლს შორის კომუნიკაცია შედგა, ქართველ მცველს მუხლი აწუხებს და სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელის თამაშის შანსი ეროვნულ ნაკრებში 0% იყო.

Geo Team-ის ინფორმაციით, ხოჭოლავას დღევანდელი თამაშის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ნაკრებში არ ჰქონიათ.

ჩვენივე ინფორმაციით, "კოპენჰაგენის" მატჩის დასრულების შემდეგ
იგეგმება სატელეფონი ზარი ფეხბურთელსა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს შორის".

ხოჭოლავამ გამოცემას განუცხადა, რომ მისთვის საქართველოს ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღე 1 ნემს სითხეს უღებენ მუხლიდან, ფეხზე ძლივს დგას, ეროვნულ გუნდში ფიზიკურად ვერ ჩამოვიდოდა, დღეს იძულებული იყო გამაყუჩებლით ეთამაშა, ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მიფრინავს და 4-5 კვირა ვერ ივარჯიშებს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ლევან შენგელიას სომხეთთან და ჯიმი ტაბიძის შვეიცარიასთან გატეხილი თავებით თამაში არასდროს დამავიწყდება!!!!!მადლობა ბიჭებო ამ თავდადებისთვის,ერთი რიგითი გულშემატკივარი.ვისაც არ უნდა ნაკრებში თამაში კარგად იყოს!!!!!!
გიორგი
20 მარტი 2023 00:45
4
გამაყუჩებლით შეუცვლელად? ვის სჯერა ეხლა მაგ ზღაპრების. 2 კვირა ეხლა ისედაც სანაკრებო შესვენებაა, მესამე კვირის ბოლოს უკვე ტური უწევა და აგერ ნახავთ, ითამაშებს იმ ტურსაც. ტეხავს. როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა გქონდეს, ტეხავს ნაკრებზე უარის თქმა. ხალხს
რას ემართლები, კალაძე კობიაშვილის სასტავი თუ არ მოგონს.
შეუცვლელად?
20 მარტი 2023 03:48
4
გამოჩნდა აგერ რა კაცი და ადამიანიც არის ხოჭოლავა,,ფეხბურთელობაზე არ არის აქ საუბარი რა დონისაა (ეგეც არ მყავდეს გრანდის ფეხბურთელი))პიროვნება და ადამიანი ყოფილა ნული,,ნაკრების შეკრება გამოიყენა იმისთვის რო ოპერაცია გაეკეთებინა და საკლუბო თამაშები რაც შეილება ნაკლები გაეცდინა,,თან არ დაგავიწყდეთ ეს არის გეგმიური ოპერაცია და არა სასწრაფო ხოდა დაეგეგმა ისეთ დროს რო ნაკრებისთვის მწყობრში ჩამდგარიყო,,თან რა თამაშისთვის
კოტეს
20 მარტი 2023 10:34
0
ადამიანს რო არ იცნობ ეგეთი რამეები არ უნდა დააბრალო.დათო არაა ის პიროვნება ვისაც საქართვეო და ქართველი ხალხი ფეხებზე ეკიდოს ზოგიერთებისგან განსხვავებით.ცილს ნუ სწამებ
kote
20 მარტი 2023 06:12
18
ანუ გამოდის რომ დიდი ხანი აწუხებს და სანაკრებო პაუზას იყენებს სამკურნალოდ, ეს ნიშნავს ნაკრებს იკიდებს და გუნდში თამაში პრიორიტეტია.
ესეთი მოთამაშე ნაკრების ღირსი არ არის!!!
ეს ყველაფერი თვითონ ხოჭოლავას საუბრიდან ჩანს ესე!
ზურა
20 მარტი 2023 09:37
3
კიარ ჩანს ზუსტად ეგრეა,,მით უმეტეს ისეთი ტრავმა არ აქვს უცებ რო აიკიდოს ფეხბურთელმა თამაშში,,მუხლიდან სითხეს მიღებდნენო და გამაყუჩებლით ვითამაშეო რატომ?? 4-5 კვირა ჭირდება მაგ ტრავმას და ნემსი კიარა ოპერაცია უნდა გაგეკეთებინა და დღეს მწყობრში იქნებოდი,,ნემსებით თამაშობდი იმიტო რო როგორმე სანაკრებო პაუზამდე მიგეღწია და მერე გაგეკეთებინა ოპერაცია რო საკლუბო თამაშები რაც შეილება ნაკლები გამოგეტოვებინა კიდე იმას იძახი ნაკრები ჩემთვის მნიშვნელოვანიაოო??ერთი მარადიშვილისთვის არი მნიშვნელოვანი ჩვენი ნაკრები და მეორე შენთვის,,მომდევნო სანაკრებო პაუზაც მალე მოვა და ქართველი გულშემატკივარი გაგცემს მაგ პრ,,,სთვის პასუხს,,
გელა
20 მარტი 2023 10:24
1
არსებობს ნეტა ადამიანი ვისაც ეს სჯერა?? :)))
goga
20 მარტი 2023 00:17
3
ეხლა ვხვდები თორნიკე შენგელიამ რამხელა თავდადება ჩაიდინა თავისი ნაკრებისთვის!!!!
!!!
20 მარტი 2023 09:37
2
ძაან ცუდი თემა მოხდა ფაქტია ამ უმნიშვნელო თამაშის წინ, სავარაუდოდ მინიმუმ მაინც უნდა გადაიხედოს ამ ბიჭის სამომავლო თემა ნაკრებში, როგორც იწერება თან ნაკრებში არ იცოდნენ დღეს რომ უნდა ეთამაშა, ეგეც ხომ არის რომ ეთქვა ოპერაციას ვიკეთებ მაგრამ ამ ტურს ვთამაშობ. დიდი ალბათობით უნდა ჩამოაშორონ ნაკრებს.
stumari
20 მარტი 2023 09:22
4
ანუ კაცი საოპერაციოდ ემზადება რამდენმე დღეში და აიძულებენ ტკივილგამაყუჩებლით ითამაშოს??? საგიჟეთია, "ბესპრეძელი", მონათა ბაზარი თუ რა ხდება ვერ გავიგე??? სადაა ფედერაცია???
ალექს
19 მარტი 2023 22:35
4
ანუ კლუბში ტრამვირებული ფეხით თამაში შეიძლება?!
!!
19 მარტი 2023 22:46
7
იტყუება . ნაკრებში გამაყუჩებლით ვერ ითამაშებდა?
ტოტტი
19 მარტი 2023 23:12
10
"ზიგიერთი ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონა"!!!
ოტია იოსელიანი
20 მარტი 2023 09:22
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული