"გამაყუჩებლით ვითამაშე და ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მივფრინავ" - განუცხადა ხოჭოლავამ Geo Team-ს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ხოჭოლავა მუხლის ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებში ვერ დაეხმარება, დღეს კი მან "კოპენჰაგენის" რიგებში დანიის ჩემპიონატზე "ვიბორგთან" მოგებულ მატჩში (2:1) შეუცვლელად ითამაშა.

ამ თემაზე ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს: "რამდენიმე დღის წინ დავით ხოჭოლავას და ვილი სანიოლს შორის კომუნიკაცია შედგა, ქართველ მცველს მუხლი აწუხებს და სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელის თამაშის შანსი ეროვნულ ნაკრებში 0% იყო.

Geo Team-ის ინფორმაციით, ხოჭოლავას დღევანდელი თამაშის შესახებ ინფორმაცია ეროვნულ ნაკრებში არ ჰქონიათ.

ჩვენივე ინფორმაციით, "კოპენჰაგენის" მატჩის დასრულების შემდეგ
იგეგმება სატელეფონი ზარი ფეხბურთელსა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს შორის".

ხოჭოლავამ გამოცემას განუცხადა, რომ მისთვის საქართველოს ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღე 1 ნემს სითხეს უღებენ მუხლიდან, ფეხზე ძლივს დგას, ეროვნულ გუნდში ფიზიკურად ვერ ჩამოვიდოდა, დღეს იძულებული იყო გამაყუჩებლით ეთამაშა, ხვალ ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში მიფრინავს და 4-5 კვირა ვერ ივარჯიშებს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ლევან შენგელიას სომხეთთან და ჯიმი ტაბიძის შვეიცარიასთან გატეხილი თავებით თამაში არასდროს დამავიწყდება!!!!!მადლობა ბიჭებო ამ თავდადებისთვის,ერთი რიგითი გულშემატკივარი.ვისაც არ უნდა ნაკრებში თამაში კარგად იყოს!!!!!!
გიორგი
00:45 20-03-2023
4
გამაყუჩებლით შეუცვლელად? ვის სჯერა ეხლა მაგ ზღაპრების. 2 კვირა ეხლა ისედაც სანაკრებო შესვენებაა, მესამე კვირის ბოლოს უკვე ტური უწევა და აგერ ნახავთ, ითამაშებს იმ ტურსაც. ტეხავს. როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა გქონდეს, ტეხავს ნაკრებზე უარის თქმა. ხალხს
რას ემართლები, კალაძე კობიაშვილის სასტავი თუ არ მოგონს.
შეუცვლელად?
03:48 20-03-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული