დანაკლისი ნაკრებში - ეროვნული გუნდი მზადებას 25 ფეხბურთელით განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

შეკრების მესამე დღეს ვილი სანიოლის გუნდმა კვლავ "დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ჩვენმა გუნდმა ვარჯიში სრული შემადგენლობით დაიწყო, საწვრთნელ პროცესში მიღებული ტრავმის გამო გუნდს ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა. 23 მარტიდან ჩვენი გუნდი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელთან ერთად მოემზადება.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს გამართავს, 28 მარტს კი ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სა
დაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „თუ გვინდა, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა ავიღოთ და ვიოცნებოთ, რომ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილი დავიკავოთ.

გვექნება ამბიცია და დანარჩენი სათამაშო ხარისხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, ჩვენ მომზადებაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელად თუ ვიქნებით, გვაქვს შანსი, რომ ჯგუფში ჩვენი სათქმელი ვთქვათ.

ყოველთვის ვამბობ, რომ ნაკრები ჩემი საყვარელი ადგილია. მით უმეტეს, ისეთ ნაკრებში ყოფნა, სადაც ძალიან ბევრი წარმატებაა, ბევრი შრომა იდება და მიზანდასახული გუნდია. საამაყოა, იყო ასეთი გუნდის წევრი და კაპიტანი“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სოლომონ კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლუკა გაგნიძე ("დინამო" მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა („დინამო“, თბილისი, საქართველო) გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", სტამბოლი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, მასაზირი, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
არ ვიცი ძმაო,მე არ მომეწონა მევქბიშვილი-თუ ამბიცია გაქვს ახალგაზრდა ბიჭს გიბრალტართან მარტო უკან და გვერდზე პასი არ უნდა ითამაშო,შეტევაზე უნდა წახვიდე.
მე ვერ ვიგრძენი რომ მისი სახით ნაკრებს ძალა მიემატა,ასე ფეხში მომეცი პასი და მე ვინმეს გავუგორებ მეც შემიძლია
Levani
23 მარტი 2023 16:34
0
კიდე რამდენი ფუნთუშაჭამია გამოგვაკლდება ნეტავ?
Master
23 მარტი 2023 10:37
9
ჩეტოს...პირადად მექვაბას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,თუმცა ამას მოისწრაფიშვილი მირჩევნია.ზოგადად ქართველ ფეხბურთელებს ვგულისხმობ.კაშიას,კვარა,კვეკვე,დავითა,კაშია ტრავმას თითქმის არ იღებენ.დანარჩენებს რა სჭირთ ასეთი ვარჯიშზე რო იმტვრევიან.ასოციაცია ფუნთუშა მომდის რა ვქნა...
Master
23 მარტი 2023 18:34
0
უბრალოდ, ვიღაცას უნდა აეხსნა ამ ბავშვისთვის, რომ ეს ის მონღოლები აღარ არიან, ხერხემალში რომ ამტვრევდნენ მოწინააღმდეგეს....
დდდ
23 მარტი 2023 13:58
2
ყველა გამოხმაურება
ბრუნეის ნაკრებთან წაუგია ბოლო თამაში 0-2.მონღოლურ საფეხბურთო წრეებში აქტიურად მიდის საუბარი რომ ამ წაგების მერე მონღელეთი სათამაშო სქემას გადაწყობს 4-4-2-იდან 4-3-3-ზე.იმედია ვილი სანიოლი საქმის კურსშია.
გიო
23 მარტი 2023 10:35
0
გვეშველა.მექვაბა ჯონჯოლი არ ეყოლებათ!!
ნორვეგიის ფანი
23 მარტი 2023 09:01
21
მექვაბიშვილის ტრამვას ავიტანთ
1981
23 მარტი 2023 08:43
13
ისე ხუმრობა იქით იყოს და მონღოლები კონტრშეტევაზე მაგრები არიან, ისტორიულად :D
შეტევა
23 მარტი 2023 08:38
5
მთავარია დავითაშვილი იყოს ნაკრებში…კაცისტატისტიკა,კაცი გოლნახევარი,კაცი კომენტარი…
lado
23 მარტი 2023 07:59
11
დავითაშვილი მონდომებული ბიჭია,კარგი ,საშუალო დონის ფეხბურთელი, რამე განსაკუთრებული ნაღდად არა
ვალერი
23 მარტი 2023 14:55
1
მონღოლეთი საბრძოლო შემადგენლობით ჩამოდის თუ ახალ სახეებსაც უნდა ველოდოთ?
Levani
23 მარტი 2023 03:10
1
გენიალური კომენტარია :):):)
x
23 მარტი 2023 08:13
2
ჩინგიზ-ყაენი, გუიუქი, ბათო-ყაენი, ყუბილაი და თემურლენგი სიკვდილის გამო ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.
თავდასხმაში პრობლემები აქვთო
23 მარტი 2023 07:41
0
არ მახსოვს ვინმე ტრავმით არ დაგკვლებოდეს, რა გვჭირს ასეთი?
irakli
23 მარტი 2023 01:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული