მატჩის დღე! კვარაცხელია ჩაკვეტაძემ უნდა შეცვალოს?

AutoSharing Option
დღეს, 25 მარტს, 18 საათზე, საქართველოს ნაკრები 2023 წელს მონღოლეთის ნაკრებთან ბათუმში მასპინძლობით დაიწყებს.  მატჩების წინ Sportall.ge სავარაუდო შემადგენლობას მუდმივად გთავაზობთ, რაც უმეტეს შემთხვევაში, თითქმის ემთხვევა მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს. მონღოლეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის ეს ამბავი საკმაოდ რთული იყო, რადგან მეტოქე სუსტია, 3 დღეში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გვაქვს, ზოგიერთი ფეხბურთელი სწორედ ამ პაექრობისთვის დაისვენებს, რამდენიმე მათგანს კი საკლუბო პრაქტიკის დეფიციტის შევსება სჭირდება. ყველაფრის გათვალისწინებით, მწვრთნელის კომენტარებით, სავარჯიშო პროცესითა თუ წარსული გამოცდილებით, ვეცდებით, მაქსიმალურად ობიექტური სურათი დავხატოთ.

კაპიტანი ლორია

დავით ხოჭოლავას არყოფნაში,
რომელიც მუდმივად სასტარტოს წევრი იყო, დაცვის ხაზი ახალი მოთამაშით უნდა შეივსოს. ჯერ არანაირი საბაბი არ გვაქვს იმისთვის, რომ სანიოლი 3-მცველიან ტაქტიკას შეცვლის.

ვილი სანიოლმა უკვე თქვა, რომ კარს გიორგი ლორია დაიცავს და კაპიტანიც იქნება. აქვს დარწმუნებით ვივარაუდებთ, რომ ნორვეგიელებთან გიორგი მამარდაშვილს ვნახავთ.

დარჩენილი დღეები ბევრს გადაწყვეტს, თუმცა გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას გარეშე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამოსვლა რთულად წარმოგვიდგენია. მათ გვერდით თამაშის დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ ლაშა დვალსა და საბა საზონოვს, ჯიმი ტაბიძეს კი, ალბათ, უფრო ნაკლები. მონღოლეთთან დაპირისპირება ფრანგმა დამრიგებელმა იქნებ ზუსტად იმის გარკვევას დაუთმოს, თუ ვინ იქნება მესამე ცენტრალური მცველი და ამისთვის ეს მატჩი მაქსიმალურად გამოიყენოს. ლორიას კაპიტნობა გვაფიქრებს, რომ კაშია დაისვენებს.

Sportall.Ge

ფლანგები

თუკი ცენტრალურ მცველად გამოყენებას არ აპირებენ, ოთარ კაკაბაძე ნორვეგიასთან მარჯვენა ფლანგზე უნდა იყოს მოაზრებული. ის 3-მცველიანი ტაქტიკისას შეტევაში ძალიან აქტიური არ არის, თუმცა, მეტოქიდან გამომდინარე, საჭიროებამ იქნებ ასეც მოიტანოს. აი, რაც შეეხება მონღოლეთის ნაკრებთან მატჩს, აქ გიორგი გოჩოლეიშვილისა და საბა ლობჟანიძისთვის დროის მიცემას ვვარაუდობთ. ერთი თუ "შახტარში" ახლა იწყებს, მეორეს თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო საკმაოდ გაუცდა და სანაკრებო მატჩი ძალიან გამოადგებათ. ლობჟანიძის პრესკონფერენციაზე განოჩენა გვაფიქრებს, რომ ის პირველივე წუთებიდან ითამაშებს. იქნებ სანიოლი რომელიმე მათგანის ნორვეგიელთა წინააღმდეგ დაყრდნობაზეც დაფიქრდეს.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, რაც უთამაშებლობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ირაკლი აზაროვისთვის დიდი დროის მიცემა და მასზე დაკვირვება ძალიან ლოგიკური გადაწვეტილება იქნება.

ნახევარდაცვა

სანიოლის თქმით, ლუკა გაგნიძე ახლა ნამდვილად მზადაა, ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. მის ამ სიტყვებს დამტკიცება სჭირდება და ფრანგს ამაზე უკეთესი საშუალება ნაკლებად ექნება, მოსკოვის "დინამოს" შუახაზელს სასტარტოში ველით. მაინც ვივარაუდოთ, რომ ის გიორგი აბურჯანიას შეუწყვილდება (ვიცე-კაპიტანი კვეკვესკირს სათადარიგო იქნება). ვილიმ 17 წლის გაბრიელ სიგუა ძალიან შეაქო და არ გამოვრიცხავთ, დრო მასაც მიეცეს.

Sportall.Ge

ხვიჩას გარეშე

"ერთა ლიგის" ახალი ფორმატის გამო ამხანაგური მატჩები იშვიათადაა. ბოლოს, მაროკოსთან როცა ვითამაშეთ, ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ტრავმის გამო აკლდა. ზუსტად ერთი წლის წინ, ალბანეთთან დაპირისპირებაში, "კვარა", როგორც შემდეგ გაირკვა, საპატიო მიზეზით არ ყოფილა, ნეაპოლში ჩაფრინდა და მომავალ გუნდთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდა. ხვიჩას ახლა ძალიან დატვირთული (და წარმატებული) სეზონი აქვს, წინ შესარჩევი ეტაპის მატჩია, ტრავმის რისკიც სულ არსებობს და მაინც გვგონია, სანიოლი მას სათადარიგოთა სკამზე დასვამს და მეორე ტაიმში დროს აუცილებლად მისცემს, თუნდაც დასკვნით 20 წუთს. ხვიჩას არყოფნაში მის პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძე უნდა ვიხილოთ. ის ბოლო დროს ბევრს თამაშობს, ტრავმები აღარ აწუხებს და ძალიან გვინდა, ნაკრებში ძველი დრო გაიხსენოს.

ფორმაში შესვლა გიორგი წიტაიშვილსაც სჭირდება. ის ძალიან, ძალიან ცოტას თამაშობს. "ლეხის" მოთამაშე მრავალპროფილურია, მას ნაკრებში ორივე ფლანგსა და სხვადასხვა პოზიციაზე ვხედავთ. ის, რომ ზურიკო დავითაშვილმა მაქსიმალურად დაისვენოს, ნორვეგიისთვის მოემზადოს და წიტაიშვილს დრო მიეცეს, მშვენიერი ვარიანტი უნდა იყოს. თავის შანსს გიორგი ბერიძეც ელის.

Sportall.Ge

ფორვარდი

თუკი სათამაშო ფორმის მიხედვით განვსაზღვრავთ, აქ საკამათო არაფერია, გიორგი მიქაუტაძე მშვენივრად გამოიყურება, საფრანგეთის ლიგა 2-ში 14 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს. თუმცა ტრავმიდან ახლად დაბრუნებული და კლუბშეცვლილი ბუდუ ზივზივაძე ჩვენი ნაკრების სათამაშო სქემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გასული მატჩები ამას ადასტურებს. სათამაშო წუთები ბუდუსაც სჭირდება და ვვარაუდობთ, მონღოლეთთან მას მიიღებს კიდეც. ამით სანიოლს ზუსტი შეფასებაც შეეძლება, ნორვეგიის ნაკრებთან მისი იმედი ძველებურად ჰქონდეს თუ არა.

altდანაკლისი ნაკრებში - ეროვნული გუნდი მზადებას 25 ფეხბურთელით განაგრძობს

altშანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

მკითხველის კომენტარები / 25 /
ლორია
გოჩოლა
საზონა
დვალი
წიტა
გაგნო
სიგუა
ჩაკვე
ლობჟიკა
ბერიძე
ვოლკი
შახრუდინი
16:08 25-03-2023
4
ლავი თუ არის სადმე
აგი
15:45 25-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული