მატჩის დღე! კვარაცხელია ჩაკვეტაძემ უნდა შეცვალოს?

AutoSharing Option
დღეს, 25 მარტს, 18 საათზე, საქართველოს ნაკრები 2023 წელს მონღოლეთის ნაკრებთან ბათუმში მასპინძლობით დაიწყებს.  მატჩების წინ Sportall.ge სავარაუდო შემადგენლობას მუდმივად გთავაზობთ, რაც უმეტეს შემთხვევაში, თითქმის ემთხვევა მთავარი მწვრთნელის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს. მონღოლეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის ეს ამბავი საკმაოდ რთული იყო, რადგან მეტოქე სუსტია, 3 დღეში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გვაქვს, ზოგიერთი ფეხბურთელი სწორედ ამ პაექრობისთვის დაისვენებს, რამდენიმე მათგანს კი საკლუბო პრაქტიკის დეფიციტის შევსება სჭირდება. ყველაფრის გათვალისწინებით, მწვრთნელის კომენტარებით, სავარჯიშო პროცესითა თუ წარსული გამოცდილებით, ვეცდებით, მაქსიმალურად ობიექტური სურათი დავხატოთ.

კაპიტანი ლორია

დავით ხოჭოლავას არყოფნაში,
რომელიც მუდმივად სასტარტოს წევრი იყო, დაცვის ხაზი ახალი მოთამაშით უნდა შეივსოს. ჯერ არანაირი საბაბი არ გვაქვს იმისთვის, რომ სანიოლი 3-მცველიან ტაქტიკას შეცვლის.

ვილი სანიოლმა უკვე თქვა, რომ კარს გიორგი ლორია დაიცავს და კაპიტანიც იქნება. აქვს დარწმუნებით ვივარაუდებთ, რომ ნორვეგიელებთან გიორგი მამარდაშვილს ვნახავთ.

დარჩენილი დღეები ბევრს გადაწყვეტს, თუმცა გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას გარეშე ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამოსვლა რთულად წარმოგვიდგენია. მათ გვერდით თამაშის დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ ლაშა დვალსა და საბა საზონოვს, ჯიმი ტაბიძეს კი, ალბათ, უფრო ნაკლები. მონღოლეთთან დაპირისპირება ფრანგმა დამრიგებელმა იქნებ ზუსტად იმის გარკვევას დაუთმოს, თუ ვინ იქნება მესამე ცენტრალური მცველი და ამისთვის ეს მატჩი მაქსიმალურად გამოიყენოს. ლორიას კაპიტნობა გვაფიქრებს, რომ კაშია დაისვენებს.

Sportall.Ge

ფლანგები

თუკი ცენტრალურ მცველად გამოყენებას არ აპირებენ, ოთარ კაკაბაძე ნორვეგიასთან მარჯვენა ფლანგზე უნდა იყოს მოაზრებული. ის 3-მცველიანი ტაქტიკისას შეტევაში ძალიან აქტიური არ არის, თუმცა, მეტოქიდან გამომდინარე, საჭიროებამ იქნებ ასეც მოიტანოს. აი, რაც შეეხება მონღოლეთის ნაკრებთან მატჩს, აქ გიორგი გოჩოლეიშვილისა და საბა ლობჟანიძისთვის დროის მიცემას ვვარაუდობთ. ერთი თუ "შახტარში" ახლა იწყებს, მეორეს თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო საკმაოდ გაუცდა და სანაკრებო მატჩი ძალიან გამოადგებათ. ლობჟანიძის პრესკონფერენციაზე განოჩენა გვაფიქრებს, რომ ის პირველივე წუთებიდან ითამაშებს. იქნებ სანიოლი რომელიმე მათგანის ნორვეგიელთა წინააღმდეგ დაყრდნობაზეც დაფიქრდეს.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, რაც უთამაშებლობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ირაკლი აზაროვისთვის დიდი დროის მიცემა და მასზე დაკვირვება ძალიან ლოგიკური გადაწვეტილება იქნება.

ნახევარდაცვა

სანიოლის თქმით, ლუკა გაგნიძე ახლა ნამდვილად მზადაა, ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. მის ამ სიტყვებს დამტკიცება სჭირდება და ფრანგს ამაზე უკეთესი საშუალება ნაკლებად ექნება, მოსკოვის "დინამოს" შუახაზელს სასტარტოში ველით. მაინც ვივარაუდოთ, რომ ის გიორგი აბურჯანიას შეუწყვილდება (ვიცე-კაპიტანი კვეკვესკირს სათადარიგო იქნება). ვილიმ 17 წლის გაბრიელ სიგუა ძალიან შეაქო და არ გამოვრიცხავთ, დრო მასაც მიეცეს.

Sportall.Ge

ხვიჩას გარეშე

"ერთა ლიგის" ახალი ფორმატის გამო ამხანაგური მატჩები იშვიათადაა. ბოლოს, მაროკოსთან როცა ვითამაშეთ, ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ტრავმის გამო აკლდა. ზუსტად ერთი წლის წინ, ალბანეთთან დაპირისპირებაში, "კვარა", როგორც შემდეგ გაირკვა, საპატიო მიზეზით არ ყოფილა, ნეაპოლში ჩაფრინდა და მომავალ გუნდთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდა. ხვიჩას ახლა ძალიან დატვირთული (და წარმატებული) სეზონი აქვს, წინ შესარჩევი ეტაპის მატჩია, ტრავმის რისკიც სულ არსებობს და მაინც გვგონია, სანიოლი მას სათადარიგოთა სკამზე დასვამს და მეორე ტაიმში დროს აუცილებლად მისცემს, თუნდაც დასკვნით 20 წუთს. ხვიჩას არყოფნაში მის პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძე უნდა ვიხილოთ. ის ბოლო დროს ბევრს თამაშობს, ტრავმები აღარ აწუხებს და ძალიან გვინდა, ნაკრებში ძველი დრო გაიხსენოს.

ფორმაში შესვლა გიორგი წიტაიშვილსაც სჭირდება. ის ძალიან, ძალიან ცოტას თამაშობს. "ლეხის" მოთამაშე მრავალპროფილურია, მას ნაკრებში ორივე ფლანგსა და სხვადასხვა პოზიციაზე ვხედავთ. ის, რომ ზურიკო დავითაშვილმა მაქსიმალურად დაისვენოს, ნორვეგიისთვის მოემზადოს და წიტაიშვილს დრო მიეცეს, მშვენიერი ვარიანტი უნდა იყოს. თავის შანსს გიორგი ბერიძეც ელის.

Sportall.Ge

ფორვარდი

თუკი სათამაშო ფორმის მიხედვით განვსაზღვრავთ, აქ საკამათო არაფერია, გიორგი მიქაუტაძე მშვენივრად გამოიყურება, საფრანგეთის ლიგა 2-ში 14 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს. თუმცა ტრავმიდან ახლად დაბრუნებული და კლუბშეცვლილი ბუდუ ზივზივაძე ჩვენი ნაკრების სათამაშო სქემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გასული მატჩები ამას ადასტურებს. სათამაშო წუთები ბუდუსაც სჭირდება და ვვარაუდობთ, მონღოლეთთან მას მიიღებს კიდეც. ამით სანიოლს ზუსტი შეფასებაც შეეძლება, ნორვეგიის ნაკრებთან მისი იმედი ძველებურად ჰქონდეს თუ არა.

altდანაკლისი ნაკრებში - ეროვნული გუნდი მზადებას 25 ფეხბურთელით განაგრძობს

altშანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩა და მიქაუტაძე დასაწყისიდანვე აიკლებენ ნორვეგიის დაცვას,ზურიკომ კი აუცილებლად უნდა გაიტანოს,რათა დამაჯერებლობა მოემატოს შემდეგისთვის,ჩაკვეტაძე-აი ვისზეა დამოკიდებული მოედნის შუაგული,წიტაიშვილს კი არ სჭირდება მოტივაცია,ბოლო-ბოლო მსოფლიოს ჩემპიონია და მაგარი გულიანი ბიჭია,მჯერა რომ დაამტკიცებს!დაცვაში კაშია,საზონოვი,კვირკველია,ყრუ კედელი!!!და შედეგიც დადებითი იქნება!ასეთი მგლებით ნორვეგიას დავაჩოქებთ!!!
ზაზა
23 მარტი 2023 12:08
5
შენს პირს შაქარი
მეგრელი
23 მარტი 2023 13:39
1
Netavi mase iknebodes rasac shen ambob
Kutaisi
23 მარტი 2023 12:37
1
ჩაკვეტაძის დაყენება მონგოლეთთან კვარას ადგილას არასწორი მგონია, ჩაკვე უნდა ათამაშოს იქ სადაც ნორვეგიასთან ფიქრობს მის გამოყენებას.
ილია
23 მარტი 2023 12:54
1
მონღოლეთთან თუ წავაგეთ უეჭველი ხარკის გადახდას მოგვთხოვენ
Levani
23 მარტი 2023 14:31
2
Levani-ს

ხარკის გარდა კობახიძის თავსაც მოგვთხოვენ.
G.LA
23 მარტი 2023 18:47
5
უკვე მეორედ ვკითხულობ ამ გვერდზე რომ კაკაბაძე შეტევაში ძლიერი არაა, არადა ამ დროს, ამ ბიჭს დაცვის თამაშიც ისევე რო შეეძლოს როგორც შეტევაში, რა უჭირდა... ნუ ფორმაში როცაა, ეხლა კიდე ზედიზედ გაოქნდა გოლები და ასისტებიც და რას ერჩით?
რა მაფიაა?
24 მარტი 2023 14:47
1
შეტევაში ძლიერი არააო არ უთქვამს. ეს ტაქტიკა არ მისცემს ამის საშუალებასო. წაკითხულს გააზრება უნდა...
ზურა
25 მარტი 2023 12:28
0
მეც ვფიქრობ შეტევა უფრო ძლიერი კოზირია ოთარისთვის
გიორგი
25 მარტი 2023 10:55
0
ნამდვილად კვარა უნდა დაასვენოს მონღოლეთთან გარისკვა არ ღირს, ამათი ფეხბურთის თამაში ყველაფ ერს გავს ფეხბურთის გარდა და ნამდვილად არავის არ გვინდა ვიღაც გობის უდაბნოში აღრზდილმა "ყასაბმა" მისი "ოსტატობა" კვარას ფეხებზე დატესტოს. უმჯობესია მონღოლეთთან ხვიჩა სრულად დაასვენოს სანიოლმა და გადამწყვეტ მატჩში დასვენებული კვარა სრული დარტვით აიკლების ნორვეგიის დაცვის ყველა ღრიჭოს.
Charley
23 მარტი 2023 14:22
3
ხვიჩა მონღოლეთთან საერთოდ არ უნდა ათამაშოს. არაა საჭირო ზედმეტი რისკი.
buba
23 მარტი 2023 12:48
3
ნაკრებს ჰყავს ორი წევრი რომელის ფაქტიურად შეუცვლელია კაშო და კვარა. სხვა პოზიციებს არის მეტნაკლებად კონკურენცია. ამიტომ ამ ორი ფეხბურთელის გამოცდას არანაირი აზრი არ აქვს. ისედაც კვარამ კვირას ითამაშა და სათამაშო ტონუსის ნაკლებობას ნაღდად არ განიცდის. ვნახოთ კვარას გარეშე ნაკრები თუნდაც მონღოლეთთან რა ფეხბურთს ითამაშებს, გიბრალტართან კვარა რომ გაიყვანა რამის გაგვითანაბრეს.
azri
23 მარტი 2023 23:55
0
Norvegias shansi araaqvs
aleko
23 მარტი 2023 16:31
15
ალბათ ერთადერთი საიტია სადაც კომენტარებს ყურადღებით ვკითხულობ.სპორტის მოყვარულები ვართ აქ ყველა შეკრებილი,ვაფიქსირებთ ჩვენს აზრებს,ვმსჯელობთ და ა.შ.სხვის აზრს პატივი ვცეთ და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ ერთმანეთს.ჩვენ ხომ ყველა მაგარი მწვრთნელები ვართ(მათ შორის მეც:)).ნუ დავემსგავსებით ჩვენს პოლიტიკოსებს (ნებისმიერს სხვათაშორის).ნაკრებს კი რაც შეეხება დარწმუნებული ვარ რომ წინ დიდი გამარჯვებები გველის!!!
გაგა7
25 მარტი 2023 15:20
0
მასე იქნება ბიჭებო,კვარაცხელია და მიქაუტაძე ზედ გადაუვლიან ნორვეგიის დაცვას,არც დავითაშვილი დააკლებს,მოედნის შუაგულში ჩაკვეს ყველაზე მეტი მოეთხოვება,პარადი მან უნდა წაიყვანოს და მ ო ვ ი გ ე ბ თ!!!
ზაზა
25 მარტი 2023 11:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული