„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)
საქართველო: ლორია, კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, გაგნიძე, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ვოლკოვი
პ.ს. 2 ბურთი თამაშგარედან გავიტანეთ.
გადაახვიე ნახე პირველი და მეორე გოლი. ნეტავ ასეთები ნორვეგიასთანაც 5 გოლი ჩაგვითვალონ, მარა იქ ვარი იქნება.
პირველ არხს აქვს ნაყიდი საავტორო უფლებები მატჩის ტრანსლირებაზე მხოლოდ(!) საქართველოს ტერიტორიაზე. არ აქვთ უფლება, მაგალითად იუთუბზე ტრანსლირება რომ გახსნილი იყოს უცხოეთშიც. სწორედ ამ მიზეზის გამო, ყურება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდანაა შესაძლებელი.