პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონღოლეთს ვერ ამარცხებს...

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი
მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია, კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, გაგნიძე, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ვოლკოვი

მკითხველის კომენტარები / 29 /
ამ ჩაკვეტაძეს იმედზე ვართ ჩვენ ?????
ვაი ჩვენს პატრონს !!!
ხვიჩას მოვეფეროთ კიდევ !!
ჯონი
18:56 25-03-2023
7
გაგნიძეს ერთი თამაში უნდა კიდე და ძირითადის კაცია. დიდი რესურსი აქვს. ბურთთან კარგადაა, ფლობს, პასებს ანაწილებს. ნუ ცოტა მორიდებულადაა, რადგან ჩაკვეს ათამაშებენ, უნდათ რო გოლი შეაგდოს და მოეხსნას ეს კომპლექსი ბოლობოლო. მარა, რავიცი. დვალი კაია. ლორია მაინცდამაინც კარებსი უნდა შეუსრულდეს 100 წელი? დაეყენებია ყარაბახის მეკარე, რაღად უნდა ლორია. კაროჩე. კობახიძე სუსტია. საზონოვი ჩაჯდება სასტავში, ცოტა მორიდებითაა. გაგნიძეს აშკარად მეტი შეუძლია. ეტყობა რო ძლიერია და ცოტა მეტს რო აიღებდეს თავის თავზე, კარგია. გოცოლეიშვილიც მომწონს.
ლევან მაღლაკელიძე
19:03 25-03-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული