ჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგური მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონღოლეთს 6:1 სძლია.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი
დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე სანიოლმა ტრავმირებული ლორია გუგეშაშვილით, ხოლო აბურჯანია კვეკვესკირით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ორ წუთში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა, შეცვლაზე შესულმა დავითაშვილმა ლობჟანიძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მონღოლთა კარი დალაშქრა. ბოლოს ბერიძემ და ზივზივაზემ გაიტანეს და საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ძნელია ვიზავის კლასის გათვალისწინებით რაიმე დასკვნების გამოტანა, მაგრამ, ალბათ, სანიოლმა ხარვეზები დაინახა და ისიც, ვინ როგორ ფორმაშია და ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

28 მარტს ამავე სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი 6:1
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31), 2:1 ჩაკვეტაძე (56), 3:1 ჩაკვეტაძე (57), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია (გუგეშაშვილი 46), კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (კვეკვესკირი 46), გაგნიძე (ზივზივაძე 64), წიტაიშვილი (სიგუა 64), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), ვოლკოვი (ბერიძე 71)

მკითხველის კომენტარები / 86 /
ალბათ ყველა ვნერვიულობთ ჩაკვეტაძეზე, რამდენი ხანი არ ქონდა ბურთი გატანილი. პენალტის მერე სულ ჩამქრალი იყო, ასე არ შეიძლება. აი როცა გაიტანა მეორედ, მას მერე უკვე სხვა ჩაკვეტაძე დავინახე, ის რაც ადრე იყო, რამდენიმემ ფეხბურთელის მოტყუება, სივრცის გამონთავისუფლება წინსვლა და მერე წააქციეს ყვითელი ბარათით... წარმატებები გიოს და საქართველოს ნაკრებს!
გიორგი
25 მარტი 2023 20:03
3
Საერთო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. Ჩასაფრებულებს ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში.
Რერო
25 მარტი 2023 20:03
17
ასეთი თამაშით ნორვეგიასთან შანსი არა გვაქვს, კვარაცხელია- მიქაუტაძე გვჭირდება + დავითაშვილი
ვახო
25 მარტი 2023 20:00
11
გილოცავთ,მონღოლების მიერ საუკუნეების წინ დაღვრილი ქართველების სისხლი ნაკრებმა სრულად ამოიღო
ერვინ
25 მარტი 2023 20:00
12
ასეთ ადამიანთმოძულე კომენტარებს რატო ატარებს ადმინისტრატორი?!
გიორგი
25 მარტი 2023 20:40
3
საკმარისი არ არის მაგრამ მაინც
x
25 მარტი 2023 20:25
2
ამ თამაში მსაჯი რო მიგათრევს და შენით ვერ უგებ მაგრა უნდა შეგრცხვეს მაგრამ ამათ სირცხვილი არასდროს ქონდათ
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
25 მარტი 2023 19:57
97
რა სასაცილო ხალხი ხართ ეს ნაცები :)))))))
Lebron
25 მარტი 2023 20:24
13
უტვინო პოლიტტუტრუცანის კომენტარია! მაინც მადლობა რომ აზრი გამოთქვა ;-)
გიორგი
25 მარტი 2023 20:20
2
ყველა გამოხმაურება
გავიხაროთ ეხლა თუ რა ვქნათ ბლ*** დ რა იყო საერთოდ ეს
xalxi.
25 მარტი 2023 19:56
56
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული