ჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგური მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონღოლეთს 6:1 სძლია.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი
დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე სანიოლმა ტრავმირებული ლორია გუგეშაშვილით, ხოლო აბურჯანია კვეკვესკირით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ორ წუთში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა, შეცვლაზე შესულმა დავითაშვილმა ლობჟანიძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მონღოლთა კარი დალაშქრა. ბოლოს ბერიძემ და ზივზივაზემ გაიტანეს და საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ძნელია ვიზავის კლასის გათვალისწინებით რაიმე დასკვნების გამოტანა, მაგრამ, ალბათ, სანიოლმა ხარვეზები დაინახა და ისიც, ვინ როგორ ფორმაშია და ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

28 მარტს ამავე სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი 6:1
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31), 2:1 ჩაკვეტაძე (56), 3:1 ჩაკვეტაძე (57), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია (გუგეშაშვილი 46), კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (კვეკვესკირი 46), გაგნიძე (ზივზივაძე 64), წიტაიშვილი (სიგუა 64), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), ვოლკოვი (ბერიძე 71)

მკითხველის კომენტარები / 86 /
ძალიან კარგი იყო,ბრავო ჩაკვე,ბრავო ბიჭებო.ვინც არ უნდა იყოს მოგება ყოველთვის კარგია..სანიოლს სტაფს ბიჭებს ყველას მადლობა…
გია
25 მარტი 2023 21:54
1
საზონოვი კარგი იყო. წიტას და ლობჟანიძეს ერთ ფლანგზე უფრო გამოუვათ გამწვავება ვიდრე ცალ ცალკე. მარცხნიდან კვარა მიხედავს..
რონი
25 მარტი 2023 21:49
1
მოგება კარგია თან ასეთი ანგარიშით ხასიათისთვის და ასევე ბიჭების ფორმის შეფასებისთვის :)
ხარისხი შეიძლება სასწაული არიყო მაგრამ წინა წლებთან შედარებით ვაუმჯობესებთ და ამ კუთხით შევხედოთ (და არა ნაპოლის თამაშებიდან გამომდინარე რომელსაც ყველა ვუყურებთ, მსგავსი ხარისხი ადვილად და სწრაფად არ მოდის) კიდევ ბევრია სამუშაო და ბიჭები ამას გააკეთებენ და ეცდებიან დარწმუნებული ვარ, მთავარია სურვილი და მონდომება
სიგუას დებიუტს ვულოცავ კარგი იყო მითუმეტეს პირველი თამაში ნერვიულობის ფონზე
წარმატება ჩვენ ბიჭებს და წინ დიდი გამარჯვებებისთვის !!!
HK
25 მარტი 2023 21:36
1
ჩაკვეს არა უშავდა, მაგრამ ძველი აჩქარებები და სისწრაფე არ ჰქონდა. რაღაც ის ძველი ჟინიც არ ჩანდა. სხვათაშორის სიგუაც ზედმეტად დინჯი და აკადემიური მეჩვენა. ჩვიდმეტი წლის ბიჭს ნაკრებში შანსს რომ მოგცემენ, თვალებიდან ნაპერწკლებს უნდა ყრიდე
ხვიჩა
25 მარტი 2023 21:29
2
ერთადერთი რაც გამიხარდა ჩაკვეს გოლებია. დანარჩენი რავი ამათთან მოგება თუ გაუხარდებათ და განწყობა შეექმნებათ ჩვენს ბიჭებს რავიცი მაშინ ნორვეგიასთან მოგება არც გვეკუთვნის ამათით თუ განწყობა გვექმნება, პირიქით ისტორიული გოლით უფრო გაგვოფუჭეს განწყობა მგონი, ან ოქტომბერში ტაილანდს რომ ვეთამაშებით რისი მომცემია რავიცი რავიცი...
რუსთავი
25 მარტი 2023 21:27
13
ყოველთვის ეტყობა ხოლმე კაცს რისი ნიჭი აქვს და მუშაობს თუ არა საკუთარ თავზე. დღეს გაგნიძე მომეწონა, ეტყობა კოჭებში რომ მალე გავიხარებთ მისით. ტემპი , ტემპი და ტემპი, შეხედეთ რას მუშაობს ნაპოლი, არ ირბენ იქ და დაჯდები სკამზე, ესე უნდა იყოს ჩვენთანაც, ხელით არავინ არ უნდა ათრიო
dato
25 მარტი 2023 21:25
0
პირველრიგში გილოცავთ. მიუხედავად იმისა რომ ჩაკვემ ფლანგზე ფაქტობრივად ვერ ითამაშა (დიდი კრიტიკაც დაიმსახურა სამართლიანად) მისი ადგილი გამოჩნდა რომ ცენტრშია. გაგნიძე კვეკვესკირმა და ჩაკვემ ნორვეგიელების ნახევარდაცვა უნდა გააქრონ. ვინც არ უნდა ჰყავდეთ მათ და ყველამ ვიცით ვინც ჰყავთ, ეს ჩვენი სამეული ბურთის კონტროლში არ ჩამოუვარდებიან.
Dima
25 მარტი 2023 21:16
3
მოგება ყველა ვარიანტში კარგია ასე ლაღად ვერავის ვუგებდით მონღოლოეთზე უარესებიც შეგვხვედრია ...რაც შეეხება ჩაკვეს ასე მგონია ეგ და კვარა დაგლეჯენ
zurabi
25 მარტი 2023 21:10
3
ხვიჩას გარეშე უღიმღამოა ჩვენი ნაკრები.დრიბლინგს თავი დაანებე,წინ ერთი კაცის მოტყუების გვეშინია თუ გვერიდება.არც შორიდან დარტყმები გვაქვს და გვივარგა. ისევ მეკარესთან ბურთის დაგორება და მივიღეთ კიდევაც.
საზანოვი ძაან მომეწონა;ცივ სისხლიანად,დინჯად,უშეცდომოდ და სანდოდ თამაშობდა.პასები უბრალო(ზედმეტი მანჭვის გარეშე) და არც უაზრო ჰქონდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ მგონი გოლის ვერ გატანის ჯადო-ნავსი გატეხა(გიორგი,მოკრძა-ლებული და მორცხვი ცხოვრებაში იყავი და მოედანზე კი მხეცი უნდა გახდე ისევ).
ბიჭებო,ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს კლუბებში და განსაკუთრებით,ჩვენს ნაკრებში!აბა,თქვენ იცით,ყველანი როგორ საუკეთესოდ გვასახელებთ თქვენი გამარჯვებებით!
თამაზი
25 მარტი 2023 21:02
4
ჩაკვე როგორ გამიხარდა!!!!ყველაფერი წინ არის!!!
ნინო
25 მარტი 2023 21:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული