ჩაკვეტაძის გამოუყენებელი პენალტი და დუბლი - საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგური მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონღოლეთს 6:1 სძლია.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი
დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე სანიოლმა ტრავმირებული ლორია გუგეშაშვილით, ხოლო აბურჯანია კვეკვესკირით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ორ წუთში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა, შეცვლაზე შესულმა დავითაშვილმა ლობჟანიძე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მონღოლთა კარი დალაშქრა. ბოლოს ბერიძემ და ზივზივაზემ გაიტანეს და საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ძნელია ვიზავის კლასის გათვალისწინებით რაიმე დასკვნების გამოტანა, მაგრამ, ალბათ, სანიოლმა ხარვეზები დაინახა და ისიც, ვინ როგორ ფორმაშია და ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

28 მარტს ამავე სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლებს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი 6:1
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31), 2:1 ჩაკვეტაძე (56), 3:1 ჩაკვეტაძე (57), 4:1 ლობჟანიძე (70), 5:1 ბერიძე (88), 6:1 ზივზივაძე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია (გუგეშაშვილი 46), კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია (კვეკვესკირი 46), გაგნიძე (ზივზივაძე 64), წიტაიშვილი (სიგუა 64), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), ვოლკოვი (ბერიძე 71)

მკითხველის კომენტარები / 86 /
ეს იდიოტური ვიდეო ასე გრძელი და თანაც ასე არეული კომენტატორების ხმებით ვინ დადო? საერთოდ გააფრინეთ?
Jango
26 მარტი 2023 13:04
0
1 და 2 გოლი სუფთა თამაშგარედან გავიტანეთ, ეგენი რომ არ ჩაეთვალათ კაცმა არ იცის რა შედეგით მორჩებოდა. რომ ჭყლოპინებთ აქ სიხარულისგან.ტფუ.
გოგი
26 მარტი 2023 12:54
6
გამომდინარე იქიდან,რომ სუპერ ექსპერიმენტული შემადგენლობა გვყავდა, თამაში და შედეგი დამაკმაყოფილებელია.
დასაფასაბელია სანიოლის გარჯაც, როცა შესაბამისი დარიგებები გასცა შესვენების შემდეგ. შედეგად ნაკრებმა ტემპს უმატა,ჩაკვეტაძე მისთვის უფრო მოხერხებულ პოზიციაზე დადგა და კარგი მე-2 ტაიმიც მივიღეთ.
ძალიან მომეწონა საზანოვი. 1 არასწორი პასის გარდა უშეცდომოდ ითამაშა.
დიდებულად ითამაშეს გოჩოლეიშვილმა და გაგნიძემ.

ახლა მთავარი: სასწრაფოდ და გადაუდებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ 2 ბიჭის რუსეთის ჭაობიდან ამოსაყვანად, თორემ ორივეს დავკარგავთ.
ძალიან კარგი ბიჭები არიან და არ მინდა ასათიანის და ანანიძის ბედი გაიზიარონ.
დდ
26 მარტი 2023 11:43
2
ასე ნორვეგიას ექვსით ერთს ვერ მოვუგებთ, ის კი არადა ევროპის ჩემპიონებიც ვერ გავხდებით.
ზლატან დროგბა
26 მარტი 2023 11:29
6
არ ვიცი ამ თამაშით ვინ აღფროვანდა და ვინა. არა,მაგრამ ნორვეგიასთას ნამდვილად ვიცი რომ წააგებენ. ფრეც არ გამოვა. ერთი კაცი მატჩსვერ მოიგებს. ასე მოხდა გსულ ტურებში ოსიმენის ნიგერიან გვინეა ბისაუსთან დამარცხდა. ლევანდოვსკის პოლონეთიც დამარცხდა ჩეხებთან და კიდევ რამდენიმე ერთვარსვლავიანი ფეხბურთელის გუნდი. ვერ ვხვდები რა ლოგიკით უდნა მოუგოს ამ უსახურმა ნაკრებმა ნორვეგიას. დისლაქები 28 ში10 საათის შემდეგ დამისვით . ყველა მაღალი ბურთი მათი იქნება, არაფერს ვლაპარაკობ ფიზიკურ მომზადებაზე. ასე რო ილუზია ნუ გეუფლებათ,უბრალიდ წადით სტადიონზე უგულშემატკივღრთ,რაც შეიძლება ხმამა5ლა, იქნებ აასეთმა მიდგომამ გაამართლა
დავით67
26 მარტი 2023 09:54
12
ფრეს არ გამოვრიცხავ, მაგრამ რატომღაც მგონია რომ საქართველოს ნაკრები ფორით მოიგებს, პირველ 20-25 თუ გახსნის ანგარიშს!
იგორ
26 მარტი 2023 12:54
1
მსაჯი ავლაბრელი იყო?:)
Zviads
26 მარტი 2023 09:06
0
6 კაცი ვინც ძირითადში იქნება ნორვეგიასთან დაასვენა სანიოლმა,საუბარია :მამარდა,კაკაბაძე,კაშია,კვირკველია,კვარაცხელია და მიქაუტაძე.ტაბიძეს რატომ არ ეძლევა შანსი ვერ გავიგე,ისიც და კობახიძეც ეროვნულ ლიგაში თამაშობენ,ნუთუ ვერ ამჩნევენ სხვაობას კლასში ამ 2 მცველს შორის? თუ ბათუმის კაპიტანი რადგანაცაა მაგიტომ ათამაშეს ძირითადში სიმბოლურად?გოლიც იმიტომ მივიღეთ ჩვენს კარში.დვალსაც ჯობია ტაბიძე რეალურად.რომ არა ტრავმა რომლის გამოც ლამის 1წელი გაუცდა დღეს ძლიერ გუნდში იქნებოდა ჯიმი.მარცხენა მცველად არის რამდენიმე ვარიანტი ნორვეგიასთან ან აზაროვი ძირითადში,ან წიტაიშვილი,ან კაკაბაძე მარცხვნივ,როგორც პოლონეთში თამაშობს ბოლო პერიოდში და მარჯვნივ გოჩოლეიშვილი,ან ტაბიძე მარცხვნივ როგორც ეს ვაისის დროს იყო და რეალურად ამ ამპლუაში დვალს აშკარად ჯობდა.ჩემი სუბიექტური აზრია,რომ ფიზიკური სისუსტიდან გამომდინარე,მითუმეტეს ნორვეგიელებთან ჯობია აზაროვი და წიტა სკამზე ისხდნენ და მათ ნაცვლად კაკაბა იყოს მარცხვნივ და მარჯვნივ გოჩოლეიშვილი,ან კაკაბა მარჯვნივ და მარცხვნივ ტაბიძე.ნუ არის ერთი ფაქტორიც კვარასთან შეთამაშება და კომბინირება აზაროვს უფრო შეუძლია.
Მეზღვაური
26 მარტი 2023 01:12
0
ძალიან გამიხარდა ჩაკვეს გოლები.მართალია ერთი თამაშგარედან იყო,მაგრამ მან ხომ გაიტანა!პენალტიც რომ გაეტანა,სრულად გადალახული ექნებოდა ავდაუჯერებლობა.ახლა კი,ალბათ ჯერ კიდევ დასჭირდება ამ გრძნობის საბოლოოდ დამარცხება.სიგუას ვულოცავ სანაკრებო დებიუტს და ძალიან მომეწონა,ბერიძის თამაშგარედან გატანილი და გაუქმებული გოლი.მომკალით და არ მომეწონა გაგნიძე.ძალიან მობილური და ფიზიკურად ძლიერი ბიჭია,მაგრამ, უკვე დიდხანს მოუწია რუსეთში თამაში და ტიპურ მოსკოვის დინამოს ფეხბურთს თამაშობს.მათ ფეხბურთში კი,სწორედ ბრძოლა და მოძრაობაა მთავარი.ბურთთან ურთიერთობაში აქვს პრობლემები ამ ბიჭს და რუსეთში ამას ვერ გამოასწორებს.შესაძლოა საქართველოში დაბრუნებაც კი ერჩიოს,ამის გამოსასწორებლად.მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს და სწორედ ამიტომ ვარ მის მიმართ,განსაკუთრებით მომთხოვნი.თითქმის ყველა სათამაშო ეპიზოდში,ბურთი ფეხიდან შორს მისდიოდა და ამას ვგულისხმობ.დანასისხლად გვჭირდება მისნაირი ნახევარმცველი,დღევანდელ ნაკრებში.გაგნიძეს რუსეთში და პოლონეთში მოუწია ბოლო წლებში თამაში და იქ,ბურთთან რბილ მოპყრობას,დიდ პატივს რომ არ სცემენ,საიდუმლო არ არის.ეს გაგნიძესაც შეეტყო და მოსკოვის დინამოში რამდენად გამოასწორებს ამ ზადს,საკმაოდ საეჭვო მგონია.რა ვიცი,აქედან წასვლისას,თითქოს უფრო ტექნიკური ,მახსოვს,ახალგაზრდული ნაკრებიდან.იმედია ლორიას ტრავმა სერიოზული არ არის.თითქოს ისეთი არაფერი ჩანდა,გამეორებისას.გოლის მომენტში სერიოზული შეცდომა დაუშვა და ტრავმის მომენტშიც,როგორღაც არადამაჯერებლად გამოვიდა.ეტყობა წინა ტრავმის შემდეგ,ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო,ახლა კი,ახალიც დაემატა.ლუკა გუგეშაშვილსაც ეტყობოდა დაძაბულობა,თუმცა შეცდომაში არ გადაზრდილა.ეს თამაში,მასაც ძალიან სჭირდებოდა.ეს თამაში,ჩვენი მზადყოფნის საზომად ვერ გამოდგება,ამიტომ ნორვეგიასთან მატჩს დაველოდები მოუთმენლად და იმედია,იქ ყველაფერი წესრიგში გვექნება
სოსო
26 მარტი 2023 00:32
13
გეთანხმებით კაპიტანო,მართლაც საუკეთესო იყო,მაგრამ იმასაც ვხედავ,რომ გაცილებით მეტი შეუძლია და ხვიჩასავაით,მასთანაც ვინმემ რომ იმუშაოს უნარების გაუმჯობესებაზე,უკვე დღეს იქნებოდა სულ სხვა საფეხურზე.მოსკოველებმა კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და მადაც კარგი ექნებათ,რომ ფასი აუწიონ და აუწიონ.ასე რომ მისი გამოსყიდვა,შესაძლოა პრობლემური გახდეს.არც სლუცკი ეყოლება,რომ შეძლებისდაგვარად,ინდივიდუალურად იმუშაოს მის გაძლიერებაზე.სხვანაირად კი,მისი განვითარება შეფერხდება.ვლადიკავკაზის ალანიასა და რუბინის მატჩის 15 წუთს ვუყურე და მეტი ვერ შევძელი.ხვიჩას ფლანგზე სამოშნიკოვი რომ თამაშობდა და ხვიჩას გვერდით,ფლანგზე დაცვიდან შეტევაში დაფრინავდა,საცოდავი ლანდიღაა საკუთარი თავის.შემტევ ნახევარმცველად გადაუყვანით,მაგრამ ეს უკვე სულ მთლად ჩამქრალი ტალანტია,ხვიჩას გვერდით,ნაკრებშიც რომ მოხვდა და მშვენიერ დრიბლინგებსაც აკეთებდა,მაშინ.რა გამოდის?როცა ხვიჩა რუბინში იყო,მის გვერდით სხვა ფეხბურთელებიც ისწრაფოდნენ სრულყოფისაკენ,ლამაზად თამაშისაკენ.ჩამოვიდა ბათუმში და ახლა ჯერ ბათუმი,მერე კი მთელი საქართვბელოს ჩემპიონატი ათამაშდა ლამაზი ფეხბურთით,წავიდა ნაპოლიში და ახლა იქ ცდილობენ,ტექნიკურთან ერთად,ლამაზადაც ითამაშონ.ხვიჩა ყველგან განვითარების ფაქტორად გადაიქცა.ცუდი ის არის,რომ მის წამოსვლასთან ერთად,მალე ეს ენთუზიაზმიც ქრება.სწორედ ამიტომ,არა მგონია ნაპოლიმ ხვიჩა სადმე გაუშვას.მისი წასვლით ხომ ის სილამაზეც დაიკარგება და თუნდაც ჩემპიონი,მაგრამ უბრალოდ ჩემპიონი ნაპოლი,იმდენ გულშემატკივარს ვერ მიიზიდავს.დე ლავრენტისი,რეჟისორია,ხელოვნება ჩვენზე უკეთესად ესმის და ამას, დიდი ხნის წინ მიხვდებოდა.გაგნიძეს რაც შეეხება,ამ ზაფხულს უნდა ითამაშოს ძალიან კარგად,რომ როგორმე თავი დაიხსნას,მოსკოვის დინამოსაგან და ევროპისაკენ გაიკვლიოს გზა.
სოსო
26 მარტი 2023 15:23
0
გაგნიძე საუკეთესო იყო 1 ტაიმში, სანამ ფლანგზე არ გადაიყვანა. ასეთი ჩამშლელი და გამთამაშებელი ერთად რომ იყოს კაცი პირადად არ მახსოვა ჩვენ ნაკრებში. რაღაცით ასათიანი გამახსენა და რაღაცით პირლო. უმაგრესი ბიჭია და ძირითადის ფეხბურთელი მგონია 100%
კაპიტან გარდენბურგი
26 მარტი 2023 12:56
0
წიტაიშვილი კარგია მაგრამ სუსტია ფიზიკურად და ჩემი აზრით გაუჭირდება ფიზიკურად ძლიერ ნორვეგილებთან..... ზუსტად მაგიტომ არ ათამაშებენ პოლონეთში ასე მგონია იმიტომ რომ იქაც უფრო ათლეტური ჩემპიონატია თორემ ტექნიკასთან და სისწრაფესთან ყველაფერი კარგად აქვს. მოკლედ ფიზიკურად უნდა მოღონიერდეს თორემ გაუჭირდება გიორგის ყველგან
pirlo
26 მარტი 2023 00:10
3
ჩემი აზრით ვინც დღეს საერთოდ არ ათამაშა ისინი იქნებიან ნორვეგიასთან ძირითადში... ანუ მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კაკაბაძე, კვეკვესკირი დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე ეს 9 უეჭველი იქნება და გოჩოლეიშვილი, გაგნიძე, ჩაკვეტაძე,ტაბიძე,წიტაიშვილი აქედან აირჩევა დანარჩენი 2 კაცი. თუმცა საზონოვის ფიზიკური ძალა და სიმაღლეც გვჭირდება ტანმაღალ ნორვეგიელებთან და არაა გამორიცხული მაგიტომ დააყენოს საბაც ძირითადში კაშიასთან და კვირვკველიასთან ერთად..... დღევანდელ მატჩში კი გაგნიძე და გოჩოლეიშვილი მომეწონა ძალიან
pirlo
26 მარტი 2023 00:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული