ეს უსამართლობაა - ნორვეგიელების აზრით, დასვენებული საქართველოს ნაკრები მომგებიან სიტუაციაშია

AutoSharing Option
28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას უმასპინძლებს და სკანდინავიელები არასასურველ კალენდარზე ამახვილებენ ყურადღებას.

შვედეთის "მალმიოს" ამჟამინდელმა და ნორვეგიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ nrk-სთან განაცხადა, რომ მისი თანამემამულეები ქართველებთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, რაც სამწუხაროა.

ჰარეიდემ ის დრო გაიხსენა, როდესაც კენჭისყრის შემდეგ ჯგუფის წარმომადგენლები კალენდრის შესადგენად იკრიბებოდნენ, თუმცა ამას ვერ ახერხებდნენ და საბოლოოდ საქმეში ჩარევა უეფას უხდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ "ვიკინგებს" ესპანეთთან მძიმე ბრძოლა მოუწიათ, სადაც პენალტი არ დაუნიშნეს, 0:3-ის წაგებას არ იმსახურებდნენ, მალაგადან
ბათუმამდე ჩარტერული რეისით 5 საათზე მეტი ფრენა მოუწიათ (აჭარის დედაქალაქში საქართველოს დროით 23:45 საათზე ჩაფრინდნენ), ისედაც გადაღლილი ფეხბურთელები კიდევ უფრო გადაიღალნენ და ეს მაშინ, როდესაც "ჯვაროსნები" პირველ ტურში ისვენებდნენ და სარეზერვო შემადგენლობით სუსტ მონღოლეთს სძლიეს.

Sportall.Ge

ჰარეიდეს თქმით, გუნდები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, რამეთუ ნორდები ძალებს ბოლომდე ვერ აღიდგენენ, ხოლო ქართველთა წამყვანი ფეხბურთელები ამას არ საჭიროებენ და ტურნირის ორი მძიმე გასვლითი შეხვედრით დაწყება გასაკვირი და უსამართლოა. ბოლოს აგემ დასძინა, რომ საქართველო სოლბაკენის გუნდისთვის პრობლემური მეტოქე იქნება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებიც სექტემბერში იმავე სიტუაციაში აღმოჩნდება, როდესაც ჯერ ესპანეთს უნდა უმასპინძლოს, სამ დღეში კი ოსლოში მოუწევს თამაში.

ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელი ალეკსანდერ სიორლოტი კალენდრის გამო არ ჩივის: "ვერ გეტყვით, ეს რამდენად მისაღებია, მაგრამ ამჯერად ასე მოხდა. ფრენა ხშირად მიწევს და თავის გართობას ბიჭებთან ბანქოს თამაშით ვცდილობ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება".

ოპტიმისტურადაა განწყობილი ნორდების მეკარე ორიან ნილანდი: "თუ წინ გავიხედებით, შემდგომი ხუთი მატჩიდან ოთხს სახლში ჩავატარებთ. ასე რომ, ყველაფერი წესრიგშია. კალენდარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ და ესაა ერთადერთი მიზანი".

altსიორლოტი: გამარჯვება გვსურს და საქართველოსთან ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა ექნება

altსოლბაკენი: ზუსტად ვიცით, კვარაცხელიასგან თუ დავითაშვილისგან რას უნდა ველოდოთ

altკაშია: იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ

altსანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

მკითხველის კომენტარები / 17 /
მათ უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ,რადგან ესპანეთთან წააგეს საქართველოსთან წაგება ან ფრე მათთვის კატასტროფა იქნება,ამიტომ ნორვეგიელები მოსაგებად ჩამოვიდნენ,ახლა მელასავით თავს იმკვდარუნებენ
სვანსკი
16:57 28-03-2023
0
ნორვეგიელებო!!!!! 10-ით ნოლი მინდა წააგოთ. არასდროს რომ არ მიყურებია ფეხბურთისთვის, ახლა უნდა ვუყურო და თმერყს ვთხოვ დიდი ანგარიშით დამარცხდეთ. რატომ??? იმიტომ!
ბებო
16:37 28-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული