პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ნორვეგიასთან 0:1 მარცხდება.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ
უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია
გოლი: 0:1 სიორლოტი (15)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე, კაკაბაძე, დავითაშვილი, კვეკვესკირი, აბურჯანია, აზაროვი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი, ეურსენსი, ბერგი, ედეგორი, სოლბაკენი, ელიუნუსი, სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 43 /
მიდით ბიჭებო , “მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ “ .
Geo
28 მარტი 2023 20:56
1
ამდენი არაზუსტი პასი... რავიცი რავიცი
რუსთავი
28 მარტი 2023 20:56
0
წავაგებთ აბა რა იქნება არცერთი ქართველი არ არის გუნდში.მწვრთნელი ფრანგი,მეკარე მამარდიანი,კვარაცხელოვი,აზაროვი,ცისარტყელა კაშია,მადლობა ღმერთს დავითაშვილი გულით და ჯიგრით თამაშობს მაგრამ ერთი კაცი რას გააწყობს..
simartle
28 მარტი 2023 20:56
40
მაგ სიმართლით იარე:)))
Simartles
28 მარტი 2023 21:02
1
თუ წავაგეთ სანიოლის ბრალია ბევრი მიზეზებისა გამო გამგები გაიგებს
ზვიადი
28 მარტი 2023 20:56
3
ისევ მწვრთნელი აღმოჩნდა დამნაშავე? არ მოგბეზრდათ? იქნება და სხვა პრობლემებიც გვაქვს?
თემო
28 მარტი 2023 21:07
2
პასის გაკეთება ორ მეტრში რომ არ გეცოდინება, თავად არ უნდა ხვდებოდე რომ ნაკრებში კი არა საერთოდ უნდა დაანებო ფეხბურთს თავი
ლევან გაფრინდაშვილი
28 მარტი 2023 20:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული