საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /

სივრცეებს რ ა ტ ო მ უტოვებთ მოწინააღმდეგეებს,სივრცეებს,რას ელოდებით- თავად დაუშვებენ შეცდომეეეებს(?!),თუ გეშინიათ პრესინგი-აგრესიული თამაშის(?!) ან,ჩაკვეტაძე ნახევარდაცვაში როგორ არ ათამაშეთ(?!),
ამ ფიზიკა,ფსიქიკით ვაპირებთ ევროპა,მსოფლიოზე გასვლას(?!)
კახაბერი
28 მარტი 2023 22:39
2
კიდევ კარგი ჰალანდი არ ყავდათ. ტაბიძე და აბურჯანია ძირითადში არ უნდა ათამაშოს. ჩაკვეტაძე კიდე შეცვლაზეც რომ არ შემოგყავს ასე არ შეიძლება. გოჩოლეიშვილი კარგი იყო
gio
28 მარტი 2023 22:37
1
კვარა საერთო ჯამში სამწუხაროდ უფრო "ამოკეტეს" ვიდრე ვერ, ყველგან გავრცელდა მისი სტარობა და უნდა შევეგუოთ რომ უკვე სანაკრებო დონეზეც მოუწევს ხვიჩას სამ პერსონალურ მცველთან დუელები. გოჩოლეიშვილი ძირითადის კაცია: საყრდენი ცენტრი ისეთივე საშინელი გვაქვს და აქ გაგნიძე შეიძლება გააძირითადოს შენელებული და უეფექტო აბურჯანია-კვეკვესკირის ფონზე მწვრთნელმა, ერთი მაღალი კლასის მცველი დამატებით აუცილებლად გვჭირდება დაცვის ცენტრში. პირველი ტაიმი გასაგებია მაგრად მიგვაპრესინგეს და "გაგვაქრეს" მოედნიდან მეორეში გამოვასწორეთ თამაში და მეტიც შეიძლებოდა აქ ჩაკვეტაძე რატომ არ შემოიყვანა სანიოლიმ გამოცანად დარჩა როცა სივრცეები გაგვიჩნდა გათანაბრების შემდეგ. ნუ მათაც ქონდათ ორი 100 პროცენტიანი მომენტი მაგრამ მამარდამ მისი ოსტატობა და თუ ვინ არის ამ ფორმაციის ნომერ პირველი გოლკიპერი ყველას დაუმტკიცა. მთლიანობაში მადლობელი უნდა ვიყოთ ამ ერთი ქულით, "ვიკინგებმა" ბევრი "მაზეს" და რეალურად მათ უფრო დაკარგეს ორი ქულა ვიდრე ჩვენ. იმედია ტაქტიკაში სანიოლი მრავალფეროვნებას შეიტანს ან ეცდება მაინც და არ ვიქნებით ყოველთვის კონტრშეტევების იმედზე რომ გავიტანოთ. უფრო მეტ სწრაფ კომბინაციურ ფეხბურთს უნდა ვთამაშობდეთ ასეთი დონის გუნდების დამარცხება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სენსაციად რომ არ აღიქმებოდეს. კი რესურსიც ცოტაა მაგრამ მწვრთნელებს იმიტომ უხდიან რომ მათ მწირი რესურსიდანაც გუნდი ანგარიშგასაწევ ძალად აქციოს ყველასთვის.
Charley
28 მარტი 2023 22:37
2
ქულა რომ ავიღეთ არა უშავს , წაგებას ჯობია რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგიერთ ვითომ ფეხბურთელს (აბურჯანიას, კვეკვესკირს ,კვირკველიას....) რომ უძახიან ნაკრებში ხომ შეიძლება უარი თქვან თავად და არ შეირცხვინონ თავი, ამათ ვეღარაფერს ასწავლი სანიოლლლ,არ ჯობია ახლებს(გოჩოლეიშვილს,გაგნიძეს,საზონოვს) მიეცეთ მეტი დრო....
alexsis
28 მარტი 2023 22:37
4
ჩვენს ნახევარ მცველებს საფეხბურთო ინტელეკტი არააქვთ მარტო მონდომება არშველის თუ ცოდნა თამაშის წაკითხვა არაგაქ, დააკვირდნენ ლობოტკას როგორ კითხულობს წინასწარ თამაშს !! თორე სისწრაფე არც ლობოტკასააქ!! აბურჯანია და კვეკვესკი ერთად არ შეიძლება როგორც თამასშ ვერ კითხულობენ ისე ძაან ნელები არიან
beqa
28 მარტი 2023 22:36
1
Სად ისწავლეს ასეთი გამოცხადება:გოლი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გაიტანაო...ფეხბურთელები ნოლი.კომენტატორები ნოლი.დიქტორიღა გვეკლდა ნოლი
ბაბუაწვერა
28 მარტი 2023 22:31
5
ყოველთვის ვაქებდი სანიოლს...ეს რა ქნა დღეს? რა აზრი ქონდა მონგოლებთან თამაშს, იმ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებს - გაგნიძეს, ჩაკვეტაძეს და გოჩოლეიშვილს თუ ან ცოტა დროს მისცემდი, ან საერთოდ არ ათამაშებდი? ორი უპრაქტიკო ფეხბურთელი აზაროვი და აბურჯანია გამოიყვანა და ორივე გაიტრამვა....არ ჯობია 20 წლის საზონოვი შეცდეს და პრაქტიკა მიიღოს (თან მაღალია, თავით მაგრად თამაშობს ორივე საჯარიმოში, პირველ პასს კარგად აკეთებს), ვიდრე 30 წლის ტაბიძემ ითამაშოს და მერე შესაცვლელი გაგიხდეს? ლობჟანიძე გამოიყვანე თავიდან და თუ არ გაამართლა, მერე შემოიყვანე ის ფაფხურა ზურიკო....ეჰ, ვილი, ვილი, შენც აურიე...ეს უნიკალური შანსი იყო, უჰოლანდო ნორვეგიისთვის უნდა მოგვეგო და კინაღამ წავაგეთ....
zaz197
28 მარტი 2023 22:30
1
სასტარტოში უნდა ყოფილიყო გოჩოლეიშვილი,გაგნიძე და ლობჟანიძე!აბურჯანია და აზაროვი სასტარტოში იყო შეცდომა,სუსტები არიან,მერე მამარდამ მაგრად ითამაშა და ის ერთი რაღა იყო არც გადახტა!კვეკვესკირი სუსტი იყო,შეიძლებოდა მის მაგიერ ჩაკვეტაძე კლასი მაინც ააქვს!შემტევებამდე ბურთი ვერ მიჰქონდათ,ნახევარდაცვა ჩავარდა,ბურთი სულ ნორვეგიის ფეხბურთელებს ჰქონდათ,ასე შორს ვერ წავალთ!
ზაზა
28 მარტი 2023 22:30
1
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და სტადიონზე მისულ გულშემატკივარს ერთგულად და ღირსეულად გულშემატკივრობისთვის!!!!!!! პირველი ტაიმი სანიოლმა წააგო თუმცა სწორი შეცვლები გააკეთა და შეძლო სიტუაციის სტაბილიზება, რაც მის სწორად აზროვნებაზე და უნარებზე მეტყველებს!! ნორვეგიასთან ფრე არის მისაღები შედეგი ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს!! მადლობა ბიჭებო თქვენს გვერდით ვართ!!!!!!!!
Lebron
28 მარტი 2023 22:29
5
ტაბიძის და აზაროვის დაყენება, თავიდანვე შეცდომა იყო, საზონოვით და გოჩოლეიშვილით ჯობდა დაეწყო, აბურჯანია ხშირად აყოვნებდა ბურთს და ზოგადად სწრაფ გათამაშებაში აშკარა პრობლემებია, ჩაკვესთვის ცოტა დრო მაინც უნდა მიეცა და გაგნიძისთვის მეტი დრო უნდა დაეთმო, ვერაფერში გამოვიყენეთ რო ხვიჩაზე სამი კაცი გადადიოდა, ნახევარდაცვის თამაში გაუმართავია, განსაკუთრებით შეტევის ფაზაში. გაგვიმართლა რომ იმათ ჰალანდი არ ყავდათ და ჩვენ მამარდა გვყავდა. აშკარად მოსამატებელია თორემ ასე არაფერი გამოგვივა
ზაზა
28 მარტი 2023 22:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული