საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
არ უნდა ამას დიდი და ხანგრძლივი ანალიზი, მოკლედ, თავდაჯერებულობა მომეტებული მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი მიქაუტაძის ფონზე (ხვიჩა კვარაცხელიას ამ დონეზე დიდეიხანია გასულია) სხვების დონეც მოიმატებს და შემდეგი თამაში გაცილებით უკეთესი იქნება ...გაგნიძე ძირითადში თამაშს იმსახურებს მგონია
saba
28 მარტი 2023 22:28
1
შევეგუოთ იმ აზრს მეგობრებო მანამ კვარა და მამარდასნაირად ტოპ ლიგებში მინიმუმ 4 5 ფეხბურთელი არ ითამაშებს ვერანაირი ჯგუფიდან ვერ გავალთ სამწუხარო რეალობაა მაგრამ ფაქტია და უნდა შევეგუოთ და დაველოდოთ უკეთესსდროს
ზურა
28 მარტი 2023 22:28
1
ჩაკვეტაძე რომ გყავს გუნდში და აბურჯანიას ათამაშებ ამას რა ჰქვია თქვენი აზრით
გია
28 მარტი 2023 22:27
3
ეჰ, ჩაკვერაძე სპორტსმენი არაა, მებრძოლი არაა. ნორვეგიელი ვიკინგები გადათელავდნენ.
გიორგი
28 მარტი 2023 22:37
24
ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სანიოლის ამ შეხვედრაში დავითაშვილის გაყვანა მიქაუტაძის დატოვება იყო. ორ ფორვარდზე რომ გადავედით დაიბნა ნორვეგიის დაცვა და შედეგად გოლი გავიტანეთ. მთლიანობაში ძალიან ცუდი დაგეგმვა იყო თამაშის. სამ მცველიანი ტაქტიკაც შედარებით სუსტ გუნდებთან მუშაობს, საშუალო და მაღალ დონეზე ცენტრი წართმეული გვაქვს, განსაკუთრებით მაშინ როცა უსუსტესი ცენტრალური ნახევარდაცვა გვყავს.
პელიდი
28 მარტი 2023 22:27
1
კარგი ისა, რო ჩვენ ნაკრებს შეუძლია მომატება და ნორვეგის დონის გუნდების დამარცხება, ამაღამ კი არ იყო ცუდი შედეგი ეს ფრე
გოგა
28 მარტი 2023 22:27
7
გუნდი პრაქტიკულად ნახევარდაცვის გარეშე თამაშობს(კვეკვესკირი, აბურჯანია ძალიან სუსტები არიან: ვერც თავდამსხმელებს ამარაგებენ და ვერც მეტოქის შეტევებს შლიან, ადვილად კარგავენ ბურთს და მერე ვეღარ ასწრებენ დაცვაში)ბოლო წუთზეც კვეკვესკირმა დაკარგა ბურთი და კინაღამ პენალტი ავიკიდეთ. მოკლედ ეს უმთავრესი პრობლემაა ამ ეტაპზე. მათი ალტერნატივა უნდა მოიძებნოს სასწრაფოდ. ისე ფრე ღმერთმა გვაჩუქა,და კარგია რომ შენზე ობიექტურად ძლიერ მეტოქეს ქულა ავართვით.
david
28 მარტი 2023 22:26
0
ბორდოში არ დატოვებენ გამორიცხულია, ჩაკვე არაა ნაკრების დონის ფეხბურთელი და მაგიტო არ ითამაშა..
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
28 მარტი 2023 22:26
37
მოგება კი არა ფრე არის იდეალური იმ თამაშით რაც ვნახეთ. ედეგორის მომენტი რად ღირდა მარტო. მიქაუტაძე გადავა ამ ზაფხულში სერია ა ში. მამარდა სუპერ
რაბუ
28 მარტი 2023 22:25
1
11\11-ზე ხო იყო თამაში, ნორვეგიელები ასე თავისუფლად რატომ იღებდნენ ბურთს ცენტრში და უბრძოლველად უახლოვდებოდნენ ჩვენს საჯარიმოს, გასაგებია რატომაც, მაგრამ მაინც ვკითხულობ
მამუკა
28 მარტი 2023 22:24
0
პორველი ტაიმი იყო საშინელება. მეორე ტაიმში უკეთ განივიყურებოდით მაგრამ მაინც არ გავდა ეს გუნდი მოსაგებად გასულ გუნდს. ძალიან არეული თამაში, არაზუსტი პასები , გადამწვეტ მომენტში დაშვებული შეცდომები. მოკელდ იმედია მომდევნო თამაში უკეთესი იქნება.
ილო
28 მარტი 2023 22:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული