ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.
სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)
ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი
ხიზანიშვილი და მისი ამხანაგები გასაგდებია ნაკრებიდან, ამას ვერავინ ხვდება? მაგათი ნაჩალიჩებია ეს აღრეული შემადგენლობა.
- ლორია ძირითადიდან საბოლოოდ ამოვარდება;
- გოჩოლეიშვილი დამკვიდრდება ძირითადში;
- უფრო აქტიურად წავა თაობების ცვლა დაცვაში და ნახევარდაცვაში (საზონოვი, გაგნიძე);
- დავითაშვილი აღარ დაიწყებს თამაშს ძირითადში (სანამ თავს მაღლა არ აწევს და პასის მიცემის კულტურას არ შეიძენს);
P.S. დამაიმედებელი ის იყო, რომ თუ მეორე თაიმს მწვრთნელი იგებს, ორივე თამაშის მეორე ტაიმი სანიოლის აქტივში უნდა ჩავწეროთ. თამაშით თუ არა, ანგარიშით ხომ მოვუგეთ ნორვეგიას მეორე ნახევარი.
პ.ს.გუშინდელ ქარბორბალას,მსხვერპლიც მოჰყოლია და ვუსამძიმრებ,გარდაცვლილის ჭირისუფლებს.დაშავებულებს კი,სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
2. სანიოლმა "ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთო" - თუ ეს დაინახე, ხომ უნდა შეცვალო ვინც აგებს ამ ორთაბრძოლას?
3. კვარას თუ წინ აყენებ, ვინმე კვარამდე ბურთის მიმტანი ხომ უნდა დააყენო? ბურთს კი არა, რბილ ადგილს ძლივს დაათრევდა ზოგერთი..
4. საყრდენ ნახევარმცველებს რა პრინციპით ვარჩევთ? რა უნდა შეეძლოს? სწორი, სინქრონული პრესინგი; მიმართულების შეცვლა და ფლანგიდან ფლანგზე ბურთის სწრაფად გადატანა; მეტოქის პრესინგიდან ამოსვლა - თუ მხოლოდ ბურთის მოგერიება?
5. კვარაცხელია,მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, მიქაუტაძე - ამათ გარდა ვინმემ ნორმალურად ითამაშა?
6. ასეთი უჯიგრო პრესინგს, რასაც პირველ ტაიმში თამაშობდნენ, ამას არ იკადრებს გიბრალტარი და ფარერები! შეიძლება კლასი არ გქონდეს, მაგრამ ჯიგარი მაინც ხომ უნდა დაგვანახოთ, 85 მილიონიანი ფეხბურთელი აპრესინგებს და სხვებსაც ხომ შეგიძლიათ გვერდით ზონები გადაკეტოთ?
7. სანიოლი იყო დაბნეული, პრესის ქვეშ ვერ აზროვნებს, დაგვიანებული იყო აზაროვის, ტაბიძის, დავითაშვილის შეცვლები. პირველივე ტაიმის ბოლოს რომ გაეკეთებინა, მაინც მოვიგებდით ამ თამაშს.
8. რა საშინელი მატჩის კომენტარი არ მომისმენია, მაგრამ პირველად ჩემს სიცოცხლეში გამოვურთე ხმა ტელევიზორებს.
9. ძალიან ცუდი გემო დატოვა გუშინდელმა თამაშის ხარისხმა და ველოდები ჟურნალისტების მხრიდან ადეკვატურ კითხვებს და ობიექტურ კრიტიკას. არ არის თავზე ხელის გადასმის დრო! მსოფლიო დონის მეკარე და თავდამსხმელი გვყავს და შუაშიც იჩალიჩეთ რამე, თქვე კაი ხალხო!!!