საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ლობჟანიძე, აბურჯანია, კვეკვესკირი აღარ მინდა შემადგენლობაში ვნახო უკვე მესამე მწვრთნელი გვყავს… დავითაშვილი ცუდად თამაშობს. მწვრთნელი იძახებს ახლებს და ათამაშებს ძველებს. იმათ, ვინც თავის შანსი ვერასოდეს გამოიყენეს.
გუნდმა დღეს ვერ შეძლო დაცვიდან შემტევების ბურთით მომარაგება… გაგნიძე შეძლებდა ბურთის წინ ჩაწოდებას. წიტაიშვილი და ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე მინიმუმ დაღლიდნენ ნორვეგიელებს…
დაცვა იდგა და ფეხბურთს უყურებდა.
ლობჟანიძე და კვეკვესკირი ფიქრობენ, რომ მაგარი მოთამაშეები არიან და მსაჯს ედავებოდნენ ალბათ რუსულად.
ნამდვილი ქართული ნაკრები გვყავს. მიქაუტაძემ თავდამსხმელის გოლი გაიტანა დღეს. ძალიან გამახარა.
ანზორი 3 თვის
29 მარტი 2023 02:06
5
მწვრთნელი არ ყავს საქართველოს ნაკრებს და რა გინდა რომ ქნა. ერთი კვარა დარბის და დანარჩენები უბრალოდ ქაოტურად მოქმედებენ, ეტყობათ რომ ტაქტიკურად არ არიან განსწავლულები.

ფეხბურთი
29 მარტი 2023 02:00
5
ჩაკვეტაძე მაგარ ფორმაშია და არ ათამაშებს, ეგ ტრენერი გაგებაში არ არის სანიოლი,პროსტო გაუმართლა დღეს!
gurgenidze
29 მარტი 2023 01:53
7
არმინდა შეთქმულების თეორიაზე საუბარი , მაგრამ ესე ჩანს შეუირაღებელი თვალით რო მამუკა ჯუღელი კრიშავს ნაკრებში ბევრს , მაგალითად აზაროვს , რომელიც საერთოდ არაა ფორმაში აყენებენ ძირითადში , და გოჩოლოეშვილი , რომელიც ფრინავს და მართლა კაი ბიჭია სკამს ახეხინებენ. ეს მხდალი მწვრთნელები რით ვერ მოვიშორეთ ამ ნაკრებიდან რაა მხოლოდ გამოცდილების გამო , რო ათამაშებენ ფეხბურთელს ძაან ტეხავს , აბურჯანია არის დაპაუზებული კასეტა , მის ნაცვლად გაგნიძე რო უნდა დააყენოს თუ ვერ ხვდება, ხიზანიშვილმა მაინც უთხრას , თუ მწვრთნელის კომპეტენციაში არ ერევიან? კიიი ერევიან მაგის დასტური კი ტაბიძის ძირითადში დაყენებაა საზონოვის ნაცვლად , რეკლამა ხო უნდა გაუკეთონ მათ ხალხს . მოკლედ სანამ ეროვნული ნაკრები , ფეხბურთელების გასაყიდ მანქანად არის ქცეული არაფერი გვეშველება
ბათუმის დინამო
29 მარტი 2023 01:36
3
იმედია შემდეგ თამაშში ზინედინ კვეკვესკირი და დიდიე აბურჯანია დაისვენებენ, სრული კატასტროფა იყო დღეს ორივე და კვეკვესკვირმა კინაღამ დააგვირგვინა იმ ბოლო ფინტით...
გიო
29 მარტი 2023 01:32
3
სანიოლი ვისაც მწვრთნელი გგონიათ რახან ევროპული გვარი აქვს ფეხბურთის გარტყმაში არა ხართ რეალობას მოწყვეტილი პროვინციალები და კომპლექსიანები ხართ
xalxi
29 მარტი 2023 01:27
6
თამაშიდან გამომდინარე კარგია ფრე.

მამარდას ბრავო.

ცენტრში ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, კაშია, მხოლოდ ამ 3დან უნდა ითამაშოს ძირითადში.

გოჩოლეიშვილი ან წიტაიშვილი მარცხნივ, თუ შესატევია წიტა.

ცენტრი საერთოდ არ გვყავდა, აუცილებელია გაგნიძე დამკვიდრდეს ძირითადში ჩაკვესთან ერთად.

დავითაშვილი და აზაროვი სამწუხაროდ ვერ ვითარდებიან, ლობჟანიძესაც დაკარგული აქვს გამძლეობა.

ხვიჩას 3 კაცი ეჯდა ფეხზე, მაგრამ მაინც ახერხებდა მომენტის შექმნას. მიქაუტაძე სულ ვითარდება, მაგარი ფორვარდი გვყავს. ზივზივაძეც ჩადგება ფორმაში. ბერიძეც არაა ცუდი ბიჭი.

ყველაზე სუსტი ალბათ მარჯვენა ფლანგია, მე ვინ მეკითხება მაგრამ შეიძლება გოჩოლეიშვილი მარჯვნივ დადგეს, წიტაიშვილი ხვიჩას უკან.

სანიოლმა ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ შემდეგ თამაშებში მგონია ეს 11ეული უფრო გაამართლებდა:

მამარდა
ცენტრი: ხოჭოლავა - კაშია (ან ლოჩოშვილი ერთ-ერთის ნაცვლად)
მარჯვნივ: გოჩოლეიშვილი და ლობჟანიძე
მარცხნივ: წიტაიშვილი და ხვიჩა
ცენტრი: ჩამშლელებად გაგნიძე და კვეკვესკირი - მათ წინ გამთამაშებლად ჩაკვეტაძე.
ფორვარდი: მიქაუტაძე ან ზივზივაძე.
დათო
29 მარტი 2023 01:20
6
3-4 კაცია აქედან სანაკრებო, დანარჩენი კი სერიოზული ბალასტი. ესკორტით მიაცილებდნენ დაცვა და ნახევარდაცვა ნორვეგიელებს მამარდამდე. ამდენი შენელებული კადრი, არა პრესინგი, არა ნახევარდაცვა, არა დაცვა გოჩოლეიშვილამდე. სიმართლე ვთქვათ, შემთხვევით არ წავაგეთ, გასვლაზე არაფერი გვეშველება სამწუხაროდ.
ესეა ეს
29 მარტი 2023 01:18
2
კვარას პარალელურად ჩაკვეც თუ არ ათამაშდა ძველ დონეზე და უფრო მაგრად, არსად არაფრის შანსი არ გვექნება უახლოეს წლებში. ან იქნებ ოსიმენი გვიყიდოს ვინმემ, ვისაც ძალიან დიდი ფული აქვს. დავითაშვილი სულმუდამ პროგრესის წინააღმდეგ მიცურავს. მამარდა კარგია კრიტიკულ სიტუაციებში, მაგრამ ჩვეულებრივ ბურთს რატომღაც ვერ იჭერს, სულ იგერიებს, ხანახან წინ და ახლოს და ეს ცუდად დამთავრდება.
ელიასი
29 მარტი 2023 01:17
4
ფაქტიურად წავაგეთ ეს თამაში და ეს სანიოლის ბრალია. სასტავი ფედერაციამ ხიზანასთან ერთად დააყენა ???????
???????
29 მარტი 2023 01:12
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული