საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
რეალობის პირის მოქონვამ არა მგონია სიკეთე მოგვიტანოს. პირველი ტაიმში არ გტოვებდა მწარე განცდა, ქეცბაია- ვაისის დეჟავიუ,თანაც ყველაზე უარესი ვარიანტი, ანუ ისევ იქ დავბრუნდით. ეს არ იყო 3-4-2-1. არამედ 5 მცველი ხაზზე, პლიუს 2 უფრო ჩამშლელი, ვიდრე შემქნწლი და ყველას მოწყვეტილი 2 შემტევი ფორვარდით. ამოცანა რომ როგორმე არ გაგვეშვა გოლი, ბურთი სწრაფად აგვეტანა შემტევებზე, ისინი კიდევ რამეს მოიფიქრებენ. ამაში ორიგინალობის ნიშანწყალი არაა (ნორვეგიელთა მწვრთნელმაც კი აღნიშნა), ასე თამაშობენ თითქმის ყველა პატარა გუნდები. სამმცველიანი ტაქტიკა ითხოვს რეაქტიულ ფლანგებს, რომლებიც მუდმივად ერთვებიან, როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზებში (რასაც ამ ფორმაში მყოფი აზაროვი და კაკაბაძე ვერ ახერხებდნენ). ამის გარეშე დაწოლა იზრდება ცენტრზე, ხოლო შემტევები საეთოდ მოწყვეტილია თამაშს. ზუსტად ეს სურათი იყო 1 ტაიმში და ჰოლანდიც რომ ყოფილიყო იქვე დაგვიმთავრებდნენ თამაშს. მხოლოდ გოჩოსა და ლობჟანიძის შემოსვლის შემდეგ დავიწყეთ ფეხბურთის თამაში.სანიოლი კიდევ ორთაბძოლებზე აკომენტარებს. ჩვენ ვერ ვითამაშებთ შოტლანდიურ და ირლანდიურ ფეხ⁷ბურთს, თუ ამას ითხოვს. ჩვენი ფეხბურთი სტრატეგიაში არაორდინალური გადაწყვეტილებები, ფეთქებადი ფლანგური გარღვევები და იმპროვიზაციაა.
ამატაკი
29 მარტი 2023 15:29
0
მამარდაშვილს ძალიან ხშირად ემართება გაჭედვა და გაშეშება. ეს ნორვეგიასთან 4- ჯერ დაემართა, ეს მისი უსაშინლესი სისუსტეა, ლრიას არ ეზარება გადახტომა თუნდაც უკვე გასულ ბურთზე...
ხიზანიშვილი და მისი ამხანაგები გასაგდებია ნაკრებიდან, ამას ვერავინ ხვდება? მაგათი ნაჩალიჩებია ეს აღრეული შემადგენლობა.
Jango
29 მარტი 2023 15:19
3
გოლში თუ მამარდაშვილს ადანაშაულებ , ძალიან არა სწორი ხარ . უზუსტელი დარტყმა იყო შორეულ კუთხეში , თანაც დაბალი და ძლიერი . მაგას ჯოკოვიჩიც ვერ მიწვდებოდა ჩოგნით . რაც შეეხება ხიზანიშვილს და მის ამხანაგებს , აქ ძალიან სწორი ხარ . )
ტარიელი
29 მარტი 2023 23:27
0
იტალიიდან ლოჩოშვილს არ იძახებ, რადგან თბილისის დინმაოდნა ტაბიძე გყავს გასაყიდი.
Რაგბის ფანი
29 მარტი 2023 14:28
4
ვფიქრობ, ბოლო ორი თამაშის მერე, შემდეგი ცვლილებები წამოვა:
- ლორია ძირითადიდან საბოლოოდ ამოვარდება;
- გოჩოლეიშვილი დამკვიდრდება ძირითადში;
- უფრო აქტიურად წავა თაობების ცვლა დაცვაში და ნახევარდაცვაში (საზონოვი, გაგნიძე);
- დავითაშვილი აღარ დაიწყებს თამაშს ძირითადში (სანამ თავს მაღლა არ აწევს და პასის მიცემის კულტურას არ შეიძენს);
P.S. დამაიმედებელი ის იყო, რომ თუ მეორე თაიმს მწვრთნელი იგებს, ორივე თამაშის მეორე ტაიმი სანიოლის აქტივში უნდა ჩავწეროთ. თამაშით თუ არა, ანგარიშით ხომ მოვუგეთ ნორვეგიას მეორე ნახევარი.
მიშა
29 მარტი 2023 13:59
1
Da kidev kvela saitze qartulze tu araqartulze agnishnaven kvekveskiris mshvenier gadacemas...ra shuashia kvekve ver mivxvdi??? atjer vnaxe goli da kvirkvelia awvdis budus romelic memgoni exeba cota burts da mere miqautadze...
Givi
29 მარტი 2023 13:33
0
მადლობა ფორტუნას რომელიც ჩვენ მხარეზე იყო თორემ დიდი ანგარიშით დავმარცხდებოდით.ხვიჩასგან უკეთეს თამაშს მოველოდი.
koka
29 მარტი 2023 12:35
1
ჩვენ ფეხბურთელებს საფეხბურთო ინტელექტი არა აქვთ ანუ კლასი აქვთ დაბალი. ჯერ გადახედეთ რა კლუბებში გამოდიან ჩვენი ფეხბურთელები ( არ ვგულისხმობ კვარას და მამარდას). როგორ შეიძლება ამ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით აჯობო გუნდებს, რომლის შემადგენლობის უმრავლესობა ტოპ ლიგის წარმომადგენლები არიან. ჩვენ მხოლოდ ერთა ლიგის ც ლიგაში ვართ მაგრები, ეს არის ჩვენი ადგილი.ვარჩიოთ ახლა კვეკვემ ჩააგდო თამაში, აბურჯანია სუსტია, აზაროვს ნაკრებში რა უნდა და ა.შ. რა ამათზე უკეთესი გვყავს ვინმე რეზერვში. თუ შეცვლა გინდა, ისიც ისეთი დაბალი კლასის არ არის როგორც დანარჩენები. ასე რომ მარტო კვარა, გაზაფხულს ვერ მოიტანს, თუ მაღალი დონის 6-7 ფეხბურთელი არ გეყოლა გუნდში.ამ შემადგენლობით შეიძლება ერთი თამაში მოიგო (როგორც ხდება ხშირად), მაგრამ ციკლის მოგება ძალიან რთულია.
გია
29 მარტი 2023 11:59
4
თამაში ისე დაიწყო,ვიფიქრე,გუნდი უკვე გასახდელიდან გამოვიდა მეთქი,დამარცხებული.საბედნიეროდ შევძელით თამაშში დაბრუნება და შესაძლოა ეს უფრო მნიშვნელოვანიც იყოს,ვიდრე მოპოვებული ერთი ქულა.გუნდი არ დაიშალა,იბრძოლა,ანგარიშიც გაათანაბრა,თამაშიც და მოსაგებადაც გაიწია.გამოდის რომ უკვე ხასიათი და თავმოყვარეობა გვქონია!!როცა ფეხბურთელების გუნდებს გადახედავ,ყველა მიხვდებოდა,რომ ნორვეგიელები,გაცილებით ძლიერ გუნდებში თამაშობენ და ეს თუ ვინმესათვის არაფერს ნიშნავს,სჯობია ფეხბურთზე ლაპარაკს თავი გაანებოს.მძიმე,უმძიმესი უნდა ყოფილიყო ეს მატჩი და ასეც გამოვიდა.ბიჭებმა იპოვეს საკუთარ თავებში ძალა,თამაში შემოებრუნებინათ და ამისათვის მადლობას ვუხდი მათ,სტადიონზე მისულ გულშემატკივრებთან ერთად.ასეთი მხარდაჭერის გარეშე,ბიჭებს კიდევ უფრო გაუჭირდებოდათ.იმაშიც დარწმუნებული ვარ,ეს თამაში,ჩვენ ნაკრებს,კიდევ უფრო თავდაჯერებულს გახდის.წუხელ,შოტლანდიელებმა დაამტკიცეს,რომ თამაშს და ბრძოლას,ყოველთვის აქვს აზრი.ეს უკვე ჩვენებმაც იციან და გამოდის,ამ ჯგუფში,მართლაც ყველას ყველასთან ჰქონია შანსები.რაც უფრო შეკრული გუნდი ვიქნებით,მით მეტი გვექნება შანსებიც.ამ თამაშში,თავი არავის დაუზოგავს და ამიტომ,შეცდომებისათვის,არავის გავაკრიტიკებ.ყველა აკეთებდა იმდენს,რამდენიც შეეძლო და ფარხმალი არავის დაუყრია.ამიტომ კიდევ უფრო მეტი იმედი მიჩნდება სამომავლოდ.ძალიან ბევრი ახალგაზრდაა გუნდში,რომლებიც აუცილებლად მოუმატებენ და კიდევ უფრო გავძლიერდებით.ერთი როგორმე ზაფხულში ნაკრების და ახალგაზრდული ნაკრების შეწყვილებულ თამაშებს დავუძვრეთ,მშვიდობით და შემოდგომისათვის,უკვე გაცილებით გამოცდილი და თავდაჯერებული ნაკრები გვეყოლება.
სოსო
29 მარტი 2023 11:49
1
სწორი მსჯელობაა.
გოგია
29 მარტი 2023 14:09
0
100%
რა მაფიაა?
29 მარტი 2023 13:26
0
კომენტატორები ლაყბობენ თურმე მოახერხა ნორვეგიის ნაკრებმა კვარას შეჩერება... თქვე საწყლებო ბურთი ვერ მიიტანენ კვარამდე ის ბიჭი ჯადოქარი კი არ არის....
ჯაბა
29 მარტი 2023 11:15
1
100 პრიცენტით გეთანხმები ჯავა არადა აბურჯანიას მაღალი კლასი რომ ქონოდა ერთი პასით რამდენჯერ შეეძლო კვარა გაეშვა გამწვავებაზე
Soso
29 მარტი 2023 12:16
0
კომენტატორები კომენტატორებად,მაგრამ ტრანსლაციას ვინც ახორციელებდა,რამდენი კამერა ჰქონდათ დაყენებული?თითქმის არ იყო გამეორებები,რაც იყო,არავითარი რაკურსები გამეორებებისას.ვარი როგორ მუშაობდა,როცა არაფერი ჩანდა,ეგაა საინტერესო.შესარჩევი ჯგუფის თამაშში ასეთი გადაღება,სამარცხვინოა მისი გამკეთებლისათვის.სულ ბოლოს ხელ თამაშზე შესაძლო პენალტს რომ განიხილავდნენ,დაახლოებით 60 მეტრიდან გადაღებული ერთადერთი რაკურსი აჩვენეს და ისიც,ზურგიდან გადაღებული და თანაც,მხოლოდ ერთხელ.გარეთ გრიგალი იყო და შესაძლოა რაღაცები დაზიანდა,მაგრამ ბოდიშის მოხდა მაინც ხომ შეეძლოთ?
პ.ს.გუშინდელ ქარბორბალას,მსხვერპლიც მოჰყოლია და ვუსამძიმრებ,გარდაცვლილის ჭირისუფლებს.დაშავებულებს კი,სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
სოსო
29 მარტი 2023 12:10
0
1. როდესაც ამხანაგურია ოფიციალურ მატჩამდე, ახლებიც უნდა გამოცადო, მაგრამ რაღაც დონეზე შესათამაშებლადაც უნდა გამოიყენო!
2. სანიოლმა "ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთო" - თუ ეს დაინახე, ხომ უნდა შეცვალო ვინც აგებს ამ ორთაბრძოლას?
3. კვარას თუ წინ აყენებ, ვინმე კვარამდე ბურთის მიმტანი ხომ უნდა დააყენო? ბურთს კი არა, რბილ ადგილს ძლივს დაათრევდა ზოგერთი..
4. საყრდენ ნახევარმცველებს რა პრინციპით ვარჩევთ? რა უნდა შეეძლოს? სწორი, სინქრონული პრესინგი; მიმართულების შეცვლა და ფლანგიდან ფლანგზე ბურთის სწრაფად გადატანა; მეტოქის პრესინგიდან ამოსვლა - თუ მხოლოდ ბურთის მოგერიება?
5. კვარაცხელია,მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, მიქაუტაძე - ამათ გარდა ვინმემ ნორმალურად ითამაშა?
6. ასეთი უჯიგრო პრესინგს, რასაც პირველ ტაიმში თამაშობდნენ, ამას არ იკადრებს გიბრალტარი და ფარერები! შეიძლება კლასი არ გქონდეს, მაგრამ ჯიგარი მაინც ხომ უნდა დაგვანახოთ, 85 მილიონიანი ფეხბურთელი აპრესინგებს და სხვებსაც ხომ შეგიძლიათ გვერდით ზონები გადაკეტოთ?
7. სანიოლი იყო დაბნეული, პრესის ქვეშ ვერ აზროვნებს, დაგვიანებული იყო აზაროვის, ტაბიძის, დავითაშვილის შეცვლები. პირველივე ტაიმის ბოლოს რომ გაეკეთებინა, მაინც მოვიგებდით ამ თამაშს.
8. რა საშინელი მატჩის კომენტარი არ მომისმენია, მაგრამ პირველად ჩემს სიცოცხლეში გამოვურთე ხმა ტელევიზორებს.
9. ძალიან ცუდი გემო დატოვა გუშინდელმა თამაშის ხარისხმა და ველოდები ჟურნალისტების მხრიდან ადეკვატურ კითხვებს და ობიექტურ კრიტიკას. არ არის თავზე ხელის გადასმის დრო! მსოფლიო დონის მეკარე და თავდამსხმელი გვყავს და შუაშიც იჩალიჩეთ რამე, თქვე კაი ხალხო!!!
ქუთაისელი
29 მარტი 2023 11:02
3
შუაში რა უნდა იჩალიჩონ, არ არის ფეხბურთელები გაიგეთ
გია
29 მარტი 2023 12:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული