ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.
სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)
ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი
1. ვერ განაწყო გუნდი ფსიქოლოგიურად. პირველ ტაიმში ორ მეტრში რომ პასს ვერ აკეთებდნენ
მაგის ბრალია. შიშით თამაშმა იცის ეგ.
2. მატჩის უდიდეს ნაწილში დაცვით ფაზაში არამჭიდრო თამაში და სუსტი პრესინგი ( თუ ამას პრესინგი ერქვა საერთოდ) ეს იმ ფონზე , რომ როგორც კი ინტენსივობას ვზრდიდით ისინი ბურთს კარგავდნენ.
3. პირველ ტაიმში შეჭამეს აზაროვი ფლანგზე, გოჩეიშვილმა მეორე ტაიმში იქით შეჭამა ისინი იმავე ფლანგზე. მონღოლებთან ჩანდა რომ მაგარ ფორმაშია და რატომ არ ათამაშა თავიდან?
4. აბურჯანია არადამაჯერებელი იყო თავიდანვე მაგრამ სანამ ტრავმა არ მიიღო არ გაიყვანა. გაგნიძე ძალიან კარგი იყო მონღოლებთან და აქ დრო პრაქტიკულად არ მიეცა. ისევე როგორც ჩაკვეს და ეს იმ ფონზე რომ ბურთის ამოტანა გვიჭირდა და ერთ კვეკვესკირზე იყო მთელი ეს დატვირთვა. ამის გამო კვარაც და ჟორჟიც იშვიათად ღებულობდნენ ბურთს.
ხო და კიდევ - დავითაშვილმა უნდა გააცნობიეროს რომ რაც გააკეთა როდესაც თავისუფლად მდგარ მიქაუტაძეს პასი არ მისცა საჯარიმოში (99 პროცენტიანი გოლი იყო რომ მიეცა) ასეთი რამე ავტოგოლს უტოლდება სიმძიმით. და თუ უნდა სერიოზული ფეხბურთი ითამაშოს ეს უნდა გააცნობიეროს.