ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.
სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)
საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)
ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი
გუნდმა დღეს ვერ შეძლო დაცვიდან შემტევების ბურთით მომარაგება… გაგნიძე შეძლებდა ბურთის წინ ჩაწოდებას. წიტაიშვილი და ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე მინიმუმ დაღლიდნენ ნორვეგიელებს…
დაცვა იდგა და ფეხბურთს უყურებდა.
ლობჟანიძე და კვეკვესკირი ფიქრობენ, რომ მაგარი მოთამაშეები არიან და მსაჯს ედავებოდნენ ალბათ რუსულად.
ნამდვილი ქართული ნაკრები გვყავს. მიქაუტაძემ თავდამსხმელის გოლი გაიტანა დღეს. ძალიან გამახარა.
მამარდას ბრავო.
ცენტრში ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, კაშია, მხოლოდ ამ 3დან უნდა ითამაშოს ძირითადში.
გოჩოლეიშვილი ან წიტაიშვილი მარცხნივ, თუ შესატევია წიტა.
ცენტრი საერთოდ არ გვყავდა, აუცილებელია გაგნიძე დამკვიდრდეს ძირითადში ჩაკვესთან ერთად.
დავითაშვილი და აზაროვი სამწუხაროდ ვერ ვითარდებიან, ლობჟანიძესაც დაკარგული აქვს გამძლეობა.
ხვიჩას 3 კაცი ეჯდა ფეხზე, მაგრამ მაინც ახერხებდა მომენტის შექმნას. მიქაუტაძე სულ ვითარდება, მაგარი ფორვარდი გვყავს. ზივზივაძეც ჩადგება ფორმაში. ბერიძეც არაა ცუდი ბიჭი.
ყველაზე სუსტი ალბათ მარჯვენა ფლანგია, მე ვინ მეკითხება მაგრამ შეიძლება გოჩოლეიშვილი მარჯვნივ დადგეს, წიტაიშვილი ხვიჩას უკან.
სანიოლმა ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ შემდეგ თამაშებში მგონია ეს 11ეული უფრო გაამართლებდა:
მამარდა
ცენტრი: ხოჭოლავა - კაშია (ან ლოჩოშვილი ერთ-ერთის ნაცვლად)
მარჯვნივ: გოჩოლეიშვილი და ლობჟანიძე
მარცხნივ: წიტაიშვილი და ხვიჩა
ცენტრი: ჩამშლელებად გაგნიძე და კვეკვესკირი - მათ წინ გამთამაშებლად ჩაკვეტაძე.
ფორვარდი: მიქაუტაძე ან ზივზივაძე.