ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან

AutoSharing Option
დღეს, 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

უცხოურმა პორტალმა Whoscored-მა საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მაღალი ქულით ხვიჩა კვარაცხელიას (7.5) თამაში შეაფასა, მეორე გამოცემა Sofascore-მა კი "კვარასა" და გიორგი მიქაუტაძეს თანაბარი (7.3) ქულა დაუწერა.

ორივე პორტალის მიხედვით, ყველაზე დაბალი შეფასებები გურამ კაშიამ (6.2) და ჯიმი ტაბიძემ (6.3) დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან 0:1

მარცხდება
მკითხველის კომენტარები / 55 /
მეტის პოტენციალი გვაქვს. სამი
ქულა უნდა აგვეღო ამ თამაშშ.

კარგი თამაში აჩვენა გოჩელეიშვილმა, როგორც ტექნიკურად ასევე ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. მეტი შანსი მიეცით ახალგაზრდებს!!

მოპოვებულ ქულას ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს
ირაკლი
14:28 29-03-2023
1
როდის გახსოვთ ამ ბოლოს საქართველოს ნაკრებს ორი თანაბარი ტაიმი ეთამაშა? თუმცა გუშინდელი პირველი ტაიმი იყო ქარწაღებულ-წყალწაღბულთა (ამინდის შესაბამისი) ცოდვილობა.
პატარა ბავშვებივით გვეთამაშებოდნენ "პამპულას". კიდე გასაკვირია კვარას და ჟორჟს როგორ შემორჩათ მეორე ტაიმისთვის ენერგია, რაც მაგათ უნიზნოთ უწევდათ ართევაზე ოთხი კაცის დევნა. ყველაფრის მიზეზი ორი შენელებული ნახევარმცველის ბრალი მგონია. კვევკვეს შეტევის დროს, მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის განაწილებაში კიდევ არაუშავს, მაგრამ ბურთის ამოტანისას და პრესინგისას საშინელებაა. აბურჯანიაზე საერთოდ არაფერი არ მინდა ვთქვა, არც იყო მემგონი მოედანზე. გასაკვირი ისაა, რომ სამწვრთნელო შტაბმა ვერ გაიაზრა რომ ვეღარ მოძრაობდა და სანამ არ დაეცა არ შეცვალეს.
ფეხბურთელების შეფასებას რაც შეეხება:
მამარდაშვილი-8,5 სამი სასწაული ჩაიდინა და პირველ გიოლზეც ვერ დავადანაშაულებ, თავად თქვა მატჩის შემდგომ ქარის გამო უცნაური ტრაქტორიით წავიდა ბურთიო.
ტაბიძე- 5.1 ძალიან სუსტი იყო როგორც პასის და ბურთის ატანის დროს ასევე დაცვისას. ორჯერ მაგარი აჭამეს და მაამრდამ გადაგვარჩინა.
კაშია - 6.1 არ იყო სტაბილური. გოლიც მისი შეცდომა მგონია.
კვირკველია- 6.6 რამდენჯერმე გვიხსნა და საგოლე გადაცემაც მას ჩაეწერა.
აზაროვი - 6,5 აშკარად შეეტყო უთამაშებლობა.
კაკაბაძე - 6,8 კვარას გამო მის ფლანგზე დიდი ზონები ჩნდებოდა თუმცა სანამ ლობჟანიძე არ გამოვიდა ვერაფერს ქმნიდა. ზოგადად ცუდი არ იყო.
კვეკვესკირი - 5,5 ამაზე ზემოთ დავწერე.
აბურჯანია - 5,1 არ მგონია ამას მომატების რესურსი ქონდეს, ამიტომ სხვა უნდა მოვსინჯოთ.
დავითაშვილი 6,0 ბევრ მოძრაობდა თუმცა ნაკლები შედეგით. პირველი ტაიმის ბოლოს მაგარი გარღვევა გამოუვიდა მაგრამ როგორც ადრე ისევ არ გააკეთა დრული პასი.
კვარაცხელია - 7,1 არ ქონდა საუკეთესო თამაში, სამჯერ დაარტყა და სამჯერვე ააცდინა. თუმცა გუნდის ლიდერია და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება.
მიქაუტაძე - 7,2 ძალიან აქვს მომატებული წინა წრელთან შედარებით. ვინც საფრანგეთში მის თამაშს უყურებს დამეთანხმება, რომ მთავარი ვარსკვლავია გუნდში.
ზიზვზივაძე - 6,5 იბრძოდა პირველი ბურთისთვის თუმცა დასამახსოვრებელი მხოლოდ გოლის მომენტში იყო მისი მოძრაობა დასაფასებელი.
გოჩოლეიშვილი 7,2 საუკეთესოდ ჩაერთო თამაში, არც ერთი შეცდომა არ დაუშვია და მაგრადაც ამწვავებდა შეტევებს.
ბერიძი -შეფასების გარეში
გაგნიძე -შეფასების გარეში, 15 წუთით ადრე რომ გამოსულიყო უკეთესი იქნებოდა.
კობი 74
13:48 29-03-2023
0

სიახლეები პოპულარული