სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დებიუტით უკმაყოფილო დავრჩი. ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მოედანზე მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შევიყვანე, უკეთ გავისარჯეთ და თამაში გადავარჩინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგი ყოველ კვირას ამტკიცებს "ვალენსიაში" თავის სათამაშო დონეს და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

მიქაუტაძე ბოლო დროს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, უკეთესად მოქმედებს. ბუდუ ზივზივაძე ამ ეტაპზე "კარლსრუეში" ცოტას თამაშობს და როცა ის
ფორმაში იქნება, მათი ერთად ნახვა უკეთესი იქნება.

ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალებაა, მაქსიმალურად იშვიათად დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა. გასული წლების ერთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია ცენტრში ხშირად მოქმედებდა. ხვიჩას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და სადაც უნდა დავაყენო, სრული მობილიზებით თამაშობს. მისთვის მარცხნივ თამაში უმჯობესია. მომავალში გავითვალიწინებ, თუ სად იქნება ის უფრო ეფექტური.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია. ის ტრავმირებული დიდი ხნით იყო. ამ მატჩშიც ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია. ნახევარმცველებს უწევთ როგორც წინ, ასვე უკან თამაში, როგორც კვარაცხელია აკეთებს. ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, ამ მომენტს ველოდები და როგორც კი მზად იქნება, ითამაშებს. ხედავთ, ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა და ვინც იმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 69 /
ამ ფედერაციას არანაიარი მწვრთნელი არ უშველის, ამათ თავიაანთი ბალასტი ყველა მწვრთნელთან ეყოლებათ. სანამ ფედერაციიდან ნაკრების გარშემო არ დაიფერთხებიან ზოგიერთები ნაკრებს არაფერი ეშველება. თან ბალასტი უნდათ ყავდეთ თან საქართველოს რესურსებით ეს ხომ სიგიჟეა?
G.LA
29 მარტი 2023 12:04
4
ერთი სული მქონდა ჩაკვეს როდის შემოიყვანდა ვინ ყავს ერთი ჩაკვეზე უკეთესი გინდ ძირითადში გინდ სათადარიგოში. კვარაცხელია მარტო და ჩაკვეს რომ ერთ წლიანი ტრავმა არ მიეღო კვარაზე მეტი თუარა ნაკლები არ იქნებოდა
ტოტტი
29 მარტი 2023 07:20
2
გუშინდელი თამაში სრულად ჩააგდო სანიოლიმ. რა ჩაკვე მზად არაა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე ველოდი და კიდეც უნდა შეეცვალა აბურჯანიაც, დავითაშვილიც და კაკაბაძეც.... და ამაა ვაისი "დაემართა...
mirosan
29 მარტი 2023 07:14
1
მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს და მწვრთნელი აგებს! ჩაკვე მზად არარის, მონღოლეთთანაც კი ეტყობოდა რო თვითრწმენა აქვს დაკარგული (სამწუხაროდ).. ტაბიძის მოხსნამ და მიქაუტაძის არ გაყვანამ მოიგო მეორე ტაიმი! ახლა ვინც სანიოლიზე ხელს იშვერთ, უბრალოდ არ იცით და არ გაგეგებათ ეს სპორტი. მადლობა ბიჭებს მწვრთნელებიანად, მადლობა იმიტო რო, დღეს ჩვენ ნორვეგიასთან ფრეზე ვწუწუნებთ.. მადლობა!
ბასკი
29 მარტი 2023 03:11
14
შუაში ძალიან გვიჭირს აბურჯანია და კვეკვესკირი კარგი ფეხბურთელები არიან მაგრამ იმ დონის მოთამაშები არ არიან რომ ნორვეგიასთან შოტლანდიასთან და ამ დონის ნაკრებებთან "გაქაჩონ" სამწუხაროა რომ რესურსიც არ არის მათი შეცვლის კიტეიშვილი ნამდვილად დიდი ძალააა მაგრამ სულ ტრამვა აქვს სამწუხაროდ გაგნიძე ჯერ პატარაა არ აქვს გამოცდილება ნაკრებში წყალივით გვჭირდება შუაში ფეხბურთელები.
იმედი მაქვს რომ მარადიშვილის ჩამოყვანა მოხერხდება ეროვნულ ნაკრებში ეს ბიჭი ძალიან გაგვაძლიერებს ტექნიკური და მობილური ფეხბურთელები გვჭირდება რომელებსაც მოედნის კარგი ხედვა აქვთ ამ პოზიციაზე კვეკვესკირი და აბურჯანია ძალიან სუსტები არიან ფაქტიურად შემტევებამდე ბურთი არ მიდის და ისე მარტივად აღებინებდნენ ბურთს ნორვეგიას რომ სულ ჩვენს ნახევარზე იყო თამაში.
zaza
29 მარტი 2023 00:49
1
ამდენ კომენტარში ძლივს ერთი ობიექტური და გულშემატკივარი ადამიანის კომენტარი ვნახე,ზაზა.მარადიშვილს ეტყობა გული არ მოუწევს და თუ მართლაც ასეა,არაფერში გამოგვადგება.
სოსო
29 მარტი 2023 14:34
0
წადი სანიოლ, წ-ა-დ-ი! საად? ს-ა-ხ-ლ-შ-ი!!!! არ არის საქართველოში პრაქტიკანტი მწვრთნელების ადგილი!!!! არ ათამაშო ერთად ჩაკვე და ხვიჩა ერთი ტაიმი მაინც. ეს უკვე წინასწარ დაგეგმილი ღალატია.
სასწრაფო დახმარება
29 მარტი 2023 13:03
5
ვაისს გავეყარეთ და ვუისსსს შევეყარეთ...
rigiti
29 მარტი 2023 11:59
2
არ ათამაშა ჩაკვეტაძე! სლოვაკეთში ორ ტაიმს კარგად თამაშობს! ნახევარდაცვაში ვინმე ჰყავს უკეთესი?! ვალდებულია განმარტოს თავისი გადაწყვეტილებები!
დო მაჟორი
29 მარტი 2023 11:09
2
Imedimaq aburjanias dziritadidan amoagde!!
Tbilis
28 მარტი 2023 23:26
2
და რატომ უნდა უნდოდეს რუსულ ფედერაციას ნაკრების გასვლა სადმე? უნდა ვიტრიალოთ სულ ერთ წრეზე და ყოველთვის ვიყოთ დამოკიდებული ჩრდილოეთზე. მშვენივრად არიან მომჯდრები ხალხის ბიუჯეტზე და წველიან. ასე იქნება მუდამ, ასე აწყობს რუსეთს და მაგიტომ. აბა, ნორმალური მწვრთნელი ჩაკვეს არ ათამაშებდა? და რომელი იყო ფორმაში, ხამენა-კვეკვე თუ აზაროვი? იქნებ აბურჯანია? რომელიც სანამ ოქრიაშვილივით არ დაეცა და ხელების ქნევა არ დაიწყო, მანამდე არ გამოცვალა. ნოლია სანიოლი, ვაისივით გვაწვალებს, ბოლოს ჩაიჯიბავს ფულს და აორთქლდება. საწრაფოდ შესაცვლელია, მაგრამ ვინ შეცვლის, ერთად ხრავენ ბიუჯეტს...
ასეა ეს
29 მარტი 2023 09:43
11
აუ აქაც პოლიტიკა? რა გჭირთ?
123
29 მარტი 2023 12:19
2
ასეა და რა არ ხრავენ? ,,აბა ვისა ძინამ ახლა თქვენ გარდა,, დაცვას ეძინა,მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვძინავს სამარცხვინო ფედერაცია ხალხის ფინანსებს და იმედს ხრავს
სვანსკი
29 მარტი 2023 12:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული