სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დებიუტით უკმაყოფილო დავრჩი. ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მოედანზე მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შევიყვანე, უკეთ გავისარჯეთ და თამაში გადავარჩინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგი ყოველ კვირას ამტკიცებს "ვალენსიაში" თავის სათამაშო დონეს და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

მიქაუტაძე ბოლო დროს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, უკეთესად მოქმედებს. ბუდუ ზივზივაძე ამ ეტაპზე "კარლსრუეში" ცოტას თამაშობს და როცა ის
ფორმაში იქნება, მათი ერთად ნახვა უკეთესი იქნება.

ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალებაა, მაქსიმალურად იშვიათად დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა. გასული წლების ერთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია ცენტრში ხშირად მოქმედებდა. ხვიჩას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და სადაც უნდა დავაყენო, სრული მობილიზებით თამაშობს. მისთვის მარცხნივ თამაში უმჯობესია. მომავალში გავითვალიწინებ, თუ სად იქნება ის უფრო ეფექტური.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია. ის ტრავმირებული დიდი ხნით იყო. ამ მატჩშიც ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია. ნახევარმცველებს უწევთ როგორც წინ, ასვე უკან თამაში, როგორც კვარაცხელია აკეთებს. ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, ამ მომენტს ველოდები და როგორც კი მზად იქნება, ითამაშებს. ხედავთ, ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა და ვინც იმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 69 /
მწვრთნელი რო გაგებაში არაა ეს ერთი მაგრამ კაშია რომ წამყვანი ფეხბურთელი იქნება ის ნაკრები დირკაა
კახა
28 მარტი 2023 23:57
50
აწკაპუნეეე კლავიატურა ლომო
Ss
29 მარტი 2023 00:37
3
აწკაპუნეეე კლავიატურა ლომო
Ss
29 მარტი 2023 00:37
3
ვილი, შენი არ მშურს. კვიპროსთან მაინც გამოიყვანე ჩაკვე და კიტე. ვნახოთ ბოლო-ბოლო ესენი ირბენენ თუ სეირნობაზე შეჯერდებიან. წიტაიშვილი ძალიან მოძრავი და აქტიურია, რაც სულ არ აქვს გუნდის 2/3-ს. ათამაშე ეს ბიჭი, ის ნამდვილი სპორტსმენია. დავითაშვილი 10 წუთზე მეტი არ უნდა ათამაშო, სანამ თავის აწევასა და პასს არ ისწავლის, თუ ისწავლა ოდესმე. ვეტერანები კი პატივით უნდა გავაცილოთ. ახალგაზრდებისგან რაღაც შეიძლება გამოდნეს.
გიორგი
29 მარტი 2023 02:12
2
სამწუხაროა რო ვერ მოვიგეთ.იქნებ ვინმემ აუხსნას სანიოლს რო ჩაკვეტაძესთან ერთად ნაკრები უფრო ქართულ და ჯიგრიან ფეხბურთს თამაშობს.გიო რო შემოეყვანა მოვიგებდით.
kote
29 მარტი 2023 08:12
3
მონღოლეთთან 2 ტაიმი ითამაშა და საუკეთესო იყო
როგორ დავიჯერო ნორვეგიასთან 15 წუთს ვერ შეძლებდა ფიზიკურად დგომას.
მე არაპროფესიონალი მივხვდი რომ ძირითადში გოჩოლეიშვილი და გაგნიძე უნდა დაეყენებინა.
მოკლედ პირველი ტაიმი წააგო სანიოლმა.
კიდევ კარგი მეორეში გამოასწორა შეცდომები
Las
29 მარტი 2023 07:20
2
ჩაკვეტაძე მზად არ არისო და ბერიძე და უთამაშებელი ზივზივვაძე მზად არის? აბურჯანია და კვეკვესკირი მზად არიან? ეს კაცი მართლა მთავარი მწვრთნელია? თუ შემადგენლობას კობიაშვილი და ხიზანიშვილი აყენებს? პირველ ტაიმში ყოველი მესამე გადაცემა იკარგებოდა, მონღოლეთთან სპარინგი რაღა იყო? იმ შემადგენლობიდან 8 კაცი არ თამაშობდა.
ჟორა
29 მარტი 2023 00:09
5
ამას თვალებში ყანწი აქ!? გაადახვიოსნ თAვიდან უყუროს! კვეკვე რომელსაც წინ პასი არ აქ რა უნდა ნაკრებში იგივე აბუს! გოლს მამარდას აბრალებს და დააკვირდით კვეკვესკირი დგას და უყურებს !! გაგნიძე დაგლიჯავდა იგივე ჩაკვე!!! აზაროვს ბუდუს კვეკვეს სათამაშო პრაქტიკა ააქვთ!? არა ! მეც გადავხდი ფულს და არანაკლებ ვითAმაშEბ კვეკვეზე და აბუზე სირცხვილია
cotne
29 მარტი 2023 01:17
2
ჩაკვე უნდა იდგეს ცენტრში, ამ კაი კაცს ან სლოგანის თამაშისთვი არ უდევნებია თვალი ან მე ვარ ქაჯი. ჩაკვე არ ათამაშო არვიცი რაა
Who are you
29 მარტი 2023 01:11
1
სახლში 5მცველით რო იწყებ თამაშს არ ვიცი... ვერ გავიგე რა შემადგენლობა დააყენა.დავითაშვილს ძაან აპიარებენ მარა დიდი ვერაფერი.სანიოლი ამ შესარჩევს ვერ ჩაამთავრებს ვატყობ.
გიორგი IV
29 მარტი 2023 00:27
5
სანიოლი არის პრაქტიკანტი ფაქტიურად, ადამიანს ლამის ოცი წელია გუნდი არ გაუწვრთნია და არც მანამდე უჩვენებია როგორც მწვრთნელს რამე ღირებული. ახლა სწავლობს ხელობას. ჩვენ გვყავს კარგი თაობა (ძლივს). ხოდა ამიხსნას ვინმემ რატომ უნდა ველოდოთ როდის ისწავლის სანიოლი და საჭირო გამოცდილებას როდის დააგრობს? შეიძლება ეს მალე მოხდეს, შეიძლება არა. რატომ უნდა ვიყოთ ამაზე დამოკიდებულები? რატომ ვაისის და სანიოლის დონის სპეციალისტები? კარგი და თავისის ხელობის მცოდნე, გამოცდილი და რაღაც შედეგის მქონე მწვრთნელი რა გახდა გამაგებინეთ. ანჩელოტის ხომ არ გთხოვთ? ვიცი, გამოუვა სანიოლს ერთი რომელიმე თამაში და ატყდება ისევ რას ერჩითო. არაფერს ვერჩი პიროვნულად რისი თავიც აქვს აკეთებს, მაგრამ რაღა ჩვენთან უნდა ისწავლოს მწვრთნელობა?
არტ
29 მარტი 2023 12:24
5
მათჩის წინ სანიოლმა ვერ დაიჯერა, რომ შეიძლებოდა უფრო თამამად და აგრესიულად თამაში. ამიტომ თამაშის გეგმაც და სასტარტო შემადგენლობაც მეტოქის გადაჭარბებული პატივისცემით იყო შერჩეული.
ქ. გ.
29 მარტი 2023 07:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული