სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დებიუტით უკმაყოფილო დავრჩი. ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მოედანზე მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შევიყვანე, უკეთ გავისარჯეთ და თამაში გადავარჩინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგი ყოველ კვირას ამტკიცებს "ვალენსიაში" თავის სათამაშო დონეს და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

მიქაუტაძე ბოლო დროს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, უკეთესად მოქმედებს. ბუდუ ზივზივაძე ამ ეტაპზე "კარლსრუეში" ცოტას თამაშობს და როცა ის
ფორმაში იქნება, მათი ერთად ნახვა უკეთესი იქნება.

ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალებაა, მაქსიმალურად იშვიათად დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა. გასული წლების ერთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია ცენტრში ხშირად მოქმედებდა. ხვიჩას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და სადაც უნდა დავაყენო, სრული მობილიზებით თამაშობს. მისთვის მარცხნივ თამაში უმჯობესია. მომავალში გავითვალიწინებ, თუ სად იქნება ის უფრო ეფექტური.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია. ის ტრავმირებული დიდი ხნით იყო. ამ მატჩშიც ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია. ნახევარმცველებს უწევთ როგორც წინ, ასვე უკან თამაში, როგორც კვარაცხელია აკეთებს. ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, ამ მომენტს ველოდები და როგორც კი მზად იქნება, ითამაშებს. ხედავთ, ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა და ვინც იმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 69 /
თქვენს გამკვირვებია ხალხო სულ ილანძღებით და ეს დაუსაბუთებელი წადი წადის ძახილი აგიჩემებიათ.
ბევრი თამაში ყოფილა რომ ჩვენს ნაკრებს ასეთი პირველი ტაიმის მერე მობილიზება და თამაშის გადარჩენა შეძლებია???
კარგით რა.
ისწავლეთ დანახვა და დაფასება.
lsd
30 მარტი 2023 02:05
1
სანიოლი არის მოსწავლე მწვრთნელი და ეგ დაგვიღუპავს ძლიერ თაობას ...ჩაკვე 25 წუთი ვერ ირბენდა დავიჯერო ?
dato
29 მარტი 2023 18:48
7
სანიოლი შემადგენლობის ნახევარს აკომპლექტებს. შემადგენლობის მეორე ნახევარს აკომპლექტებს ფედერაცია (ტრანსფერებიდან ფულის მოსატეხად).
Რაგბის ფანი
29 მარტი 2023 14:52
5
სანიოლი აკეთებს იმას, რასაც სხვა ნებისმიერი გააკეთებდა მის ადგილას, ანუ ენდობა იმათ, ვინც მოიგო ლიგა ც, გაგიგიათ ხალხო გუნდი ხერხემლის, ანუ ნახევარდაცვის გარეშე? კვეკვესკირი როდის ისწავლის წინ პასების კეთებას და გამწვავებას, ამას უნდა ველოდოთ? გინდათ გადაახვიეთ და დააკვირდით, მცველები აძლევენ პასს კვეკვესკირს და ის მუდმივად უკან აბრუნებს ბურთს, იმის მაგივრად, რომ შემობრუნდეს და გაამწვავოს თამაში, ძალიან ხშირად იყო, როცა მას ბურთის მიღების დროს წინ სივრცე ჰქონდა და წინ საერთოდ არ იყურებოდა და უკან აბრუნებდა ბურთს მცველებთან, ისინი მეკარეს და მეკარე იგერიებდა, ესაა ფეხბურთი?! ხომ არ შეიძლება, რომ საყრდენი მუდმივად უკან აბრუნებდეს პასს? აბურჯანია როდის ისწავლის სირბილს, ამას ველოდოთ? საყრდენი ბურთის მიღებისთანავე გამწვავებაზე უნდა ფიქრობდეს და არა უკან პასზე. გაგნიძე ცალი ფეხით ჯობია ამათ ორივეს ერთად აღებულს. გოჩოლეიშვილი რატომ არ დააყენა, სრულიად გაუგებარია, ყველამ ვნახეთ, როგორ ჩაერთო თამაშში, მზად არ არისო ვერ იტყვის. სანიოლის ტაქტიკა საშინელება იყო, ასე თავისუფლად ნორვეგია როგორ უნდა გადმოდიოდეს ჩვენს ნახევარზე, თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს? ეს რა ტაქტიკა იყო, ეს რა შემადგენლობა დააყენა? გულისამრევი თამაში იყო. ბედი ჩვენი, რომ ჰალანდი არ იყო, თორემ გაგხვრიტავდა მინიმუმ 2ჯერ. სანიოლმა ჩააგდო ეს თამაში.
29 მარტი 2023 13:34
4
ჩააგდოვო ისე ამბობ ვითომ გიბლარტარს ვეთანამაშებოდით, ეგრე რომ ვფიქრობთ ყველაფერზე მაგიტომ არი ჩვენი საქმე ასე კარგად, აბურჯანიას და კვევესკირზე კარგი ვინ გყავს ვინც მოძრაობს და ბრძოლობს მეტი არ აქვთ ეს კლასი რაც არიან ის არიან,
S.m
29 მარტი 2023 14:52
8
საგოლე შეტევა,მამარდამ დაიწყო.მან ბუთი კაკაბაძეს მიაწოდა,რომელმაც ბურთი კვეკვესკირს მიაწოდა და მანაც თავით,ერთი შეხებით,შეტევა გაუგრძელა მიქაუტაძეს.შეტევა გოლით დამთავრდა.აქ ვიღაცები წერენ,ერთი კაკაბაძის მწვავე პასი მაჩვენაო,ან კვეკვეს ხანჯალა პასი არ გახდა საგოლე?ნორვეგიელებს ჩვენზე გაცილებით მაღალი კლასის ნახევარდაცვა ჰყავთ და ამას ვერსად წავუვალთ,მაგრამ რასაც ჩვენები აკეთებენ,იმასაც ნუ დავუკარგავთ.ლონდონის არსენალის ლიდერი და კაპიტანი,ჟილ ვისენტეს,ან პოლონური კლუბის არც თუ მუდამ ძირითადში მოთამაშე ფეხბურთელებს რომ აჯობებს,ეგ რა საკვირველია?ან საფრანგეთის მეორე ლიგაში მოთამაშე ბიჭებმა,როგორ უნდა აჯობონ,პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს?საკვირველი ის არის,რომ ამ ბიჭებმა,მაინც შესძლეს და გუნდი დამარცხებას გადაარჩინეს.ჰო და დავუფასოთ, რა!
სოსო
29 მარტი 2023 14:03
12
snioli unda chamovishorot megobrbo cxadadze rom yofiliyo sataveshi movigebdit uechveli ara saniols moshordi
Giorgi
29 მარტი 2023 13:34
8
წადი სანიოლ, წ-ა-დ-ი! საად? ს-ა-ხ-ლ-შ-ი!!!! არ არის საქართველოში პრაქტიკანტი მწვრთნელების ადგილი!!!! არ ათამაშო ერთად ჩაკვე და ხვიჩა ერთი ტაიმი მაინც. ეს უკვე წინასწარ დაგეგმილი ღალატია.
სასწრაფო დახმარება
29 მარტი 2023 13:03
5
მომეწონა გოჩოლეიშვილი, უპირველესად დასწრებაზე თამაშით, რამდენჯერმე წაიკითხა მომენტი, რაც სხვებს ძალიან უჭირთ, გამიკვირდა ჩაკვეტაძეს უთამაშებლობა და აბურჯანიას თამაში, შენელებული კადრია, სირბილი არ შეუძლია, აჩქარებაზე რომ არაფერი ვთქვად, ნახევარდაცვა ყველაზე სუსტი რგოლია ნაკრებში,რეალურად კვიპროსთან მოგვიწევს პაექრობა ბოლო ადგილს რომ ავცდეთ, ისე ამ გათამაშებაშიც 2 მოგება შეიძლება გავჩარხოთ მაქსიმუმ, მეტის ილუზიას ნუ შევიქმნით.
გუსანი
29 მარტი 2023 12:35
1
გოჩოლეიშვილმა კარგად ითამაშა, მთელ მოედანს ხედავდა, საზანოვიც კარგი იყო, დანარჩენები ბურთს დაყურებდნენ და პასს ისე იძლეოდნენ იმიტომაც იყო მაგდენი ხარვეზი პასებში, მოედანზე უბურთოდ მოძრაობა პირველ ტაიმში 10 ქულიდან 3 ს თუ იმსახურებდა, მეორეში 5 მდე ძლივს ავიდა, მარჯვენა მხარეს მამუჩაშვილი რომ გამოეხახა და დაეყენებინა უფრო ცოცხალი თამაში იქნებოდა, ბევრს მოძრაობს მოედანს კარგად ხედავს და უზუსტეს პასებს აკეთებს გრძელ მანძილებზეც, კვარაცხელიას კარგად აუწყობდა, მე ასე ვფიქრობ
მერაბი
29 მარტი 2023 12:27
9
სანიოლი არის პრაქტიკანტი ფაქტიურად, ადამიანს ლამის ოცი წელია გუნდი არ გაუწვრთნია და არც მანამდე უჩვენებია როგორც მწვრთნელს რამე ღირებული. ახლა სწავლობს ხელობას. ჩვენ გვყავს კარგი თაობა (ძლივს). ხოდა ამიხსნას ვინმემ რატომ უნდა ველოდოთ როდის ისწავლის სანიოლი და საჭირო გამოცდილებას როდის დააგრობს? შეიძლება ეს მალე მოხდეს, შეიძლება არა. რატომ უნდა ვიყოთ ამაზე დამოკიდებულები? რატომ ვაისის და სანიოლის დონის სპეციალისტები? კარგი და თავისის ხელობის მცოდნე, გამოცდილი და რაღაც შედეგის მქონე მწვრთნელი რა გახდა გამაგებინეთ. ანჩელოტის ხომ არ გთხოვთ? ვიცი, გამოუვა სანიოლს ერთი რომელიმე თამაში და ატყდება ისევ რას ერჩითო. არაფერს ვერჩი პიროვნულად რისი თავიც აქვს აკეთებს, მაგრამ რაღა ჩვენთან უნდა ისწავლოს მწვრთნელობა?
არტ
29 მარტი 2023 12:24
5
ამ ფედერაციას არანაიარი მწვრთნელი არ უშველის, ამათ თავიაანთი ბალასტი ყველა მწვრთნელთან ეყოლებათ. სანამ ფედერაციიდან ნაკრების გარშემო არ დაიფერთხებიან ზოგიერთები ნაკრებს არაფერი ეშველება. თან ბალასტი უნდათ ყავდეთ თან საქართველოს რესურსებით ეს ხომ სიგიჟეა?
G.LA
29 მარტი 2023 12:04
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული