"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში გუშინ ნორვეგიასთან წაგებას გადაურჩა. ყველას თავისი აზრი აქვს და ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, შესაძლოა და ალბათ, სუბიექტური. ნათქვამია, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, მაგრამ მგონია, კამათისას უფრო ნერვებს ვიშლით, რამეთუ როდესაც ადამიანს რაღაცის სჯერა ან რწმენაშია, ძნელია გადაარწმუნო და ამად არ ღირს. მით უმეტეს, ჩვენში ყველა ჩინებულად ერკვევა ორ „რამეში“ - ფეხბურთსა და პოლიტიკაში. უბრალოდ, ყველას აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. მოგახსენებთ ყოველგვარი შელამაზებისა და გადაპრანჭული ფრაზების გარეშე, მარტივ ენაზე.
მეც ყველა თქვენგანის მოსაზრებას სიამოვნებით გავეცნობი, პატივისცემით მოვეკიდები და თხოვნა მექნება, ერთმანეთის მიმართ მეტად დელიკატურები ვიყოთ.

მახსოვს, 1994 შემოდგომაზე როგორი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მაშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასთან სახლში 0:1 დავმარცხდით. შეხვედრის წინ გაზეთ "11X11"-ში წერილიც გამოვაქვეყნე - „როგორია ჩვენი შანსები?“ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ყოველ ციკლს იმედგაცრუება მოჰქონდა, ჯერ უფრო ნიჭიერ ფეხბურთელთა ინდეფერენტულობის გამო, შემდეგ ნიჭიერი თაობაც აღარ გვყავდა და მარცხი „ჯვაროსნების“ წესად იქცა. გადის დრო და მაინც ჯიუტად გამოუსწორებელ ოპტიმისტებად ვრჩებით, ყოველ ჯერზე ვიწყებთ საუბარს მირაჟულ შანსებზე, რასაც კვლავ იმედგაცრუება მოჰყვება და ასე გრძელდება უსასრულოდ. დიდ ტურნირებზე მონაწილეთა რაოდენობაც გაზარდეს, ერთა ლიგიდან იქ უკანა შესასვლელი კარიდან მოხვედრის შესაძლებლობაც მოგვცა უეფამ, მაგრამ ჯერ ამ ძღვენით ვერა და ვერ ვისარგებლეთ.

და 40 წლის შემდეგ (ათვლას იქიდან ვიწყებ, როდესაც დავით ყიფიანმა თამაშს თავი დაანება) ხვიჩა კვარაცხელიას სახით ქართულ ფეხბურთში კვლავ გამოჩნდა არაორდინარული ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი გაგვიჩინა. რა თქმა უნდა, განვლილ პერიოდში იყვნენ ჩინებული მოთამაშეები, თუმცა ასეთი კლასისა და შემართების მქონენი - არა. ეგაა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და საფეხბურთო გაზაფხულიც ვერ დაგვიდგა. საკმარისი აღმოჩნდა, კვარაცხელიას ავადმყოფობის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ეთამაშა, რომ თბილისში დავმარცხდით და ისევ ვერ გავაღწიეთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე.

კვლავ დაიწყო ახალი ციკლი, მორიგი იმედებით აღსავსე, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. ამასობაში ევროშესარჩევმაც აიღო სტარტი და საინტერესო გახლდათ იმის ნახვა, სინამდვილეში რანი ვართ და რისი მიღწევა შეგვიძლია, რამეთუ ერთია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ძლევა და სრულიად სხვა კონტინენტის ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად ჭიდილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ნოემბერში „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში შვედეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს 2:0 მოუგო, თუმცა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ ლოკალური გამარჯვება იყო, ვინაიდან სისტემურში გადასასვლელად საკმარისი საკადრო რესურსი არ გაგვაჩნია. გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი (უპირველეს ყოვლისა, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე), მაგრამ ნაკრები დაბალანსებული არაა, ანუ არ გვყავს 11 სრულფასოვანი მოთამაშე, რომლებიც იმ შრომატევადი სამუშაოს შესრულებას მოახერხებენ, რაზეც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ნამატჩევს ილაპარაკა. მთელ რიგ პოზიციებზე საშინელი ჩავარდნაა. როგორც ამბობენ - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. ნორდებთან საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვა არ ჰყავდა. უბრალოდ არ ჰყავდა. ეს ფაქტია. ბურთს ვერავინ იჭერდა, ტემპს ვერ არეგულირებდა, თამაშს ვერ წარმართავდა, გადაცემებს ვერ აკეთებდნენ, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ბურთის მისაღებად ღრმად უკან უწევდათ ჩასვლა და ა.შ.

Sportall.Ge

საერთოდაც, შეუიარაღებელი თვალითაც იმდენი ხარვეზი დავინახეთ, ამაზე მსჯელობას აზრიც არ აქვს. უნდა დაეყენებინა თუ რა სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში? მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, საკუთარი თავის მხოლოდ აჩრდილია - დრიბლინგში, კარში დარტყმაში, შავი სამუშაოს შესრულებაში - ტექნიკა და ბურთის ფლობის უნარი არ დაუკარგავს და არ მგონია, სხვაზე ნაკლებად სასარგებლო ყოფილიყო. „სლოვანში“ მის რამდენიმე მატჩს ყურადღებით ვუყურე, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ძველი ფორმა ვერ დაიბრუნა, თუმცა ჯერჯერობით ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრში მასზე კარგი ფეხბურთელი ელემენტარულად არ გვყავს.

არ მიყვარს მწვრთნელების კრიტიკა და მათ საქმეში ჩარევა, ისინი შეკრებაზე უკეთ ხედავენ, ვის რა შეუძლია, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი: გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა საზონოვი, ლუკა გაგნიძე და ლუკა ლოჩოშვილი უკვე იმსახურებენ ძირითად შემადგენლობაში თამაშს. რა თქმა უნდა, ეს სრულად ვერ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მაგრამ ამ ახალგაზრდებს თავიანთი ენერგიითა და ენთუზიაზმით ახალი სისხლის შემოტანა შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად მაინც არ დაიჩაგრებიან. ამ დროს სწორედ „ფიზიკა“ წარმოადგენდა ნორვეგიასთან პრობლემას, როდესაც თითქმის ყველა პირველ ბურთსა და ორთაბრძოლას ვაგებდით, რაც არცაა გასაკვირი და ისევ და ისევ საკადრო პრობლემასთან მივდივართ. ასევე ძირითადში თამაშს იმსახურებს გამოცდილი საბა ლობჟანიძეც.

ჯერ კიდევ ვლადიმერ ვაისი ამბობდა, ნახეთ, როგორ კლუბებში არიან ქართველი ფეხბურთელებიო. სამწუხაროდ, ბევრი იმ საშუალოზე დაბალი კლასის გუნდშიც ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და როდესაც სანაკრებო დონეზე ისეთ მეტოქეებს ვუპირისპირდებით, რომლებიც ტოპ 5 ლიგის მოთამაშებითაა დაკომპლექტებული, ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება - ისინი გაცილებით გამართულად თამაშობენ, დისციპლინირებულად, გადაწყვეტილებებს დროზე იღებენ, სწრაფად გადაადგილდებიან, ცარიელ პოზიციაზე იხსნებიან, ლამის ყველა კომპონენტში გვჯაბნიან და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მინიმუმ ერთი სრულფასოვანი საბრძოლო თერთმეტეული არ გვეყოლება.

თორემ, ნორვეგია რომ ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, ეს მეორე ნახევარში დავინახეთ, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა მწვავედ შეუტია; არც ესპანეთი აღარაა ძველებურად გრანდი და გალიდერებულ შოტლანდიას მით უმეტეს ვერ ვუწოდებთ გრანდთა გრანდს. თითქოს მათ დონეზე გასასვლელად სულ ცოტა გვაკლია, მაგრამ არავინ იცის, განსხვავება „ამ ცოტაში“ რამდენ ხანში აღმოიფხვრება და ნუ ვეძებთ მუდამ დამნაშავეს მწვრთნელში. დიახ, მან გუშინ შემადგენლობის დაყენებისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, მზადაა კი საქართველოს ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად? მგონია, ჯერ არა. იქნება ცალკეული გამარჯვებები, ღმერთმა ინებოს და შეიძლება ერთა ლიგიდან ევროპირველობაზეც გავიდეთ, მაგრამ თვისობრივი ნახტომის განხორციელება შეუძლებელია, სანამ მწვრთნელის განკარგულებაში სრულფასოვანი თერთმეტეული არ იქნება, ხოლო იქამდე ხანდახან მივაღწევთ  წარმატებებს, რაც სამომავლოდ იმედის დაუსრულებელ საფუძველს არ მოგვიშლის.

ამიტომ, ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები. საბედნიეროდ, გამოჩნდა ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს კლუბებში გადასვლის პერსპექტივები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო დიდ მიზნებზე ოცნება. ოცნება, რომელიც მარტო ოცნება კი არ იქნება, არამედ რეალობაში გადაიზრდება და უკვე კონკრეტული, მაღალი ამოცანების გადაჭრა გახდება შესაძლებელი.

altშოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

altსოლბაკენი: საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 90 /
სანიოლიც მოდრიკეს და კვლავ ფედერაცია წყვეტს ვინ გამოვა მოედანზე. ფედერაციას რომ მიადგე გასაწმენდად, კალაძე უნდა მიაშორო ფეხბურთს, რადგან კალაძე "კრიშავს" ამ მაფიას. კალაძეს რომ შეუტიო, ბიძინა გაგიბრაზდება. ბიძინას რომ შეუტიო, ნაცი ხარო, დაგაბრალებენ. არადა, ნაცების დროს ზუსტად იგივე ხდებოდა. მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი გვარები იყო სხვა. ესაა ჩაკეტილი წრე, რომელიც უნდა გავარღვიოთ. არ დაბლოკოთ, თუ მართლა გსურთ ქართული ფეხბურთის აღორძინება.
გიორგი
30 მარტი 2023 13:26
6
იშვიათად წამიკითხავს მსგავსი "სიბრძნე"....
tngh
30 მარტი 2023 16:01
1
იშვიათად წამიკითხავს მსგავსი "სიბრძნე"....
tngh
30 მარტი 2023 15:59
1
დავითაშვილს თავი კვარაცხელია ჰგონია და რატო ეს არ ვიცი. სამი კაცის გარდა ნაკრებში თამაშს არავინ იმსახურებს. ბოჩოლეიშვილისნაირები უნდა მივუშვათ ღუმელთან და ბალასტს უნდა გადავუხადოთ მადლობა განვლილი უჟილკო თამაშებისთვის. ე.ი. ხვიჩა თუ ამოიკეტა გუნდი არ ვარგა, ამას ჰქვია ქვეყნის ნაკრები, ნაკრებში თამაში თუ არ გეამაყება და მიწას არ თხრი მონდომებით, მაშინ წადი რა ან ამდენ ხალხს რას უშლი ნერვებს........
გიო
29 მარტი 2023 19:21
4
არ არის და არც არასდროს ყოფილან დავითაშვილი, აბურჯანია, კვეკვესკირი და ა.შ. ნაკრების სადარი ფეხბურთელები და ეს სანიოლი თუ ხიზანა მაინც ტენის და ტენის ნაკრებში. გაგნიძის ლობოტკას ტაპაჟად ჩამოყალიბება მიმაჩნია გუნდისთვის უპირველესს ამოცანად. თავდამსხმელს თუ ამოტანილ ბურთს ვერ მიაწვდი, გამოვა რამე ???
სიმართლე
29 მარტი 2023 19:08
0
ჩემი აზრით ჩვენ ერთა ლიგაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმ ორი თამაშის მოგებაზე ვიფიქროთ.
კი ბატონო უნდა ვეცადოთ და კვიპროსს ორივე თამაში მოვუგოთ.(არცისე მარტივია). და უნდა შევძლოთ და მინიმუმ სახლში თამაში არ წავაგოთ არც ესპანეთთან და არც შოტლანდიასთან(ესეც არცისე მარტივია) უნდა შევძლოთ და შევეცადოთ გასვლაზეც არ დავმარცხდეთ (რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი). ასე რათქმაუნდა ევროპაზე გასვლა ალბათ ვერ მოხერხდება, მაგრამ ნაკრები სახეს შეინარჩუნებს და მოტივაციასთან ერთად რეალურ მიზნებსაც დავისახავთ საერთალიგოდ.
მთავარია ერთა ლიგაზე დავდოთ სასურველი შედეგი და ევროზე გავიდეთ.
შემდეგი შესარჩევიდან კი ჯგუფიდან გასვლაზე ვიფიქრებთ!
ნაკრებს გამოცდილებაც მოემატებათ და იმედიც რეალური იქნება.
მიუხედავად საკადრო პრობლემებისა მაინც გვყავს ის კონტინგენტი ვისაც დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ.
ბათუმელი ექსპერტი
29 მარტი 2023 17:27
4
კვეკვესკირი (თავი პრაფესორი რო ჰგონია და მითითებებს იძლევა მარტო) და აბურჯანია: აი ჩვენი გუნდის ტორმუზი და უკუსვლა. ვერც დარბიან ვერც ელემენტარულო პასი გაუკეთებიათ და რაც მთავარია იციან მხოლოდ უკან პასი მანდრაჟისგან რო ბურთი არ დაკარგონ. მახსოვს ადრე ეგეთი გვყავდა მენთეშაშვილი. მარტო უკან პასი იცოდა. ასე რომ ეს ორი ფეხბურთელი არ უნდა დააყენონ საერთოდ. მაგას ჯობია ახალგაზრდები დააყენოს და გაიზარდონ, პრაქტიკა მიიღონ. უნდა მოიძებმოს პერსპექტიული ბიჭები და სასტავში!!! სასწრაფოდ!!!
მათე
29 მარტი 2023 21:15
0
5 წლის წინანდელზე ბევრად უკეთესი ნაკრები გვყავს, მაშინ ყველა გვიგებდა და ასეულს მიღმა ვიყავით რეიტინგშიც, ეხლა ბევრად უკეთესი ნაკრები გვყავს, მაგრამ ჯერ კიდევ ისეთი არა როგორიც გვინდა გვყავდეს, მოლოდინს რაც შეხება, რატომ უნდა გვქონოდა დიდი მოლოდინი? კვეკვესკირი აბურჯანია სა კიდევ სხვები რა ალვეში და ინიესტა გახდებოდნენ, სულ 8 ფეხბურთელი გვყავას, ვინც ნაკრების დონეს აყმაყოფილებს და ეს რიცხვი უნდა გამრავლდეს
გოგა
29 მარტი 2023 19:48
1
არასწორი იყო ტაქტიკა, მეტი მოძრაობა იყო საჭირო, არ უნდა მიგვეცა ბურთის თავისუფალი გორების ამდენი საშუალება, რატომ არ მოძრაობდნენ, დაღლის ეშინოდათ? არასწორი ტაქტიკა იყო შერჩელი, ასე ჩამჯდარი თამაში ქართველებს არ გვეკადრება, განა ასე ჩამჯდარი ვთამაოშობდით ლივერპულთან, ვეს-ხემთან, ფეინორდთან, ტოტენხემთან, ჰამბურგთან, აქ დინამოს წაგებული თამაშებიც ვახსენე, რაც შეეხება ნაკრებს, როცა დიდი მოლოდინები გვქონდა, ვაგებდით მოლდოვასთან, რუმინეთთან, იტალიასთან ორ ბურთს საკუთარ კარში ვაგზავნიდით, მაგრამ ახლა უკეთესებია ნაკრებში(მეკარე, დაცვა, თავდასხმა), მაგრამ სუსტი მწვრთნელი გვყავს
პატრიოტი
29 მარტი 2023 17:24
4
ეროვნული ჩემპიონატის დონე კიდევ უფრო უნდა ამაღლდეს, თუმცა მე ვფოქრობ საგრძნობი პროგრესი უკვე არის! ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ჩვენი კლუბების ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლა, იგივე სლოვანის მსგავსად მეოთხედფინალამდე გასვლა. რამხელა კონკურენცია იქნებოდა კლუბებში, საიდანაც უკვე ტოპ ჩემპიონატებიდან დაუკავშირდებოდა უამრავი სკაუტი ჩვენებურ კლუბებს და გაცილებით გაიზრდებოდა ნაკადი უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებისა და ადგილობრივებს მიეცემოდათ შანსი და სტიმული. ეს არის სწორი მენეჯმენტი და არა ის, რომ კვერნაძით დაინტერესებულია ნაპოლი და მას ბათუმის დინამოდან გაგრაში გაანათხოვრებ...
უბრალოდ, მე და ყველა გულშემატკივარს უბრალოდ არ უნდა იგივე ფილმს უყუროს, რასაც 30 წლის მანძილზე უყურებდა!
ლაშა
29 მარტი 2023 17:23
1
ავტორი თითქოს ჩემს აზრს კითხულობს, აბურჯანია სანამ დაეცა ვერ მიხვდნენ რომ შეეცვალათ, ჩაკვეტაძეს ვითი ცვლიან? დავიჯერო უკეთესად არ თამაშობს ვისმეზე? ვინაა ფედერაციაში ვინც მასზე განაწყენებულია და დაუყოვნებლივ ჩამოვაშორით საერთოდ ფეხბურთს. საზონივი, გიჩილეიშვილი გაგნიძე ლობჟანუძე ვისზე ნაკლებად თამაშიბენ? გოჩიმ და ლობჟამ ხომ დაგლიჯეს თავისი შრომისუნარიანიბუთ და ცენტრში ჩაკვე რომ ყოფილიყო წირვას გამოუყვანდნენ ნორვეგიას პატარა ფრანგის თავდამსხმელით. ფედერაცია თუ არ გინდათ რისხვა გონს მოეგეთ, მოგება და გამარჯვება გვწყურია
Suxumchanin
30 მარტი 2023 12:37
0
დღეს, ყველა შესაძლებლობააქვს ნაკრებს, რომ წარმატებას მიაღწიოს, და რომ ეს მოჯადოებული წრე გაარღვიოს. არ მომწონს ავტოორის პატოსი. არ შეგვიძლია. ეს პოლიტიკის ბნელ ნიუანსებს გვაგონებს. რატომ გვაგუებენ რომ არაფერი არ შეგვიძლია? ეს არის დანაშაული. ყველაფერი გამოგვივა და ამდენხანსაც გამოგვივიდოდა, რომ მეტი პროფესიონალიზმი იყოს ფეხბურთის ფედერაციაში. ძმაკაცობა ვიცი მე საქმის გარეთ. ხოლო ის რაც საქმეს დააზიანებს, დანაშაულია. სადაა ხოჭოლავა? გაიკეთა ოპერაცია? რატომ არ იყო ლოჩოშვილი? ლობჟანიძე?გაგნიძე? საზონოვი? წიტაიშვილი? ჩაკვეტაზე? რატომაა ძირითადში დავითაშვილი და აზაროვი? ტაბიძე და კვერკველია? ან კიდევ, მონგოლეთთან, რომელიც გენ. რეპეტიცია უნდა ყოფილიყო, უეჭველად მოსაგები მატჩის წინ, რატომ იცავდა კარს ლორია? თან კაპიტანი, როცა სკამზე გიზის ფორმაში მყოფი გუგეშაშვილი? მამარდას რომ ტრამვა მიეღო თამაშში, ლორია უნდა დაგეყენებია? კაცი რომელიც ბურთს ვეღარ იმაგრებს ხელში? ვერ ხვდებით,. ფედერაციაში, რომ არავინ გიშლით ბიჭებთან ძმაკაცობას? მხედველობასია /ლორია, კაშო, კვეკვე, კვერკველია/ კანკავამ ინამუსა და თვითონ თქვა უარი., მაგრამ ძმაკაცობა შეიძლება მინდვრის მიღმაც. მერამდენე შემთხვევაა, როცა ამ ბიჭებმა კატასტროფამდე მიიყვანეს ნაკრები? თუ ასე უვიცები ხართ და მეტს ვერ ხვდებით,. მიეცით სხვებს შანსი. ნაყიდი გაქვთ თანამდებობები? იფრინა გოჩელეიშვილმა და ლობჟანიძემ. წიტა, რომელიც უნივერსალია, არ გააძლიერებდა საყრდენ ზონას? მითუმეტეს გაგნიძესთან ერთად, ხომ გამოჩნდა როგორი წელგამართული და თავდაჯერებით უკავია ბიჭს ბურთი. თავს დადებდა ორივე, ამ თამაშში. ჩაკვე, ცენტრში ხო დაალაგებდა თამაშს? ბურთს ხომ დაიჭერდა და პასს ხომ გააკეთებდა? ამას ყველა ხვდება თქვენს გარდა. რა გამოდის? არ გინდათ თქვენ წარმატება. თქვენთვის წარმატება, კაიკუშის დაზღვევაა, რომელსაც სანდო და გამოცდილი მოტამაშეები და მეკარე სჭირდება. სხვას ვერაფერს ვერ იფიქრებ კაცი, ან საქმე არ იცით საერთოდ. თან იმას ჩაგვძახით, რომ მხოლოდ აქა იქ შეგვიძლია მოგება? სხვა რა? ვისაც თამაში შეუძლია მინდორს არ აჩვენებთ და ვისაც არ შეუძლია, ის მოედანზეა. გადმოსაყრელი ხართ სკამებიდან პანჩურებით. აღარ გრცხვენიათ?. კმარა. სპორტალს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ მაინც, იქნებ გაუნათდეთ გონება. მეტი არაა ჩემი მტერი, მარა მაინც. თამაში მოსაგები იყო, არაფერი გუნდი ეგ არაა.
ლევან მაღლაკელიძე
30 მარტი 2023 11:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული