"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ" - შელია ამბობს, რომ მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობა არ მისცეს

AutoSharing Option
გროზნოს "ახმატის" 34 წლის მეკარე გიორგი შელიამ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.

როგორც ის აღნიშნავს, ამის შესახებ სფფ-შიც იცოდნენ, ერთხელ დაურეკეს, თუმცა შემდეგ აღარავინ გამოხმაურებია.

ინტერვიუდან ვიგებთ, რომ შელია ქართულად კარგად საუბრობს, მე-9 კლასამდე ის სამშობლოში ცხოვრობდა და ქართულ სკოლაში დადიოდა, თუმცა შემდეგ რუსეთში გადავიდა და ამ ქვეყნის მოქალაქეა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობთ... რომელი ქვეყნის?

- ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია, მაგრამ ისინი არ მიმჩნევენ. როგორც ჩანს, ჩემი თავი არ სურთ.

-
გქონდათ ადგილობრივ ფედერაციასთან კონტაქტი?


- ერთხელ დამირეკეს, როდესაც "ტამბოვში" ვთამაშობდი. გაუკვირდათ, ქართულად ასე კარგად რომ ვსაუბრობდი.

ისინი გაოცდნენ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის ძალიან დიდი სურვილი მქონდა და შემდეგ უბრალოდ გაუჩინარდნენ.

- საქართველოს მოქალაქეობა გაქვთ?

- არა, არ მაქვს.

- რატომ? სცადეთ გაკეთება თუ ნაკრებში რომ არ გიძახებდნენ, საჭიროდ აღარ ჩათვალეთ?

- ვცადე ქართული პასპორტის გაკეთება ნახევარი წლის წინ, მაგრამ არ მომცეს. დოკუმენტაცია შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვსაუბრობ და მეცხრე კლასამდე იქ ვსწავლობდი. მქონდა გასაუბრება, რომელმაც კარგად ჩაიარა, თუმცა საბოლოო ჯამში უარი მივიღე.

მე მაქვს ჩემი ვარაუდები ამასთან დაკვშირებით, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია. თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ სიტუაცია უცნაურია.
მკითხველის კომენტარები / 35 /
კი მაგრამ კარიერის მიწურუს და 34 წლის ასაკში დაებადა ეს სურვილი? აქამდე სად იყო
გიორგი
31 მაისი 2023 16:18
0
ნუ პოლიტიკოსობთ,ფედერაციაში იფიქრეს- არ არის პრიორიტეტულიო და მორჩა.
არის მამარდა,ლორია,მაკარიძე,კუპატაძე 2-3 კიდე მოიძებნება ეროვნულ ლიგაში და ამის პასპორტზე რატო უნდა ეწვალათ და თან ამას თვითონ საქმეს გაუფუჭებდნენ- საქაეთველოს მოქალაქეობით იქ შეექმნებოდა პრობლემები- საზღვარგარეთ დასაქმებული ქართველი 2 ოჯახს მაინც ინახავს და ამისთვის საქმე რატო გაერთულებინათ?
მასე დნიპროს მეკარე ხო ვათამაშეთ ჩვენთან ზაურ მახარაძე-რა გამოვიდა ამ საქმიდან? არც არაფერი
Levani
31 მაისი 2023 05:20
2
ეგ ნაღდად იცი ფედერაციაში რა იფიქრეს? და კონკრეტულად ვინ იფიქრა? რა რიცხვი იყო თუ გახსოვს?
ტელეპათი ზაური
31 მაისი 2023 22:13
0
თუნდაც ნაკრებში არ გვჭირდებოდეს, ქართველი კაცი იხვეწება მოქალაქეობას და არ აძლევენ, 3000 თურქებს რომ მისცა მიშამ მოქალაქეობა ხომ გაგიხარდათ, რამ დაგასირათ ასე, და თან უარს ეუბნება საქართველოს ფრანგი პრეზიდენტი, რომელიც ძლივს ბლუკუნობს ქართულად
რეალობა
30 მაისი 2023 23:42
2
აქ ალბათ ორმაგ მოქალაქეობაზეა ლაპარაკი, რაც ასე ადვილად არ რიგდება. თუარადა ხომ დათმო საქართველოს მოქალაქეობა და მიიღო რუსეთის? პირადად ჩემთვის ეგაა მიუღებელი. ვერავითარი უმუშევრობა და შიმშილი ვერ მაიძულებს ჩემი ქვეყნის გამთელავი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას.
გორი
31 მაისი 2023 09:39
1
3000-სს კიარა 30 000-სს, მართლა ვამბობ, მაგრამ ევროკავშირის აძალებს და იმიტომ ეს პროცესი გრძელდება, რაც ერის ნამდვილი უბედურებაა!...
ლაშა
31 მაისი 2023 07:51
0
ყველა გამოხმაურება
თუ ვეტერანებზე მიდგა საქმე ლორია-მაკარიძე გვყავს ჩვენ :დ ნაკრების 3ვე მეკარე რომ ტრავმირებული გვყავდეს ამ შემთხვევაშიც გვყავს ხალხი ეროვნული ლიგიდან :კუპატაძე,კუტალაძე,კერესელიძე,ყალიჩავა,ასე რომ კი ბატონო მიიღოს მოქალაქეობა,მაგრამ ნაკრების ამბიცია მეტისმეტია.
მეზღვაური
30 მაისი 2023 22:08
2
34 წლის ასაკში მოგინდა საქართველოს ნაკრებში თამაში? გვყავს უკვე კარგი მეკარეები
gio
30 მაისი 2023 19:43
8
ნაკრებში მეკარის პრობლემა არ არის და ეს პიროვნება ახალგაზრდაც არ არის რომ ფედერაციამ დიდი შრომა გასწიოს.კონკრეტულად რაც შეეხება მოქალაქეობას სალომემ მკაფიოდ განაცხადა რომ რუსეთიში მცხოვრებლების მიმართ აქვს დისკრიმინაციული მიდგომა, იგი უფრო მარტივად მისცემს მოქალაქეობას არაბს, ირანელს, თურქს და მსგავსს ვიდრე რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველს.
w
30 მაისი 2023 18:05
10
ცოტა ჭრელი ამბავია. ან ეს არ ამბობს სიმართლეს, ანდა სალომე ურევს რაღაცას.
გიორგი
30 მაისი 2023 16:14
2
თან ქართველობაც უნდა და თან კადიროვის ჯიბის კლუბის წევრობაც?
გარუსებულ გრუზინზე საცოდაობა არაფერია სამყაროში
999
30 მაისი 2023 14:43
18
სოსო პავლიაშვილიც იტყვის საქართველო მიყვარსო, მაგრამ საკუთარი საქმით, აზროვნებით და პოზიციით არის საქართველოს მოღალატე.
სასო
31 მაისი 2023 22:07
0
რუსეთში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს ბევრ აქაურ ქართველზე მეტად უყვართ სამშობლო აი პროდასავლელებზე მაგას ვერ ვიტყვი
თაზო
30 მაისი 2023 17:03
13
ქართული ფესვების, ქართულად მოლაპარაკე ქართული გვარის ადამიანს რატომ უნდა ქონდეს პრობლემა საქართველოს მოაქალაქეობაზე? ნაკრებში თამაში მწვრთნელის გადასაწყვეტია, მოქალაქეობის მინიჭებაზე ეტყობა დიდი შეცდომებით მიდგომაა.
G.LA
30 მაისი 2023 14:13
4
რუსეთელი ქართველები რით განსხვავდებიან რუსებისგან?
თავს ნუ მოვიტყუებთ.
ვაჟა
30 მაისი 2023 14:03
44
ისე, რუსებისგან ბევრი არ განსხვავდება, მართლა. მაგრამ ეს მხოლოდ რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემა არ არის. შტატებშიც ასე არიან ქართველები. მშობლიურ ენას ივიწყებენ. თუმცა საქართველოში შეხედეთ - ბევრი იცით ვინც ყურადღებას აქცევს და სწორი ქართულით საუბრობს? უბრალოდ პატივს არ სცემენ ქართულ ენას.
odala
30 მაისი 2023 14:54
3

სიახლეები პოპულარული